Tag Archives: გეოგრაფია

კუექსკომატე

კუექსკომატე – წარმოადგენს მექსიკის ქალაქ პუებლაში განთავსებულ გეიზერს,რომელსაც შეცდომით მსოფლიოში არსებულ ყველაზე პატარა მოცულობის მქონე ვულკანად მოიხსენიებენ.უტო-აცტეკურ ენათა ოჯახის ნაჰაუს შტოს ერთ-ერთი ენიდან – ნაუატლიდან თარგმანით,- კუექსკომატე – “თიხის ქოთანს” აღნიშნავს.

ნონგ ჰან კუმპავაპის ტბა

ნონგ ჰან კუმპავაპის ტბა – წარმოადგენს ტაილანდის ჩრდილო-აღმოსავლეთით უდონ ტანის პროვინციაში განთავსებულ მილიონობით ვარდისფერი ლოტოსით მოფენილ ერთერთ ულამაზეს წყალსაცავს,რომელსაც ადგილობრივები ზედსახელად “წითელი ლოტოსების ზღვას” უწოდებენ.

მაჩაპუჩარე

მაჩაპუჩარე – წარმოადგენს ჰიმალაის მთებში (ნეპალი) განთავსებული ანაპურნას მთის მასივის ერთ-ერთი ზღაპრული სილამაზის მქონე მთას, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან – 6 998 მეტრია.

ჩაგანის ტბა – (ატომური ტბა)

ჩაგანის ტბა – წარმოადგენს ცენტრალურ აზიაში განთავსებული ტრანსკონტინენტურ ქვეყანაში – ყაზახეთის რესპუბლიკაში,კერძოდ სემიპალატინსკის პოლიგონის ტერიტორიაზე არსებულ ტბას,რომელიც ხელოვნურად წარმოიქმნა პროექტ “ჩაგანის” – ფარგლებში 1965 წლის 15 აინვარს განხორციელებული 170 კილოტონის სიმძლავრის მქონე თერმობირთვული აფეთქების შედეგად.

კუნძული ჯურა

ჯურა – წარმოადგენს შოტლანდიის დასავლეთით,შიდა ჰებრიდის არქიპელაგში (ატლანტის ოკეანე) შემავალ კუნძულს,რომლის სრული ფართობი 367 კვადრატულ კიკლომეტრს შეადგენს.

ტურგჰატენი

ტურგჰატენი (ასევე შესაძლოა მოვიხსენიოთ,როგორც – ტორგჰატენი) – წარმოადგენს კუნძულ ტურგეტზე განთავსებულ იმ მთას,რომელმაც სახელი გაითქვა მის ცენტრალურ ნაწილში გამავალი მეტად უცნაური ხვრელით (გვირაბით).

აპალაჩიკოლა

აპალაჩიკოლა – წარმოადგენს აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში,კერძოდ,ფლორიდის შტატში განთავსებულ მდინარეს,რომელიც სათავეს იღებს მდინარეების – ჩუტაჰუჩისა და ფლინტის შესართავთან.

“თორმეტი მოციქული”

“თორმეტი მოციქული” – წარმოადგენს რვა კლდისაგან შემდგარ ჯგუფს,რომლებიც განთავსებული არიან ვიქტორიას შტატში (ავსტრალია) მდებარე პორტ-კემბელის ეროვნული პარკის ტერიტორიის სანაპიროზე.

ჰენგიფოსის ჩანჩქერი

ჰენგიფოსი – წარმოადგენს ფლოტსდალსჰრეპიურის მუნიციპალიტეტში განთავსებულ მდინარე ჰენგიფოსაუზე არსებულ ჩანჩქერს,რომელიც წყალვარდნილის სიმაღლის მიხედვით “ყინულოვანი ქვეყნის” (ასეთი სახელით მოიხსენიებენ ისლანდიას) რიგით მესამე ჩანჩქერია.

მაიას მთები

მაიას მთები – წარმოადგენს ცენტრალურ ამერიკაში მდებარე – ბელიზსა და გვატემალას რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში განთავსებულ მთის მასივს,რომელიც გადაჭიმულია მესოამერიკის გეოგრაფიულ  რეგიონში წარმოდგენილ პატენის აუზის დასავლეთ ნაწილსა და კარიბის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროებს შორის არსებულ ტერიტორიებზე.