მარკუს ავრელიუს ანტონიუს ავგუსტუსის ბიოგრაფიიდან…
რომის იმპერიის ერთ-ერთი უდიდესი იმპერატორი - მარკუს ავრელიუსი,იმპერიას მართავდა 161-180 წლებში.მან უდიდესი სახელი მოიხვეჭა თავისი ფილოსოფიური ხედვებითა და კეთილშობილური საქციელებით მოსახლეობაში.მისი იმპერატორობის ხანა,სამუდამოდ შევიდა “ოქროს ასოებით” არა მარტო რომის ისტორიაში,არამედ მსოფლიო ისტორიაშიც კი.მიუხედავად იმისა,რომ უმეტესი დრო თავისი მმართველობისა სამხედრო ლაშქრობებში გაატარა,მაინც უდიდესი სახელი დაიგდო რომში.იგი არა მარტო იმპერატორი,არამედ შესანიშნავი ფილოსოფოსიც გახლდათ.მისი ინიციატივით იქნა დადგენილი გლადიატორების ბრძოლებში ჩვეულებრივი ჯარისკაცებად წაყვანა.იმპერატორის აზრით,ამ მოვლენით გლადიატორები უაზროდ სიკვდილსაგან მაინც აირიდებდნენ თავს.ავრელიუსმა,მათგან შესანიშნავი საბრძოლო რაზმები ჩამოაყალიბა.მისი ეს გადაწყვეტილება ბევრ რომაელ დიდგვაროვანს თვალში არ მოსდიოდა.თუმცა გამარჯვებული მაინც ავრელიუსი დარჩა,რადგან ის შედეგი რომელსაც რომი აღწევდა,ყველაზე მთავრი გახლდათ.იგი ძალიან გულმოწყალე იყო,მონებისა და ღარიბი მოსახლეობის მიმართ.გარდა ამისა,არანაირ ვერაგობას არ მიმართავდა ყველაზე სისხლისმიერი მტრების მიმართაც კი. (ავტორი გენია.ჯი) ზემოთ მოყვანილ მიზეზთა გამო,ავრელიუსის მტრები ჩუმ-ჩუმად ლაპარაკობდნენ,რომ იგი ნამდვილი – შეშლილი იყო.მაგრამ ავრელიუსი შეშლილი კი არა უდიდესი ჰუმანურობით,ჭკუითა და გონებით გამორჩეული იმპერატორი გახლდათ.მისი უმთავრესი ფილოსოფიური-სტოიკური ხედვა შედგებოდა შემდეგით: “ადამიანი არასოდეს არ უნდა წავიდეს,არანაირი პრობლემის გამო,თავისი სინდისის წინააღმდეგ”.ამიტომაც არის,მისი მმართველობის წლებს “ოქროს საუკუნედ” რომ მოიხსენიებენ დღემდე. (ავტორი გენია.ჯი) ავრელიუსისთვის ინტრიგა,ყოვლად მიუღებელი თვისება გახლდა.ყოველთვის მომხრე იყო კაცური,პირდაპირი ბრძოლისა.რომაელები იმასაც კი ფიქრობდნენ,რომ ავრელიუსის გარდაცვალების შემდეგ,გარდაცვლილის სული დაუბრუნდებოდა იმ ღმერთებს,რომლებმაც იგი დედამიწაზე მოავლინეს.აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ ქრისტიანობის გავრცელების შემდგომ რომაელებმა აბსოლიტურად ყველა ძეგლები გაანადგურეს,გარდა ერთადერთი ძეგლისა.ეს ძეგლი კი გახლდათ – მარკუს ავრელიუსის ცხენზე ამხედრებული ქანდაკება.აღნიშნული ძეგლი,დღესდღეობით,რომაული კულტურის ერთ-ერთი უძველესი ქმნილებაცაა.დიდი იმპერატორის მიერ დაწერილ დღიურში – “ფიქრები საკუთარ თავზე”,წერდა:
“დაე,ყველა შენი საქმეები ცხოვრებისა იყოს ისეთი,რომლებსაც მოისურვებ სიკვდილის წინ გასახსენებლად”. (ავტორი გენია.ჯი)