Tag Archives: ამონარიდები ნოდარ შამანაძის მოთხრობიდან – „გატეხილი სეიფი”
ამონარიდები ნოდარ შამანაძის მოთხრობებიდან…
„ – შვილო, ბრძენი კაცის ნათქვამია, ტანსაცმელს სიახლიდან გაუფრთხილდი, სახელს და პატიოსნებას ბავშვობიდანო”. – (პურადი კაცი)
ამონარიდები ნოდარ შამანაძის მოთხრობიდან – „გაქცევა”
„ – ერთ რამეს გეტყვი და კარგად დაიმახსოვრე: სამი რამეა ამ ქვეყნად ყველაზე საშიში: ცეცხლი, წყალი და ქალი. ცეცხლი დაგწვავს, წყალი დაგახრჩობს, ქალს კი შეუძლია კიდეც დაგწვას, კიდეც დაგახრჩოს!”
ამონარიდები ნოდარ შამანაძის მოთხრობიდან – „გატეხილი სეიფი”
„ – ხანდახან ვნანობ, სწავლის გზა რომ ავირჩიე და წიგნქექაობა ხელობად გავიხადე. მიჯობდა ბუხართან მივმჯდარიყავი და ნაცრის ქექვა დამეწყო. დღეებსაც გავაცუცურაგებდი და წუთისოფელსაც მოვჭამდი უდარდელად, ხალისიანად”.