Tag Archives: დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან…

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

როგორც ცნობილია,ისტორიკოსთა დიდი ნაწილი პირველი მსოფლიო ომის გაჩაღებაში იმთავითვე გერმანიის უკანასკნელ იმპერატორს – ვილჰელმ II-ს სდებდა ბრალს.ისტორიკოსებს არც პოლიტიკოსები ჩამორჩნენ და 1919 წელს მიღებულ ვერსალის სამშვიდობო ხელშეკრულებაში ჩაწერეს,რომ პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთი უმთავრესი ინიციატორი – ვილჰელმ II იყო.

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

ვაშინგტონის ცენტრში განთავსებული აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციის მოპირდაპირე მხარეს,პატარა,თუმცა ძალიან ლამაზი სკვერია გაშენებული.სკვერში აღმართულია ცხენზე ამხედრებული ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-17 პრეზიდენტის – ენდრიუ ჯექსონის ძეგლი.

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

ალბათ ყველას მიგვიქცევია ყურადღება იმაზე,რომ ახლად შეძენილ ტანისამოსს ყოველთვის თან მოჰყვება ისეთივე ქსოვილის პატარა ნაჭერი ფოლაქთან ერთად (ქვემოთ განთავსებული ფოტო),როგორი ქსოვილითაც არის იგი დამზადებული.

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

დაასახელეთ,რატომ ეწოდა გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორისა და ვენის კლასიკური სკოლის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის – ფრანც იოზეფ ჰაიდნის (1732-1809 წლები) მიერ 1791 წელს დაწერილ “96-ე სიმფონიას” – “სასწაული”?

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

დაასახელეთ,რა წარწერა იყო ამოტვიფრული გენიალური ძველ ბერძენი მათემატიკოსისა და ფილოსოფოსის – პითაგორას (ძვ.წ.ა-ით 580-500 წლები) ბეჭედზე?

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

დაასახელეთ ამერიკის შეერთებული შტატების იმ პრეზიდენტის ვინაობა,რომელზედაც დადიოდა ხმები იმის შესახებ,რომ თითქოს მან გენიალური ინგლისელი დრამატურგის – უილიამ შექსპირის სახლ-მუზეუმში ექსკურსიის დროს ამ უდიდესი დრამატურგის პირადი სკამის ნაწილი მოიპარა?

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

დაასახელეთ,რა უწოდა გამოჩენილმა რუსმა მწერალმა – ივანე ტურგენევმა ფრანგი მონარქისტის – ჟორჟ შარლ დანტესის მიერ ახალი რუსული ლიტერატურის ფუძემდებლის – ალექსანდრე პუშკინისათვის დუელში მიყენებულ ჭრილობას?

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

1203 წელს საქართველოში ჩამოვიდნენ და თამარ-მეფეს ეწვივნენ საზღვარგარეთის ქართულ სავანე-მონასტრებში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირები.იერად არამიწიერმა ქართველმა დედოფალმა დიდის ამბით მიიღო ისინი,”მრავალ დღე არა გაუშვნა”,ხოლო როდესაც გაუშვა,ყოველ მათგანს “მისცა დიდძალი ოქრო,თვით მათთვის და ყოველთა მონასტერთა განსაყოფელად”.

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

დაასახელეთ,რა იყო მიზეზი იმ უკიდურესი განრისხებისა,რის გამოც ალექსანდრე მაკედონელმა ჯალათებს ჯვარზე გააკვრევინა თავისი საყვარელი ექიმი – გლავკე?

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

დაასახელეთ იმ პირველი მცენარის სახეობა,რომელიც იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ატომური დაბომბვის შემდგომ პერიოდში აყვავილდა.