“ალექსანდრიის ბიბლიოთეკა” – (წარსულიდან მომავლისკენ)
ალექსანდრიის უძველესი და უნიკალური ბიბლიოთეკის დაარსება,ანტიკური ხანის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარი იყო კაცობრიობისა.იგი გახლდათ იმ პერიოდის მსოფლიოს ერთ-ერთი უმთავრესი საგანმანათლებლო ცენტრი.მისი დაარსება კი ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენდა ანტიკურ ეპოქაში მაცხოვრებელი ხალხის დიდი ცოდნის,სიბრძნისა და განათლებისა.მისი დაარსება ეგვიპტის მეფის – პტოლემეოს I-ის სახელს უკავშირდება ძვ.წ.აღ-ით III საუკუნეში.მისი შვილის პტოლემეოს II-ის მეფობის ხანაში,აღნიშნულ ბიბლიოთეკას უფრო მეტი დანიშნულება მიენიჭა,რის გამოც იგი უფრო გააფართოვეს და ათასობით წიგნით,ხელნაწერით და ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტებით გაამდიდრეს. (ავტორი გენია.ჯი) ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში 500,000 ხელნაწერი ინახებოდა და აქ შეიძლებოდა შეხვედროდით ისეთ ლეგენდარულ პიროვნებებს,როგორებიც იყვნენ: მათემატიკოსი ევკლიდე,ფილოლოგი არისტრაქე,გეოგრაფი და ისტორიკოსი სტრაბონი,მათემატიკოსი და მექანიკოსი არქიმედე,ასტრონომი ერატო სფენა,ასევე უამრავი ცნობილი მხატვრები და ლიტერატორები.მიუხედავად მრავალი ქარტეხილებისა და ამ უნიკალური ბიბლიოთეკის გადაწვისა,კაცობრიობას მაინც შემოგვრჩა ნაწილი ამ დიდებული ცოდნის წყაროდან.დაახლოებით 40 წლის წინ,ალექსანდრიის უნივერსიტეტის პროფესორების ინიციატივით,წამოვიდა იდეა,რომ აღედგინათ იგი თანამედროვე სახით.ამ იდეით დაინტერესდა “იუნესკო”,რომელთან ერთადაც ეს გრანდიოზული იდეა განხორციელდა.ეს ბიბლიოთეკა უნდა ყოფილიყო ერთგვარი რგოლი,რომელსაც წარსული მომავალთან უნდა დაეკავშირებინა.ეგვიპტის მთავრობისა და იუნესკოს დახმარებით ამ პროექტმა საერთაშორისო სახე მიიღო.აღსანიშნავია,რომ თანხები ეგვიპტის გარდა კიდევ თორმეტმა ქვეყანამ გამოყო.საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ პირველი ქვა 1988 წელს ჩაიდო საფუძველში.2002 წელს კი ეს დიდებული ბიბლიოთეკა მთელი თავისი ბრწყინვალებით წამოიმართა და გაიხსნა.მის გახსნას უამრავი ცნობილი ადამიანი და მთავრობის წევრი ესწრებოდა.ეს გიგანტური ბიბლიოთეკა აშენდა ბეტონის,ალუმინის,მინისა და გრანიტისაგან.შესაბამისად მიიღო თანამედროვე სახე.მისი საოცარი ფორმის სახურავი,ორი საფეხბურთო მოედნის ტოლ-სწორია.ამ ბიბლიოთეკას დღეს დღეობით ყველაზე დიდი სამკითხველო დარბაზი გააჩნია მსოფლიოში და თანამედროვე ტექნიკითა და აპარატურით არის მოწყობილი.მიუხედავად იმისა,რომ ალექსანდრიის უძველესი ბიბლიოთეკა საუკუნეების წინ განადგურდა,იგი ადამიანმა წარსულიდან მომავალში ისევ გადმოიტანა. (ავტორი გენია.ჯი)
ალექსანდრიის თანამედროვე ბიბლიოთეკა