“წმინდა ქეთევან წამებულის” პასუხი შაჰ-აბას I-ს
ქეთევან დედოფალი – ის სახებაა,რომელსაც საქართველოს “დიდ მნათობთა” შორის განსაკუთრებული პატრიოტული,სარწმუნოებრივი და კულტურული მნიშვნელობის ადგილი უჭირავს.ამ უდიდესი წმინდანის ხატი ერთგვარად წარმოსახავს წარმოდგენას ქართველი ერის ისტორიისა,რომელიც შესაძლოა ასე გამოითქვას:
“ხანგრძლივი მოთმინება იყო “ჩვეულებისამებრ მამულისა სვლა…”
ქეთევან დედოფლის პასუხი ირანის შაჰს სარწმუნოების შეცვლის თაობაზე კი,სრულად გვიხატავს ჩვენი წმინდა დედოფლის დიდებულ პიროვნულ და სულიერ ღირსებებს:
“მისმინეთ ხელმწიფევ! თუ მოხდება (რასაც უფალი ღმერთი არ დაუშვებს),თუ ამ დაპირებით მოხიბლული მე,რომელიც ვარ დედოფალი,მივალ იქამდე,რომ უნამუსოდ გავწყვეტ კავშირს ღვთაებრივ დიდებასთან,გავწყვეტ ერთგულების კავშირს,რომლებმაც ნათლობისას დამაკავშირეს მის შვილთან – იესო ქრისტესთან.რას იზამს ყველა დედოფალი,ყველა ქალი და ქალიშვილი,ჩემი სქესის ყველა პიროვნება,რომლებიც ჩემს ქვეყანაში არიან,თუ მათ შეემთხვევათ მსგავსი რამ და თუ მათ ყოველდღე დაემუქრებიან? და პირიქით,ასეთ შემთხვევაში როგორ სიმამაცეს და სრულ აუღელვებლობას იგრძნობენ ისინი,როდესაც მოიგონებენ,რომ მათმა დედოფალმა… აბუჩად აიგდო ტავისუფლება მონობისათვის,ნებაყოფლობით გასცვალა მომხიბლავი ცხოვრება სამარცხვინო სიკვდილზე და ყოველივე ეს იმისათვის,რათა მხარი დაეჭირა თავისი ქრისტიანული სარწმუნოებისათვის.
არა,არა,ხელმწიფევ! თქვენ დროს კარგავთ,გადადით… სასჯელსა და წამებაზე.რომლებსაც მთელი გულით ვამჯობინებ ჩემი უფლის სიყვარულისათვის”.
ამ პასუხით გამძვინვარებულმა და ამასთანავე გაოგნებულმა შაჰმა,1624 წლის 13 სექტემბერს (ახალი სტილით 26 სექტემბერს),სასტიკი წამებით მოაკვლევინა დიდი ქართველი დედოფალი. (ავტორი გენია.ჯი) ამ ფაქტის შესახებ აკაკი წერეთელი წერდა:
“არც ერთ მოწამეთაგანს იმდენი ტანჯვა არ მიუღია და მისთანა მაგალითი არ უჩვენებია ხალხისათვის როგორიც ქეთევან დედოფალს”.
ქეთევან დედოფლის წამებამ და გმირობამ,მთელი ქრისტიანული სამყარო შეძრა.მისი წამება აღწერეს: თავად ქეთევანის ვაჟმა თეიმურაზ I-მა (პოემა “წამება ქეთევან დედოფლისა”),გრეგორიო ორსინიმ,პიეტრო დელა ვალემ,კლოდ მალენგრმა და სხვებმა.გერმანელმა მწერალმა – ანდრეას გრიფიუსმა კი დაწერა ტრაგედია “ქეთევან ქართველი,ანუ გაუტეხელი სიმტკიცე”.ქართულმა ქრისტიანულმა მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ქეთევან დედოფალი “წმინდანად” შერაცხა და მას “წმინდა ქეთევან წამებული” უწოდა.მისი ხსენების დღედ კი 26 სექტემბერი დაადგინა. (ავტორი გენია.ჯი)
“წმინდა ქეთევან წამებულის ხატი”