Tag Archives: ისტორია
ჰასან იბნ საბაჰის შესახებ…
„არაფერია ჭეშმარიტი. ყველაფერი დასაშვებია”. – ერთ-ერთი ვერსიით, ეს სიტყვები გახლდათ დევიზი უკიდურესი ფანატიზმით სახელგანთქმული ისეთი მასონური ორგანიზაციის ხელმძღვანელისა, როგორიც გახლდათ ეროვნებით სპარსი, „მთათა მოხუცად” წოდებული – ჰასან იბნ საბაჰის (1050-1124 წლები) მიერ დაარსებული – „ასასინების ორდენი”-სა.
ფილიპე II – „ეპიზოდი”
„გვირგვინოსან ჯალათად” წოდებული ესპანეთის მეფე – ფილიპე II (1527-1598 წლები) სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს ნიკრისის ქარების შემოტევებით იტანჯებოდა, რასაც საბოლოო ჯამში, ემსხვერპლა კიდეც.
პირველყოფილი ადამიანების შესახებ…
„ქვის ხანას” ერთმა გონიერმა კაცმა – „ადამიანის ეპოქის სტარტი” უწოდა. მეცნიერთა მტკიცებით პალეოლითამდე ადამიანები ცხოველურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ამ საფეხურის გადაბიჯებისთანავე ადამიანი იქცა ყველაზე ძლიერ და მთავარ მტაცებლად ეპოქებისა.
იოსიპ ბროზ ტიტო – „ეპიზოდი”
იუგოსლავიის სოციალისტური რესპუბლიკის რიგით მეოთხე პრეზიდენტი, ოდიოზური თვისებებით გამორჩეული ინტელექტუალი, პროფესიით ზეინკალი – იოსიპ ბროზ ტიტო (1892-1980 წლები), კომუნისტური ქვეყნის პირველი ლიდერი იყო,
ემილ ჰახა – „ეპიზოდი”
მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინა პერიოდში, კერძოდ კი, 1939 წლის 14 მარტის სუსხიან ღამეს ბერლინს თავის მშვენიერ ქალიშვილთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ეწვია ჩეხოსლოვაკიის რიგით მესამე პრეზიდენტი – ემილ ჰახა (1872-1945 წლები).
„მიუნხენის კონფერენცია” – (ეპიზოდი)
1938 წლის 29 სექტემბერს, გერმანიის ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქ მიუნხენში გამართული იქნა კონფერენცია, რომელსაც ოთხი ქვეყნის პირველი პირი დაესწრო: ადოლფ ჰიტლერი (გერმანია), ბენიტო მუსოლინი (იტალია), ნევილ ჩემბერლენი (დიდი ბრიტანეთი) და ედუარდ დალადიე (საფრანგეთი).
ჩეზარე ბორჯიას შესახებ…
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბორჯიების წყეულმა ოჯახმა მკვლელობა სრულყოფილ ხელოვნებად აქცია. ამ ესპანურ-იტალიური დინასტიის წარმომადგენლების აღვირახსნილობამ და სისასტიკემ თავის პიკს რომის პაპის – ალექსანდრე VI-ს, იგივე – როდრიგო ბორჯიას პონტიფიკისობის ჟამს მიაღწია.
მარტინ ლუთერი – „ეპიზოდი”
„მარადიული ქალაქიდან” სამშობლოში დაბრუნებული გერმანელი ღვთისმეტყველი - მარტინ ლუთერი (1483-1546 წლები), უკიდურესად აღშფოთებული იყო იმით, რაც ცოდვის ჭაობში ჩაფლული რომის პაპის – ლეო მეათეს კარზე იხილა.
კარაკალა – „ეპიზოდი”
რომის იმპერატორმა – მარკუს ავრელიუს სევერუს ანტონიუს ავგუსტუსმა (188-217 წლები), თავისი მეტსახელი – „კარაკალა”, იმ გალური ლაბადის სახელწოდებიდან („Caracalla”) მიიღო, რომელსაც მუდამ ატარებდა.
ტრაიანე – „ეპიზოდი”
ესპანეთში, ქალაქ სევილიის ახლოს, ბეტიკას ძველ რომაულ პროვინციაში დაბადებულ – მარკუს ულპიუს ტრაიანეს (53-117 წლები), მადლიერმა რომაელმა ხალხმა – „optimus princeps”, ანუ – „საუკეთესო მმართველი” უწოდა.