ვილჰელმ II – „ეპიზოდი”
პირველი მსოფლიო ომის გამჩაღებელი გერმანიის უკანასკნელი იმპერატორი – ვილჰელმ II (1859-1941 წლები), ვისაც ხშირად ახასიათებდა ექსცენტრიული გამოხდომები, იმთავითვე არასრულფასოვნების კომპლექსით იყო შეპყრობილი. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული გარემოება გამოწვეული გახლდათ იმ მიზეზით, რომ დაბადებიდანვე ნახევრად პარალიზებული ჰქონდა მარცხენა ხელი. ნადირობისა და მოგზაურობების მოყვარული მონარქი, რომელიც სიჭარმაგეში ანტიკური კულტურით დაინტერესდა, სამხედრო მუნდირებზე ფანატიკურად შეყვარებულ პერსონასაც წარმოადგენდა. შედეგად, მის გარდერობში 400 ეკზემპლარ სამხედრო მუნდირს ჰქონდა ბინა დადებული. გარდა ამისა, მას გააჩნდა სუფთა ოქროსაგან დამზადებული ჩაფხუტი, რომელსაც სხვა ქვეყნის მეთაურებთან შეხვედრების ჟამს იხურავდა.
პირველი მსოფლიო ომის წარმოება გერმანიის მოქალაქეების კეთილდღეობაზე მძაფრად აისახა. ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. ამ დროს კი, ვილჰელმი მართლაც რომ „ოქროში ბანაობდა”. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ, როდესაც იგი ტახტიდან გადააყენეს, მისი ქონება 900 მილიონ ამერიკულ დოლარად იქნა შეფასებული. ღრმა ფუფუნების მოტრფიალე გერმანიის უკანასკნელი იმპერატორის პირად მფლობელობაში სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, 40 მდიდრული სასახლე ირიცხებოდა. როდესაც მას იძულებით მოუხდა სამშობლოს დატოვება, გერმანიიდან ნიდერლანდებში გაიტანა 23 ვაგონი ავეჯი (მათ შორის ოქროს ლურსმნებისაგან აწყობილი ორი სკამი) და 27 კონტეინერი ხელოვნების ძვირფასი ნიმუშები, ფაიფური და ძვირფასეულობა.
პირველი მსოფლიო ომის გაჩაღებაში ოფიციალურად დადანაშაულებული კაიზერი ვილჰელმი უცხო მიწაზეც შესანიშნავად გრძნობდა თავს (მას და მის ოჯახს 60 ადამიანი ემსახურებოდა). თუმცა, ნიდერლანდების ოკუპაციის შემდეგ, გერმანიის ნაცისტურმა ხელისუფლებამ მთელი მისი ქონება – კონფისკაციას დაუქვემდებარა. ვილჰელმისათვის ეგზომ ავადსახსენებლი მოვლენის გასვლიდან სულ რაღაც ერთიოდე წელიწადში იგი ამიერს გამოეთხოვა. – (ავტორი გენია.ჯი)
ვილჰელმ მეორეს ოქროს ჩაფხუტი