სოკრატე “სიკვდილის” შესახებ…

“რამდენი რამ გვიმტკიცებს იმის რწმენას,რომ სიკვდილი სიკეთეა! მართლაცდა,ორში ერთია.სიკვდილი ან არარაობად ქცევაა,ისე რომ,მკვდარი ვერაფერს გრძნობს,ანდა,თუ ძველ გადმოცემებს ვერწმუნებით,სიკვდილი სხვა არა არის რა,თუ არა გარდაცვალება,სულის ფერისცვალება და აქედან სხვა ქვეყნად გადასახლება.თუკი ვერაფერს იგრძნობ,რაღა სიკვდილი და რაღა ტკბილი ძილი,როცა მტანჯველი სიზმრები არ გიმღვრევენ სულს; დიახ,თუკი მართლა ასეა,სიკვდილი უფლის წყალობაა სწორედ. (ავტორი გენია.ჯი) მე მგონია,ვინმე რომ დაგვეყენებინა ასეთი არჩევანის წინაშე: ჯერ გაეხსენებინა ღამე,როცა ისე ტკბილად ეძინა,რომ სიზმრები არ აშფოთებდნენ,მერე შეედარებინა ის ყველა თავისი დანარჩენი დღე-ღამისათვის და ბოლოს პირუთვნელად გადაეწყვიტა,მთელი სიცოცხლის განმავლობაში რამდენ დღე-ღამეს იყო უფრო ბედნიერი,ვიდრე იმ ღამეს, – ვფიქრობ,არა მარტო ბეჩავი მდაბიორი,არამედ თვით დიდებული მეფეც უყოყმანოდ გადაწყვეტდა,რომ მთელი მისი სიცოცხლე სხვა არაფერი ყოფილა რა,თუ არა გამუდმებული ტანჯვა-ვაება,ამ ორიოდე ნეტარ ღამესთან შედარებით.

და თუ სიკვდილი ესაა,რაცაა,ალბათ,არ ვცდები,როცა უფლის წყალობას ვუწოდებ მას; ვინაიდან,ამ შემთხვევაში,მარადისობა მხოლოდ ერთ ასეთ ღამედ წარმოგვიჩნდება.

მეორეს მხრივ,თუ სიკვდილი მხოლოდ გარდაცვალებაა და სულის სხვა ქვეყნად გადასახლება, და თუ მართალს გვაუწყებს გადმოცემა,რომ იქ ერთად იყრიან თავს მიცვალებულნი,რა შეიძლება იყოს ამაზე დიდებული? თუ ჰადესს ჩასული საბოლოოდ თავისუფლდება ამ ქვეყნიური თვითმარქვია მოსამართლეებისგან,რათა იქ ჭეშმარიტ მსაჯულთა წინაშე წარსდგეს,რომლებიც,გადმოცემით,განიკითხავენ მიცვალებულთა სულებს, – მინოსის,რადამანითისის,ეაკეს,ტრიპტოლემოსისა და ყველა იმ ნახევრადღმერთის წინაშე,რომელთაც ამქვეყნიურ სიცოცხლეშიაც ვერავინ შეედრებოდა სამართლიანობით.რას იტყვით,განა ბოროტება ეთქმის ამნაირ გადასახლებას? (ავტორი გენია.ჯი)

ეგეც არ იყოს,რა დიდი პატივია თითოეული ჩვენგანისათვის ორფევსის,მუსეოსის,ჰესიოდეს,ჰომეროსის გვერდით ყოფნა! მე მზადა ვარ ათასჯერ მოვკვდე,თუკი ეს მართალია!!!” (ავტორი გენია.ჯი)