Tag Archives: განათლება

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

დაასახელეთ იმ გენიალური ფრანგი მხატვრის ვინაობა,რომელიც თავისი ხელოვნებით თავგამოდებით ებრძოდა ბურბონთა დინასტიის ერთ-ერთ სულთამხუთავ გოლიათ მეფეს და რომლის ნეშთისთვისაც (გარდაცვალების შემდგომ) აღნიშნული ქმედების გამო საფრანგეთის მიწა არ გაიმეტეს!

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

ერთ–ერთი გენიალური სლავი მწერალი წერდა: “უნდა წერო მხოლოდ მაშინ,როცა ყოველთვის,რამდენჯერაც ჩააწობ კალამს მელანში,სამელნეში ჩატოვებ საკუთარი ხორცის ნაგლეჯს…” – დაასახელეთ ამ დიდებული სიტყვების ავტორი?

რაში სდებდა ბრალს რობერტ სოუთი ჯორჯ გორდონ ბაირონს?

როგორც ცნობილია,გამოჩენილ ინგლისელ რომანტიკოს პოეტს – რობერტ სოუთს (1774–1843 წლები) ერთობ დაძაბული ურთიერთობა, და შეიძლება ითქვას,მტრული დამოკიდებულებაც კი გააჩნდა გენიალურ ინგლისელ რომანტიკოს პოეტთან – ჯორჯ გორდონ ბაირონთან (1788–1824 წლები).

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

დაასახელეთ, ძვ.წ.აღ–ით ΙΙ საუკუნეში მოღვაწე იმ გენიალური ჩინელი კონფუციანელი ფილოსოფოსისა და მოაზროვნის  ვინაობა,რომელსაც – “ხანის ეპოქის კონფუცად” მოიხსენიებენ დღემდე.

კამილო ხოსე სელას მეტად საინტერესო “ავტობიოგრაფია”

მე დავიბადე დიდი ხნის წინათ ირია–ფლავიაში,რომელიც ოდესღაც ძველი რომაელების ფორპოსტი იყო კელტური დასავლეთის მეშვიდე ქვეყანაში.იქიდან მოყოლებული დღემდე ხან სად ვცხოვრობ და ხან სად, და ეს ძალიან ხელსაყრელია ჩემთვის.მრავალფეროვნებისათვის ერთხელ ვიომე,ორჯერ დავქორწინდი,ერთ ვაჟიშვილს მივანიჭე სიცოცხლე და ერთი ოცი ცალი წიგნიც გამოვეცი.

ეჟენ დელაკრუა – “ეპიზოდი”

როგორც ცნობილია,გარდა ხალასი იუმორის გრძნობისა,ფრანგული რომანტიზმის ფუძემდებელი ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი – ფერდინან ვიქტორ ეჟენ დელაკრუა (1798–1863 წლები),ერთობ ცნობისმოყვარე და მახვილგონიერი დიდოსტატიც გახლდათ.

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

როგორც ცნობილია,გენიალურ იტალიელ ფერმწერსა და მოქანდაკეს – მიქელანჯელო ბუონაროტის,რომის პაპების წინაშე მეტად ამაყად ეჭირა თავი,თუმცა–კი,ქალის წინაშე იგი ბავშვივით მორცხვი ხდებოდა.

ფირდოუსის შესახებ…

“დიდება ლომის ხახაშიც რომ გეგულებოდეს,მიდი,გაბედე,ლომს შეები და ამოაცალეო”, – წერდა უზარმაზარი და ხელთუქმნელი ძეგლის – “შაჰ–ნამე”–ს გენიალური სპარსი ავტორი – ფირდოუსი (940–1029 წლები).

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

ძვ.წ.აღ–ით V საუკუნის ერთ–ერთმა ყველაზე სახელოვანმა ძველ ბერძენმა მოქანდაკემ და მხატვარმა – პოლიგნოტმა, “ოდისევსის” ქანდაკების დამზადებისათვის გასამრჯელოს მიღებაზე კატეგორიული უარი განუცხადა ათენის ხელისუფალთ.

კლელია გარიბალდი – “ეპიზოდი”

კლელია გარიბალდი (1867–1959 წლები) – წარმოადგენდა იტალიის ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერისა და სახალხო გმირის – ჯუზეპე გარიბალდის ქალიშვილს.