ჯონ კენედი – „ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 35-ე პრეზიდენტი - ჯონ ფიცჯერალდ კენედი (1917-1963 წლები) დონალდ ტრამპის შემდეგ ყველაზე მდიდარ პერსონას წარმოადგენდა აშშ-ის პრეზიდენტთა შორის. (ავტორი გენია.ჯი) მისი კაპიტალი ფინანსისტების მტკიცებით – 1,1 მილიარდ დოლარს შეადგენდა. კლასიკური სტილის ჩაცმის მოყვარულ კენედის განსაკუთრებით მაინც – იახტები იტაცებდა (იახტებით ცურვას მამას იგი ბავშვობიდანვე დაუჩვევია). მის ახლო გარემოცვაში ხუმრობდნენ კიდეც – „ეგზომ ცნობილ მექალთანეს იახტები უფრო უყვარს, ვიდრე ქალებიო”. აკი ჰყავდა კიდეც პირად საკუთრებაში რამდენიმე ძვირადღირებული იახტა. მათ შორის ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენდა იახტა სახელწოდებით – „მანიტა”, რომელიც ერთგვარად ასრულებდა „მცურავი თეთრი სახლის” ფუნქციას. სახელმწიფოს მეთაური მასზე ხშირად იღებდა ხოლმე უცხოელ პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს. ამბობენ, „მანიტა”-ს ბორტზე განთავსებულ მდიდრულ აბაზანაში ნებივრობა ძალიან უყვარდა ჰოლივუდის მშვენებად ქცეულ – მერილინ მონროსო.
კენედის საკუთრებაში არსებულ მეორე იახტას – „Honey Fitz”-ი წარმოადგენდა. ეს სახელი სწრაფ გემს ჯონის ბაბუას საპატივცემულოდ მიუღია თავის დროზე. ამ ძვირადღირებულ იახტაზე არა მხოლოდ ლიფტი, არამედ თეთრ სახლში არსებული ოვალური კაბინეტის ასლიც იყო განთავსებული. სწორედ იქ მართავდა შეხვედრებს კენედი კარიბის კრიზისის დროს თავისი ადმინისტრაციის წევრებთან. აშშ-ის ტრაგიკულად აღსრულებული პრეზიდენტი აღიარებდა, – „ჩემი ცხოვრების საუკეთესო წუთები „Honey Fitz”-ე განვიცადეო”. – (ავტორი გენია.ჯი)
„მანიტა”
„Honey Fitz”