უინსტონ ჩერჩილი – “ეპიზოდი”
დიდი ბრიტანეთის ლეგენდად ქცეული პრემიერ-მინისტრი – სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილი (1874-1965 წლები) სანამ ხელისუფლების უმაღლეს საფეხურს მიაღწევდა,მანამ, 1910 წლის 14 თებერვალს, 35 წლის ასაკში ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა.სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება მისი ლიტერატურული მოღვაწეობის შეწყვეტაც,რომელიც მხოლოდ 1923 წელს განაგრძო.
აღნიშნულ პოსტზე დანიშვნის პერიოდს დაემთხვა ინგლისში მრავალი მასობრივი გამოსვლები – სუფრაჟისტების,მეშახტეების და სხვა სოციალური ფენებისა. (ავტორი გენია.ჯი) ლეიბორისტები უინსტონს საპროტესტო გამოსვლების საშინელი მეთოდებით ჩახშობაში ადანაშაულებდნენ,ხოლო კონსერვატორები კი გაუბედავ მოქმედებებში სდებდნენ ბრალს. 1911 წლის 23 ოქტომბერს უინსტონი დიდი ბრიტანეთის პრემიერის – ჰერბერტ ჰენრი ასკვიტის მიერ ქვეყნის საადმირალოს პირველ ლორდად ინიშნება და შესაბამისად ტოვებს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს.თუმცა,მანამ,სანამ უინსტონი შ.ს.ს. მინისტრის პოსტს დაიკავებდა,მისმა წინამორბედმა მინისტრმა – ჰერბერტ გლადსტონმა უთხრა: “ყველაზე საპასუხისმგებლო ფუნქცია შინაგან საქმეთა მინისტრისა,გახლავთ კონტროლი საბრალდებო განაჩენებზე”. როგორც ცნობილია,იმ პერიოდში ქვეყანაში მოქმედებდა სიკვდილით დასჯა,რომელიც საბოლოოდ 1965 წელს იქნა გაუქმებული.აღნიშნული სიტყვები ჩერჩილის მიმართ იმიტომ იქნა ნათქვამი,რომ დიდ ბრიტანეთში “ბოლო სიტყვა” ამა თუ იმ სიკვდილმისჯილის სააპელაციოდ,სწორედ შ.ს.ს.-ს მინისტრს ევალებოდა.ამიტომ იყო,რომ უინსტონი დიდი და განსაკუთრებული პასუხისმგებლობის ქვეშ რომ მოექცა.მასზე იყო დამოკიდებული მრავალი ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლე.იმ თორმეტი თვის მანძილზე,რაც მას მინისტრის პოსტი ეკავა,ჩერჩილის ხელში გაიარა 43 სიკვდილმისჯილის საქმემ. (ავტორი გენია.ჯი) უინსტონის ვაჟი რანდოლფი,ამ საკითხის ირგვლივ იგონებდა: “მამა,ყოველთვის განსაკუთრებული გულისყურით უდგებოდა,თითოეული სიკვდილმისჯილის საქმეს.იგი გრძნობდა იმ უდიდეს პასუხისმგებლობას,რომელიც მთელი სისრულით იყო მის წინაშე წარმოდგენილი,რადგან,სწორედ მას უნდა გამოეტანა განაჩენი: ვის უნდა – ეცოცხლა და ვინ უნდა – მომკვდარიყო.თითოეულ ასეთ საქმეს დაწვრილებით სწავლობდა.თუკი რაიმე შეკითხვა გაუჩნდებოდა რომელიმე საქმის მიმართ,დაუყონებლივ მრჩევლებს დაეკითხებოდა აზრს.მას განაჩენი საკმაოდ ხანგრძლივი დასკვნების შედეგად გამოჰქონდა.თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას უკანასკნელ წუთამდე არ იღებდა,რადგან ყოველთვის ფიქრობდა,რომ ეგებ რაიმე ახალი ისეთი დეტალი გამოჩენილიყო საქმეში,ყველაფერი რომ დადებითისაკენ (სიცოცხლისაკენ) შემოებრუნებინა”. (ავტორი გენია.ჯი)
უინსტონ ჩერჩილს,როგორც ზემოთ ავღნიშნეთ,მისი მინისტრობისას 43 სიკვდილმისჯილის საქმის განხილვა მოუწია.მათ შორის გამამართლებელი განაჩენი 21-მა სიკვდილმისჯილმა მიიღო.როგორც ცნობილია,ჩერჩილი ყოველთვის გაურბოდა იმ პერიოდის შესახებ საუბარს და თავადაც არ უყვარდა მისი გახსენება.ერთ-ერთ ინტერვიუში კი განაცხადა კიდეც:
“ყველა იმ სამინისტროს შორის,სადაც კი ოდესმე მიმუშავია,შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაზე ნაკლებ სიმპათიას იწვევს ჩემში”. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. მიუხედავად ზემოთქმულისა,მას შემდეგ,რაც ჩერჩილი დიდი ბრიტანეთის პრემიერი გახდა,დიდ ბრიტანეთში “სიკვდილით დასჯა” მაინც არ გაუქმებულა.ის კი არა და,პიირიქით,ამის წინააღმდეგაც გამოდიოდა.”სიკვდილით დასჯა” დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობით,საბოლოოდ 1965 წელს გაუქმდა.