Tag Archives: ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„არ უნდა მიაჩვიო, თორემ მოვალეობად გაგიხდიან”. – შტეფან ცვაიგი (მოუთმენლობა გულისა)

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„ – ასეა ჩვენი ცხოვრება, სანამ თვალი გიჭრის და მუხლში ძალა გერჩის, ყველას ქე უნდიხარ, მარა, თუ ღმერთი გაგიწყრა და წაიბორძიკე, კოჭლი ცხენივით ლუკმას დაგამადლიან”. – გრიგოლ ძოწენიძე (ბედთან თამაში)

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„ქალის ლამაზი სახე, აპრეხილი ცხვირი და ჩაჩუტული ლოყები ისევე არ გამოხატავს არაფერს, როგორც არ გამოხატავს ლამაზი ჩანჩქერი, თუ არ ჩქეფს”. – ანტონ ჩეხოვი (კუდიანი)

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„სათნოება? მორჩილება? გულმოწყალება? ეჰ, უმაგათოდაც შეიძლება იცხოვრო, უმაგათოდაც შეიძლება, მაგრამ შეუპოვრობის გარეშე კი არა”. – კარლოს ფუენტესი (არტემიო კრუსის სიკვდილი)

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„ადამიანები გაცილებით საშიშნი არიან, ვიდრე შხამი, არაყი და თამბაქო”. - ერიხ მარია რემარკი (სამი მეგობარი)

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„როდესაც ორდენებით მკერდდამშვენებულ კაცს ვხედავ, ვფიქრობ, ნეტავ, რამდენი საშინელების ჩადენის საფასურად მოიპოვა ეს ორდენები-მეთქი”. – რიუნოსკე აკუტაგავა (გენერალი)

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„ – ამხანაგებო! ღმერთს არ გაუჩენია არც ბატონი, არც ყმა, არც მონა, არც მდიდარი და არც ღარიბი. ყველა ეს ჩვენი გაჩენილია, ყველა ეს ჩვენი უგუნურობის ნაშობია…” – სოფრომ მგალობლიშვილი (და შეჰფიცეს)

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„ადამიანი თავის არსს უღალატებდა, რომ იძლეოდეს და ერთიორად დაბრუნების იმედი არა ჰქონდეს”. – ანა ანტონოვსკაია (დიდი მოურავი)

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„ – ქონებით კმაყოფილი არავინ გვინახავს, საკუთარი ჭკუით კი ყველა კმაყოფილია!” – ლევ ტოლსტოი

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„სახელი სჯობია ყველაფერს, შვილო!” – მიხეილ ჯავახიშვილი (კვაჭი კვაჭანტირაძე)