ამონარიდები ანა ანტონოვსკაიას რომანიდან – „დიდი მოურავი”
„ვინც მაღლა სდგას, სიმართლეს ის უკეთ ხედავს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ყოველივეს მიწიერს სული წმინდა ასულდგუმლებს, შვილო ჩემო. იყოს ჩვენზედა ლოცვა და კურთხევა მისი. მარად ჟამს მზე აღმოსავლეთით ამოდის და დასავლეთით ჩადის, ბალახი გაზაფხულზე ამწვანდება, შემოდგომაზე ხმება, მდინარე მთაში იბადება, ზღვაში ინთქმება. არავის ძალუძს იმის შერყევა, რაც ღმერთს დაუდგენია”.
* * *
„განა, შესაძლებელია, დასახული მიზნის მიღწევა მხოლოდ ადამიანთა მსხვერპლის გაღებით იყოს მოსახერხებელი?”
* * *
„ბევრისათვის ლიტონი წოდება მდიდრულ მონობაზე უფრო ძვირფასია”.
* * *
„ნამდვილი სიმდიდრე ადამიანის თვალს როდი ერიდება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხეპრეს მეტი გაეგება ხელადის ღვინისა, ვიდრე ოქროს სურით მორთმეულისა”.
* * *
„გარემოებას ხშირად შევყავართ შეცდომაში”.
* * *
„ვინც მატყლს ამზადებს, იმას უფლება აქვს კიდეც ჩაიცვას იგი…”
* * *
„ – რაც უფრო ნაკლებ ჩავერევით სხვის საიდუმლო საქმეში, ფლავს მით უფრო ხშირად ვჭამთ…”
* * *
„ხვალინდელი დღისა არავინ იცის რა”. – (ავტორი გენია.ჯი)