Tag Archives: გამოგონება

მიუზლეს შესახებ…

მიუზლე (ფრანგული სიტყვაა და აღნიშნავს –  ”ალიკაპის დაყენებას”) – წარმოადგენს მავთულს,რომელიც აკავებს ცქრიალა და შუშხუნა ღვინოების,ანუ შამპანურის ბოთლის საცობს.

საფეხმავლო გადასასვლელის – “ზებრას” შესახებ…

გზებზე განთავსებულ საფეხმავლო გადასასვლელებს კაცობრიობა უძველესი ეპოქებიდან იყენებდა.თუმცა თანამედროვე საფეხმავლო გადასასვლელები,რომლებსაც – “ზებრას” სახელით მოიხსენიებენ,მხოლოდ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში გამოჩნდა.

მარგარინის წარმოშობის ისტორია…

მარგარინი – წარმოადგენს კარაქის მსგავს საკვებ ცხიმეულს,რომელიც მზადდება სხვადასხვა სახეობის მოდიფიცირებული ცხოველური ცხიმისა და მცენარეული ზეთის ერთმანეთში შერევის შედეგად.სახელწოდება  - მარგარინი,ხმარებაში 1813 წლიდან შემოვიდა.სწორედ ამ წელს აღმოაჩინა გამოჩენილმა ფრანგმა ქიმიკოსმა და ორგანული ქიმიის სამეცნიერო ანალიზის მეთოდის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა – მიშელ ეჟენ შევრიოლმა (1786-1889 წლები) – “მარგარინის მჟავა”.

“საფეხბურთო ბუცების” გამოგონების ისტორიიდან…

“საფეხბურთო ბუცი” – წარმოადგენს მისი უდიდებულესობა – “ფეხბურთის” თამაშისათვის აუცილებელ სპეციალურ ფეხსაცმელს (ძირითადად ტყავის),რომლის უმთავრესი განმასხავებელი ნიშანი სხვა ჩვეულებრივი სპორტული ფეხსაცმელისაგან არის მის ძირზე განთავსებული სხვადასხვა ფორმისა და რაოდენობის შიპები.

ფილიპ ჰენრი გოსე – (აკვარიუმის გამომგონებელი)

ფილიპ ჰენრი გოსე – დაიბადა 1810 წლის 6 აპრილს ინგლისში მდებარე ვუსტერშირის საგრაფოს ქალაქ ვუსტერში.იგი წარმოადგენდა ცნობილ ინგლისელ ნატურალისტსა და ბუნებისმეტყველების პოპულარიზატორს,რომლის სახელთანაც ასოცირდება თანამედროვე აკვარიუმის გამოგონება.

“კონდიციონერის” გამოგონების ისტორიიდან…

1735 წელს ინგლისის პარლამენტში,ისტორიაში პირველად დამონტაჟებული იქნა მექანიკური მოწყობილობა,რომელიც მოძრაობაში ორთქლის ძრავას მოჰყავდა.ამ მოწყობილობას იმთავითვე - ”ვენტილატორი” უწოდეს. 1810 წელს ლონდონის ერთ-ერთ საავადმყოფოში სამეცნიერო გათვლებისათვის დაამონტაჟეს სავინტილაციო სისტემა.

ჯონ ლოგი ბერდის ბიოგრაფიიდან…

ჯონ ლოგი ბერდი (1888-1946 წლები) – გახლდათ ის დიდი შოტლანდიელი ინჟინერი,რომელმაც საკუთარი სახელი უკვდავყო,როგორც უდიდესმა გამომგონებელმა და ისეთი ინოვაციის დამნერგმა მსოფლიოში,რასაც – მექანიკური სატელევიზიო სისტემის შექმნა ჰქვია.

პატრიცია ბათი – “მხედველობით დამსაჩუქრებელი”

პატრიცია ბათი - გახლავთ პროფესიით ოფთალმოლოგი,ამერიკის შეერთებული შტატების მეგაპოლისიდან – ნიუ-იორკიდან (შემდეგ ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად).

“პირველი ტურისტული კომპანიის დამაარსებელი”

მსოფლიო ისტორიაში პირველი “ტურისტული კომპანიის” დამაარსებელი გახლავთ ცნობილი ინგლისელი მეწარმე და ბიზნესმენი - თომას კუკი (1808-1892 წლები).

პირველი “ღია საფოსტო ბარათის” დასაბამი…

პირველი ღია ტექსტით დაწერილ საფოსტო ბარათს (კონვერტის გარეშე), რეკომენდაცია 1865 წლის 30 ნოემბერს გერმანელმა – ჰენრიხ ფონ შტეფანმა გაუწია.იგი იმ პერიოდისათვის ჩრდილოგერმანული საფოსტო კავშირის გენერალური დირექტორი გახლდათ.