ანდების ცელოქსილონი
ანდების ცელოქსილონი – წარმოადგენს პალმისებრთა ოჯახის ერთ-ერთ ყველაზე მაღალი სახეობის მცენარეს.იგი კოლომბიის ეროვნულ ხედ არის მიჩნეული და ხარობს,მხოლოდ და მხოლოდ კოლუმბიაში მდებარე კოკორას ხეობაში.ანდების ცელოქსილონი,ზღვის დონიდან 1800-2400 მეტრ სიმაღლეებზე გვხვდება დიდ ჯგუფებად.თავად კოკორას ხეობა გახლავთ “ლოს-ნევადოსის ეროვნული პარკის” ტერიტორია,რომლის ფართობი 60 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს და იგი განფენილია ქვეყნის ოთხი დეპარტამენტის – ტოლიმას,კალდასის,კინდიოსა და რისარალდას ტერიტორიებზე.იმის გამო,რომ აღნიშნული პარკი ზღვის დონიდან მაღლა მდებარეობს,იგი ყოველთვის დაფარულია ნისლითა და ღრუბლებით.სწორედ ამ მიზეზის გამოა,ანდების ცელოქსილონი მის ისედაც უნიკალური სილამაზის ლანდშაფტში,კიდევ უფრო ულამაზესი პეიზაჟის დამამშვენებელი რომ არის. (ავტორი გენია.ჯი) მცენარის სიცოცხლის ხანგრძლივობა 120 წლამდე მერყეობს.მისი სიმაღლე კი 50 მეტრამდეა.ტანის ლულას ცილინდრული ფორმა აქვს და როგორც წესი,იგი ნაწილობრივ დაფარულია საფარველით.პალმის ფოთლები მუქი-მწვანე ფერისაა.იმ პერიოდებში,როდესაც ელექროენერგია ჯერ კიდევ არ იყო კაცობრიობისათვის ცნობილი,ანდების ცელოქსილონის ცვილს,ადგილობრივები გამოიყენებდნენ სანთლების დასამზადებლად.გარდა ამისა,მისგან ამზადებდნენ საპონს.მცენარე გამიყენებოდა სახლების ასაგებადაც.ნაყოფით კი კვებავდნენ ღორებსა და მსხვილფეხა პირუტყვს.რეგიონში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ,მისი ტოტები და ფოთლები გამოიყენებოდა სხვადასხვა რელიგიური დღესასწაულების დროს.მაგალითად უფალი ჩვენი იესო ქრისტეს იერუსალიმში შესვლის თარიღის აღსანიშნავად.ანდების ცელოქსილონი,როგორც ზემოთ ავღნიშნეთ,მასიურად მოიხმარებოდა ადგილობრივი მოსახელობის მიერ,ამიტომ იგი გაქრობის ზღვარამდეც კი მივიდა.კოლუმბიის ხელისუფლებამ,მისი ეროვნული ხის გადასარჩენად შემოიღო სპეციალური კანონი,რომლის თანახმადაც კატეგორიულად აიკრძალა ხის მოჭრა-განადგურება.ამაში მხარი მთავრობას,კოლუმბიის კათოლიკურმა ეკლესიამაც აუბა.ანდების ცელოქსილონი,დღემდე კოკორას ხეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღირშესანიშნაობად მიიჩნევენ და მის სანახავად უამრავი ტურისტი ჩადის. (ავტორი გენია.ჯი)