Tag Archives: ეს საინტერესოა

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი “მეგობრების შესახებ”…

გენიალური გერმანელი კომპოზიტორი,დირიჟორი და პიანისტი - ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი (1770-1827 წლები),მიუხედავად მისი მძიმე ხასიათისა,მეგობრების მიმართ მართლაც სამაგალითო პიროვნება გახლდათ,რასაც თავისი სამეგობრო წრე აღიარებდა კიდეც და ამბობდნენ,რომ ლუდვიგი საკმაოდ კეთილშობილი პიროვნება იყო და არასოდეს ამბობდა უარს მეგობარს დახმარებოდა.

ეტორე ბუგატი – კომპანია “Bugatti”-ის დამაარსებელი…

ეტორე ბუგატი დაიბადა 1881 წლის 15 სექტემბერს მილანში.იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი კონსტრუქტორი და მრეწველი,რომლის სახელთანაც ასოცირდება ყველასათვის ცნობილი და საუკეთესო საავტომობილო კომპანიის “Bugatti”-ის დაარსება.

“ილიადა” და “ოდისეა” – დავა მათი წარმოშობის შესახებ…

ჰომეროსის გენიალური პოემები “ილიადა” და “ოდისეა”,მრავალი დავის საგანი გამხდარა ისტორიკოსებსა და მეცნიერებს შორის.ბევრს თუ ეჭვი არ ეპარებოდა იმაში,რომ აღნიშნული პოემები ჰომეროსის შემოქმედება იყო,ბევრს ეჭვი შეჰქონდა იმაში,რომ აღნიშნული პოემების ავტორი ჰომეროსი გახლდათ.

ქართველი ინტელიგენციის “მოსანანიებელი სიტყვა” ვაჟას წინაშე…

“ჩვენ,ქართველები,ოინის ხალხი ვართ,ან ჩვენ ვხუჭავთ თვალებს,ან სხვები გვგონია თვალხუჭულა.ნუთუ არ უნდა გვრცხვენოდეს ჩვენი თავისა? მთელი ოცდახუთი,ოცდაათი წლის განმავლობაში მარტოკა ახლა აღირსეს ტკბილი სიტყვა და თბილი ლუკმა,თითქოს იგრძნეს (თუ ვიგრძენით),რომ ჩქარა უნდა მომკვდარიყო და მშობლიური მზრუნველობა აღმოუჩინეს,საავადმყოფოში მოათავსეს…

“სიბრძნის წუთი”

ადამიანი,რომელიც გამუდმებით ყველასთან აკრიტიკებდა კაცთა მოდგმის თითოეულ წარმომადგენელს,ერთ დღეს ბრძენ კაცს გადაეყარა,რა დროსაც ისევე როგორც სხვებთან,მასთანაც გააკრიტიკა ადამიანები.ბრძენმა მოისმინა რა მისი შეფასება,მცირეოდენი დუმილის შემდეგ მას ასეთი რჩევა მისცა:

ჰაროლდ პინტერის წიგნიდან – “ხელოვნება,ჭეშმარიტება და პოლიტიკა”

ჰაროლდ პინტერი (1930-2008 წლები) – წარმოადგენდა იმ ერთ-ერთ უდიდეს ბრიტანელ დრამატურგს,საზოგადო მოღვაწესა და “ნობელის პრემიის” ლაურეატს ლიტერატურის დარგში,რომელიც უმკაცრესი კრიტიკით გამოირჩეოდა ბრიტანული და ამერიკული პოლიტიკის წინააღმდეგ. (ავტორი გენია.ჯი) 

იმრე კერტესის ნააზრევი…

იმრე კერტესი წარმოადგენს დიდ უნგრელ მწერალსა და “ნობელის პრემიის” ლაურეატს ლიტერატურაში,რომელსაც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე,მძიმე გამოცდის ჩაბარება მოუწია (მეორე მსოფლიო ომის დროს დატუსაღებული გახლდათ,რა დროსაც ურთულესი პერიოდი გაიარა ოსვენციმისა და ბუხენვალდის “სიკვდილის ბანაკებში”).

საქართველოს და ქართველების შესახებ წერდნენ…

„ჩემო მკითხველო, თუ საქართველო საკადრისად მაინც ვერ დაგიხატე, გაიხსენე ირლანდიაც, იტალიაც, ჰოლანდიაც, ავსტრიაც და შვეიცარიაც…

ულრიხ ფონ ჰუტენი – “რომის” შესახებ…

დიდი გერმანელი ჰუმანისტი,განმანათლებელი,”ბნელი ადამიანების წერილების” ავტორი და მოწინავე აზრის მამაცი რაინდი - ულრიხ ფონ ჰუტენი (1488-1523 წლები),რომის შესახებ საკმაოდ საინტერესო თეზისებს აყალიბებდა:

ლეონ ბატისტა ალბერტი – “ღმერთის და ადამიანის” შესახებ…

“ბუნებამ,იგივე ღმერთმა – ადამიანში ჩადო ისეთი ღვთაებრივი და ზეციური ელემენტები,ისეთი შეუდარებლად ლამაზი და კეთილშობილი გრძნობები,თავად სიკვდილსაც,რომ აღემატება კიდეც.