Tag Archives: ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

“ყველაფერი სიცრუეა,ყველაფერი ოცნებაა,ყველაფერი ისეთი არაა,როგორიც გეჩვენებათ.თქვენ გგონიათ ის საუცხოოდ შეკერილი სერთუკით მოსეირნე ვაჟბატონი მდიდარია?! არა,მხოლოდ ეს სერთუკია მისი მთელი ავლადიდება.იქნებ გგონიათ,რომ ორი ჩასუქებული კაცი,რომლებიც მშენებარე ეკლესიის წინ შეჩერებულან,მის არქიტექტურაზე მსჯელობენ?! არა,ისინი ერთმანეთის პირდაპირ უცნაურად ჩამომჯდარ ორ ყვავზე ლაპარაკობენ.

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

“სიკვდილის სხვადასხვა სახეობა არსებობს: ისეთი,როცა სხეული თვალსაჩინო რჩება და ისეთი,როცა ისიც უკვალოდ ქრება მისგან გარიდებულ სულთან ერთად.ეს უკანასკნელი ჩვეულებრივ ადამიანთა თვალთაგან შორს ხდება (ასეთია ღვთის ნება) და მაშინ,რაკი არ ვართ ადამიანის გარდაცვალების თვითმილველნი,ვამბობთ,რომ იგი დაიკარგა ან რომ შორეულ გზას დაადგა – და ასეც არის.

ამონარიდები დიდებული ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

“გასაკვირი არ არის,ამ ცხოვრებაში ვერავითარ ერთგულებას რომ ვერ ვპოულობთ,რადგან იგი ჩვენ მიერ შებღალული მიცვალებულთა და განსვენებულთა სულებთან გადაბარგდა”. – აპულეუსის გენიალური ქმნილებიდან – (ოქროს ვირი)

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„ – შენ,ჩემო ძმაო,კეთილი კაცი ეძებე. ახლა კეთილი ხალხი ძალიან იშვიათად შეგხვდება, ჩემო კარგო. კეთილი კაცი… ჩემო კარგო, დაგბანს, დაგაპურებს, წყურვილს მოგიკლავს, ჩემო კარგო… ზოგჯერ კი შენც კარგად ხედავ, რომ არც ოქრო-ვერცხლს მოაქვს კაცისათვის სიხარული, ჩემო კარგო… ერთი შესაბრალისი მაგალითი შენს წინაა; აი, როგორაა ქვეყანაზე, ჩემო კარგო…” – თედორე დოსტოევსკის რომანიდან – „ორეული”

ალექსანდრე დიუმას რომანიდან – „სამი მუშკეტერი”

„დამიჯერეთ, კარგად დამალეთ თქვენი ჭრილობანი. დუმილი უკანასკნელი შვებაა უბედურთა. ფრთხილად იყავით, არავის დაანახვოთ კვალი თქვენი მწუხარებისა, არავის, ვინც უნდა იყოს! ცნობისმოყვარენი ისე ტკბებიან ჩვენი ცრემლებით, როგორც ბუზები დაჭრილი ირმის სისხლით”.

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

1. „ადამიანი იმიტომ არის ადამიანი, რომ შეცდომა მისი წესია, უამისოდ კაცი ღმერთი იქნებოდა!” – ალექსანდრე ყაზბეგი (მოძღვარი)

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

” – კუჭი რომ არ ჰქონდეს კაცს,ქვეყნის მშვიდობას ძაღლი ვერ დაუყეფდა! არ დაყეფდა! ვერ გაბედავდა!.. კუჭი დააწანწალებს კაცს ქვეყნის კიდიდან კიდემდე! ქვეყანაზე კუჭი რომ არ მამაძაღლობდეს,სიცოცხლეზე ლამაზი არაფერი იქნება!”

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„ცხოვრებაა მძიმე, ძნელი, გაუტანელი და, რომ გადარჩე, იმასაც მოეჭიდები, რაც ჟრუანტელსა გგვრის.

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„ერთხელ, თურმე ორი დიდი ხნის უნახავი მეგობარი შეხვდა ერთმანეთს, ერთი დაღვრემილი, მეორე – მხიარული.

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

“როცა ვინმე კვდება,ყველას მოიცავს რაღაც განცვიფრება,იმდენად ძნელი მისაწვდომია არარაობის დადგომა,იმდენად ძნელია მისი დაჯერება”. – გუსტავ ფლობერი (მადამ ბოვარი)