Tag Archives: ეს საინტერესოა

სემიუელ მორზე – „ეპიზოდი”

„მორზეს ანბანისა” და „მორზეს აპარატად” წოდებული ელექტრომაგნიტური მბეჭდავი ტელეგრაფის ამერიკელი გამომგონებლის – სემიუელ ფინლი ბლიზ მორზეს (1791-1872 წლები) პოლიტიკური კარიერა მისივე არამართებული მსოფლმხედველობის გამო ერთობ წარუმატებლად იქნა დასრულებული.

ქოქოსის პალმის შესახებ…

„ზარმაცების ხე”. – ასე მოიხსენიებდნენ ტროპიკულ სარტყელში მზარდ უგემრიელესი ნაყოფის მქონე მრავალწლოვან მარადმწვანე მცენარეს – ქოქოსის პალმას XIX საუკუნეში ევროპელი კათოლიკე მისიონერები.

„უტოპიური მსჯავრი”

1591 წლის 15 მაისს, დილის 12 საათზე, რუსეთის დედა-დედოფლის – მარია ნეგაიასა და მისი ძმების ბრძანებით, ქალაქ უგლიჩში არსებული მაცხოვრის ფერიცვალების ტაძრის ორმა ღვთისმსახურმა ტაძრის ბრინჯაოსაგან ჩამოსხმული საგანგაშო ზარის ცემით ამცნო ქალაქს უფლისწული – დიმიტრის მკვლელობის ამბავი.

მოლიერის შესახებ…

„მე ადრეული ახალგაზრდობიდანვე ვიცნობ მოლიერის შემოქმედებას და მიყვარს იგი. მისგან მთელი ცხოვრება ვსწავლობდი. თუმცა, მე მოლიერი მიყვარს არა მხოლოდ მხატვრული ტექნიკის უზადო სრულყოფის, არამედ მისი მომხიბლავი ბუნებრიობის გამო”. – ეს სიტყვები გენიალური ფრანგი დრამატურგის – ჟან-ბატისტ პოლკენის (1622-1673 წლები), იგივე – მოლიერის შესახებ მსოფლიო ლიტერატურის დიდმა კლასიკოსმა – გოეთემ წარმოთქვა.

მუსიკალური ნოტები – „ეპიზოდი”

როგორც ცნობილია, თანამედროვე მუსიკალური ბგერის გრაფიკული პირობითი ნიშნების – „ნოტების სისტემას” საფუძველი შუა საუკუნეების იტალიელმა მუსიკის თეორიტიკოსმა და პედაგოგმა, ბენედიქტელმა ბერმა – გვიდო დ’არეცომ (990-1050 წლები) ჩაუყარა.

რამდენიმე ფაქტი „სასვენი ნიშნების” შესახებ…

1. სასვენ ნიშანთა სისტემა დამწერლობაში – „პუნქტუაცია” – ლათინური წარმომავლობის მქონე სიტყვაა. „punctum” – „წერტილს” აღნიშნავს და მაშასადამე, სწორედ წინადადების ამ შემაჯამებელი, დამაგვირვინებელი და ყველაზე ძველი სასვენი ნიშნის მიხედვით ეწოდა კიდეც მთელ სასვენ ნიშანთა სისტემას თავისი სახელი დროთა განმავლობაში.

კარაკალა – „ეპიზოდი”

რომის იმპერატორმა – მარკუს ავრელიუს სევერუს ანტონიუს ავგუსტუსმა (188-217 წლები), თავისი მეტსახელი – „კარაკალა”, იმ გალური ლაბადის სახელწოდებიდან („Caracalla”) მიიღო, რომელსაც მუდამ ატარებდა.

ანტონიუს პიუსი – „ეპიზოდი”

„ღვთისმოსავად” წოდებული რომის იმპერატორის – ანტონიუს პიუსის (86-161 წლები) შესახებ ისტორიკოსები ერთხმად თანხმდებიან, რომ იგი ძალიან ჭკვიანი, დინჯი და გულმოწყალე მმართველი იყო.

ფრიდრიხ I ბარბაროსას შესახებ…

საღვთო რომის იმპერიის ამაყმა იმპერატორმა - ფრიდრიხ I ბარბაროსამ (1122-1190 წლები), რომის კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელს – ადრიანე IV-ს პირველივე შეხვედრის დროს აგრძნობინა, რომ მისი თანასწორი იყო.

მიქელანჯელო ბუონაროტი – „ეპიზოდი”

აღორძინების ეპოქაში მოღვაწე გენიალურმა იტალიელმა მოქანდაკემ, მხატვარმა და არქიტექტორმა – მიქელანჯელო ბუონაროტიმ (145-1564 წლები) საყოველთაო აღიარება სხვა უამრავი ხელოვანისაგან განსხვავებით, თავისივე სიცოცხლეში მოიპოვა.