Tag Archives: დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან…

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

მას შემდეგ,რაც დიდი ფრანგი მწერალი – ანრი მარი ბეილი (1783-1842 წლები),იგივე – სტენდალი,დაინტერესდა თუ როგორი წარმატება ხვდა წილად თავის ერთ-ერთ ნაწარმოებს,გამომცემლისაგან შემდეგი პასუხი მოისმინა: “შეგიძლია წმინდა წიგნი უწოდო კაცმა,რადგან ძეხორციელი ვერა ბედავს მის ხელის ხლებას” (ცნობისათვის,რამდენიმე წლის განმავლობაში აღნიშნული ნაწარმოების სულ რაღაც – 27 ეგზემპლარი გაიყიდა).დაასახელეთ,სტენდალის რომელი ნაწარმოების შესახებ გასცა ავტორს ასეთი ცინიკური პასუხი გამომცემელმა?!

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

დაასახელეთ,რას ეძახდა პერუში მაცხოვრებელი ინკების გაბატონებული გვარი საკუთარ თავს?

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

დაასახელეთ,რა კატეგორიის ხალხისათვის დააარსა დახმარების ფონდი აღორძინების ხანის ერთ-ერთმა ინტელექტუალმა ვენეციელმა პოეტმა ქალმა – ვერონიკა ფრანკომ (1546-1591 წლები)?