სატვირთო ავტომობილი – „ეპიზოდი”
პირველი სატვირთო ავტომობილი შექმნილი იქნა 1896 წელს ორი ისეთი გენიალური გერმანელი კონსტრუქტორის, ინჟინერისა და მეწარმის მიერ, როგორებიც იყვნენ – გოტლიბ დაიმლერი და ვილჰელმ მაიბახი. სატვირთო ავტომობილის აწყობა გერმანელი კონსტრუქტორების წყვილს ერთი მნიშვნელოვანი და ჩვენთვის საინტერესო გარემოების გამო გადაუწყვეტია: გამომგონებლებს სურდათ შეემოწმებინათ, შეძლებდა თუ არა მათ მიერვე ახლადდამზადებული ავტომობილის ძრავა მრავალტონიანი მანქანის დაძვრასა და წაყვანას. შესაბამისად, დაიმლერსა და მაიბახს სატვირთო ავტომობილი იმ დანიშნულებით, როგორი დანიშნულებითაც დღეს გამოვიყენებთ მას, ნამდვილად არ გამოუგონიათ. თავისი ჭეშმარიტი დანიშნულება მას – დრომ და ადამიანის გამჭრიახობამ შესძინა…
პირველები, ვინაც სატვირთო ავტომობილის სარგებლის „ფასი” შეიცვნეს, არც მშენებლები იყვნენ და არც ვაჭრები, არამედ – მეხანძრეები. მეხანძრეები, რომლებიც ყოველთვის დიდი რაოდენობით მიდიოდნენ ხანძრის გაჩენის ადგილზე. აი, ავტომობილის პირველი მისამბელი კი გამოგონებული იქნა 1914 წელს. და მისი ავტორიც გერმანელი ავტომწარმოებელი იყო – ჩარლზ ფრიუჰაუფი.
რაც შეეხება „მშვენიერი სქესის” წარმომადგენელზე გაცემულ სატვირთო ავტომობილის პირველ მართვის მოწმობას, იგი – 1929 წელს გაიცა. ეს პატივი მაშინ წილად ხვდა ამერიკელ ქალბატონს – ლილი მაკ’ჯი დრენანს. ეს უკანასკნელი ის პირველი ქალბატონიც გახლდათ, ვინაც შორ დისტანციებზე დაიწყო თავისი სატვირთოთი ტვირთების გადატანა. ცნობისათვის, შორეული გადაზიდვებისას, უსაფრთხოების მიზნით, ლილი ყოველთვის თან ატარებდა პისტოლეტს. იარაღს, რომელსაც მძღოლი-ქალი მისივე სატვირთოს მძღოლისაში ინახავდა (სატვირთო ავტომობილის „კაბინის” ქართული სახელწოდება).
გარდა ამისა, სწორედ ლილი მაკ-ჯი იყო ის პირველი ქალიც, ვინაც ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში პირველ ავტოსატრანსპორტო კომპანიას, სახელწოდებით – „Drenne Truck Line”. – (ავტორი გენია.ჯი)
გოტლიბ დაიმლერი
ვილჰელმ მაიბახი
ლილი მაკ’ჯი დრენანი