ევკლიდე ალექსანდრიელის ბიოგრაფიიდან…
“გეომეტრია” აუცილებელ მეცნიერებას წარმოადგენდა იმ მშენებელთათვის,რომლებიც მდინარეების დამბებს ან ხიდებს აგებდნენ.ამ საქმეში კი უძველეს ეპოქაში უდიდეს როლს თამაშობდა,გენიალური ძველბერძენი მათემატიკოსი - ევკლიდე ალექსანდრიელი (ძვ.წ.აღ-ით 325-265 წლები).ეგვიპტის მმართველმა პტოლემეების დინასტიიდან – პტოლემე I სოტერმა,რომელიც ქვეყანას მართავდა ძვ.წ.აღ-ით 305-283 წლებში (იგი გახლდათ ალექსანდრიის უდიდესი ბიბლიოთეკის დამაარსებელი),მოითხოვა “გეომეტრიის მამად” წოდებული,დიდი ძველბერძენი მათემატიკოსისგან – ევკლიდე ალექსანდრიელისაგან (ძვ.წ.აღ-ით 325-265 წლები),რომ მისთვის მარტივი გზით,სწარაფად შეესწავლა (აეხსნა) ამ მეცნიერების უმნიშვნელოვანესი “კანონები”,რაზეც ევკლიდემ მეფეს მიუგო:
” – ო,დიდო მეფეო,გეომეტრიაში არ არსებობს მეფისთვის მოკლე გზები”.
ევკლიდეს უმნიშვნელოვანეს ნაშრომს განეკუთვნება ტრაქტატი – “საწყისები”,რომელიც დიდმა მეცნიერმა 13 წიგნად დაწერა.მასში ევკლიდემ გადმოგვცა გეომეტრიის ძირითადი საფუძვლები,რაც ბერძნულად აღნიშნავდა “მეცნიერებას დედამიწის განზომილების შესახებ”,რომელსაც მრავალი საუკუნის მანძილზე მოიხსენიებდნენ,როგორც – “ევკლიდეს გეომეტრია”.მისი ნაშრომები შეიცავდა პლანიმეტრიის,რიცხვთა თეორიის და სტერეომეტრიის მრავალ საკითხებს.გარდა ამისა,ევკლიდემ გეომეტრიულ ფიგურათა თვისებები განსაზღვრა ხუთი აქსიომით,რამაც საბოლოოდ საფუძველი ჩაუყარა მათემატიკის აქსიომატიზაციას.მისი ნაშრომები მოიცავდა კონუსური კვეთების,პერსპექტივების,მეორე რიგის ზედაპირისა და სფერული გეომეტრიის საკითხებს.ალექსანდრიაში,ევკლიდე ეგვიპტის მმართველის პტოლემე I-ის მიწვევით ჩავიდა,რათა ნუსეინის სასწავლებელში (ეს გახლდათ ბერძნულად “მუზების წმინდა ტაძარი”) განეგრძო მოღვაწეობა. (ავტორი გენია.ჯი) ამ უნიკალურ სასწავლებელში იყო ასტრონომიული ობსერვატორია,ბოტანიკური ბაღი,ზოოპარკი,სასტუმრო და სხვა სექციები.აქვე მოღვაწეობდნენ დიდი მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნებიდან.ისინი დაკავებული იყვნენ ისეთი მეცნიერებებით,როგორებიცაა – მათემატიკა,ასტრონომია,გეოგრაფია,ფილოლოგია,მედიცინა,ბოტანიკა და სხვა.სამწუხაროდ,აღნიშნული უდიდესი სამეცნიერო სკოლა განადგურებულ იქნა ძვ.წ.აღ-ით 273 წელს,რომის იმპერატორის – ავრელიანეს (ძვ.წ.აღ-ით 214-275 წლები),მიერ.ამასთან ერთად დაიწვა მუსეინის სასწავლებლის დიდი და უნიკალური ბიბლიოთეკაც.მიუხედავად ამისა,ბევრმა მეცნიერმა მაინც შესძლო ზოგიერთი ფასდაუდებელი ნაშრომების გადარჩენა.არის ვარაუდები,რომ ევკლიდემაც მოახერხა ბიბლიოთეკაში დაცული მისი უმნიშვნელოვანესი ნაშრომის – “საწყისების” გადარჩენა.თუმცა ძირითადი ცნობები ევკლიდესა და ამ ნამუშევრის შესახებ ჩვენამდე სხვადასხვა განმანათლებლებისაგან მოაღწია. (ავტორი გენია.ჯი) ევკლიდე ალექსანდრიელის “საწყისები” დიდი პოპულარობით სარგებლობდა არაბ მათემატიკოსებში.მათ,პირველებმა თარგმნეს იგი არაბულ ენაზე და როგორც სასწავლო საგანი გაავრცელეს სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში.ევროპელებმა კი “საწყისები”,ბევრად მოგვიანებით გაიცნეს და შესაბამისად გვიანაც დაინტერესდნენ მისით.1533 წელს ბაზელში (შვეიცარია),პირველად წარადგინეს ევკლიდეს თარგმნილი ნაშრომები ფართო საზოგადოებისათვის,რამაც აღტაცებაში მოიყვანა იმ პერიოდის დიდი მეცნიერები.დღევანდელ დღეს გეომეტრია ფართოდ გამოიყენება ფიზიკაშიც.ამ მეცნიერების განვითარებაში კი ევკლიდე ალექსანდრიელის ღვაწლი ფასდაუდებელია. (ავტორი გენია.ჯი)