Tag Archives: დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან…

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

როგორც ცნობილია,ლევ ტოლსტოიმ თავის ერთ-ერთ საჯარო მიმართვაში შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის იმპერატორს – ნიკოლოზ II-ს.როგორც წესი,ასეთი სახის ქმედება რუსეთის იმპერიაში,მინიმუმ,კატორღით ისჯებოდა.მეფისა და რწმენის წინააღმდეგ ამბოხში დადანაშაულებული მწერლის დასჯა ნიკოლოზისაგან რამდენიმე გავლენიანმა მინისტრმა მოითხოვა.დაასახელეთ,რა პასუხი გასცა იმპერატორმა თვის ქვეშევრდომებს ლევ ტოლსტოის დასჯის მოთხოვნაზე?

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

როგორც ცნობილია,ვიქტორიანული ერის ერთ-ერთ უდიდეს ინგლისელ მწერალსა და რომანისტს – ჩარლზ დიკენსს (1812-1870 წლები) ძალიან ებრალებოდა “მსუბუქი ყოფაქცევის ქალები” და ხშირად ეხმარებოდა კიდეც მათ,როგორც ფინანსურად,ასევე მორალურადაც.თუმცა ამ ქმედებებიდან საზოგადოების განსაკუთრებული მხარდაჭერა და მოწონება მაინც დიკენსის ერთ შესანიშნავ ქმედებას ხვდა წილად.დაასახელეთ,რა სიკეთე გაუკეთა “მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს” დიკენსმა ისეთი,რამაც იგი კიდევ უფრო სახელოვან ადამიანად აქცია ინგლისში?

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

ოფიციალური მონაცემების თანახმად,1881 – 1951 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში “ლინჩის წესით” გასამართლების 4 730 შემთხვევა დაფიქსირდა.ამ უსასტიკესი და არადამიანური მეთოდით დასჯილი იქნა 3 656 შავკანიანი და 1 074 თეთრკანიანი ადამიანი.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ქვეყანაში “ლინჩის წესით” ხალხის დასჯას ათწლეულების განმავლობაში სრული გულგრილობით ეკიდებოდა აშშ-ის კონგრესი.თუმცა,როგორც ხდება ხოლმე,კონგრესმა დიდი ხნის დაგვიანებით,მაგრამ მაინც,ოფიციალურად მოიხადა ბოდიში თავისი უმოქმედობისა და გულგრილობის გამო.

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გასტროლებზე მყოფ ვირტუოზ იტალიელ მევიოლინეს – ნიკოლო პაგანინის (1782-1840 წლები) ავსტრიული ჟურნალ-გაზეთები სხვადასხვა უმძიმეს დანაშაულებებში სდებდნენ ბრალს.ერთ-ერთი ავსტრიული რელიგიური გაზეთი პროტესტის ნიშნად,მისი სახელისა და გვარის გამოქვეყნებასაც კი ერიდებოდა და მხოლოდ პაგანინის მიერ “ჩადენილი” ცოდვებით მიანიშნებდა მკითხველს თუ ვის ეძღვნებოდა გაზეთში გამოქვეყნებული სტატია.

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

1610 წლის აგვისტოს ნათელ ღამეს გენიალურმა იტალიელმა ასტრონომმა,ფიზიკოსმა და ფილოსოფოსმა – გალილეო გალილეიმ ფლორენციაში ტელესკოპი ცისკენ მიმართა და მის მიერ ცაზე შემჩნეული და პირველად აღმოჩენილი მოვლენა შემდეგი ლათინური ასოებით აღწერა: “Smaismrmilmepoetalevmibunenugttaviras”.მეცნიერები დაინტერესდნენ და ამ გამოცანის დაფარული აზრის გასაგებად შეუდგნენ ასოების აქეთ-იქით გადაადგილებას და სიტყვებად დაჯგუფებას.თუმცა გალილეოს აღნიშნული გამოცანა მაინც ვერავინ ამოხსნა.რამდენიმე მეცნიერმა ისიც კი განაცხადა,რომ “ვინც გამოცანა შეადგინა,მანვე აგვიხსნასო”.დაასახელეთ,რა დაინახა გალილეომ ცის ტატნობზე ტელესკოპით და რას გადმოგვცემდა მის მიერ ზემოაღნიშნული ლათინური სიტყვების არსი? – (ავტორი გენია.ჯი)

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

როგორც ცნობილია,წყნარი ოკეანის კუნძულებზე მაცხოვრებელი ხალხი – პოლინეზიელები,ღუმელს,სახელდახელოდ,მიწისგან ამზადებდნენ.დაასახელეთ,პოლინეზიური მიწის ღუმელის სახელწოდება.

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,თავისი სასტიკი ბუნებით სახელგანთქმულ ესპანური ინკვიზიციის ერთ-ერთ უმთავრეს დამაარსებელსა და ესპანეთის პირველ “დიდ ინკვიზიტორს” – თომას დე ტორკვემადას (1420-1498 წლები),რომლის უშუალო ბრძანებითაც 10 220 ადამიანი იქნა კოცონზე ცოცხლად დამწვარი და კიდევ უფრო მეტი ნაწამები,განსაკუთრებულად სძულდა მავრიტანიული წარმომავლობის მქონე ხალხი – მავრები,რომლებიც ათიათასობით ებრაელთან ერთად ესპანეთიდან განდევნა.დაასახელეთ ის მიზეზი,თუ რატომ სძულდა უსასტიკეს ჯალათს – ტორკვემადას განსაკუთრებით – მავრები?

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში ყოველი ადამიანი,რომელსაც პედაგოგი ჰქვია,უცილებლად ფლობს ერთ-ერთ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის ხელოვნებას.ის,ვისაც პედაგოგად სურს მუშაობის დაწყება,იმ შემთხვევაში თუკი აღნიშნულ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა არ იცის,პედაგოგად მუშაობის დაწყების არავითარი შანსი არ გააჩნია.დაასახელეთ,რომელი ეგრეთ წოდებული – “ეროვნულ ინსტრუმენტის” დაკვრის ცოდნაა სავალდებულო ჩრდილო კორეელი პედაგოგებისათვის?

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

როგორც ცნობილია,გერმანელი ფაშისტების მიერ პოლონეთის ოკუპაციამდე პერიოდში (1939 წელი),პოლონეთის უმაღლესი ხელისუფლება ყველაზე დიდ მოწინააღმდეგედ – საბჭოთა კავშირს მიიჩნევდა,ხოლო გერმანელ ფაშისტებთან კი უპირატესობას მოლაპარაკების გამართავს ანიჭებდა.იმ პერიოდში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს წარმოადგენდა – იუზეფ ბეკი (1894-1944 წლები),რომელმაც აღნიშნული საკითხის შესახებ შემდეგი სახის განცხადება გააკეთა: “თუკი პოლონეთის ოკუპაციას გერმანელები მოახდენენ,ჩვენ დავკარგავთ ………,ხოლო თუკი პოლონეთს ხელში ჩაიგდებს საბჭოთა კავშირი,მაშინ ჩვენ დავკარგავთ …..”.დაასახელეთ,რის დაკარგვას გულისხმობდა იუზეფ ბეკი ზემოთ მოყვანილ შემთხვევებში?

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

როგორც ცნობილია,რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე II-მ თავის ერთ-ერთ საყვარელს – გრიგოლ ორლოვს მარმარილოს ძვირფასი სასახლე აუგო,რომლის ფრონტონზეც (შენობის ფასადი) ოსტატებს წარწერა გააკეთებინა.დაასახელეთ,რა წარწერა გააკეთებინა ეკატერინემ ოსტატებს თავისი “ფავორიტის” სასახლის ფასადზე?