Tag Archives: ისტორია

ნაპოლეონ ბონაპარტის შესახებ წერდნენ…

“ნაპოლეონმა დაიახლოვა და საპასუხისმგებლო თანამდებობები ჩააბარა ადამიანებს,რომლებიც ხელს უშლიდნენ მისი გეგმების განხორციელებას და სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ მის დაწინაურებას.ბონაპარტმა სწორედ ისინი აირჩია საყრდენად,ვისაც ყველაზე მეტად ეშინოდა მისი შურისძიებისა”. – პიერ ჰიაცინტ აზაისი

ნიკოლოზ I – “ეპიზოდი”

1840 წელს რუსეთის იმპერატორმა – ნიკოლოზ I რომანოვმა (1796-1855 წლები),გამოსცა განკარგულება,რომლის თანახმადაც ოფიციალურ დოკუმენტებში კატეგორიულად აიკრძალა იმ პერიოდისათვის რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შემავალი ბელორუსიის გენერალ-გუბერნიისა და ლიტვის გენერალ-გუბერნიის – ბელორუსიად და ლიტვად მოხსენიება.

ჯოშუა აბრაამ ნორტონი – (აშშ-ის იმპერატორი და მექსიკის პროტექტორი)

ჯოშუა აბრაამ ნორტონი (1819-1880 წლები) – წარმოადგენდა ლონდონში დაბადებულ იმ აშშ-ის მოქალაქეს,რომელმაც,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,საკუთარი თავი ამერიკის შეერთებული შტატების იმპერატორად და მექსიკის პროტექტორად გამოაცხდა, და ამ მოვლენით ისტორიაშიც დაიმკვიდრა ადგილი.

ჯონ კლარენს ვუდსი – “კეთილი ჯალათი”

ჯონ კლარენს ვუდსი (1911-1950 წლები) – წარმოადგენდა ამერიკის შეერთებული შტატების არმიის სერჟანტსა და XX საუკუნის ყველაზე ცნობილ იმ ჯალათს,რომელმაც 1946 წელს სიკვდილით დასაჯა ნიურნბერგის საერთაშორისო სასამრთლოს მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ ამაზრზენ დანაშაულებებში მსჯავრდებული ფაშისტური გერმანიის ყველა სიკვდილმისჯილი ჩინოსანი.მათ შორის – იოაჰიმ ფონ რიბერტროპი,ალფრედ იოდლი,ერნსტ კალტენბრუნერი,ვილჰელმ კეიტელი,ვილჰელმ ფრიკი,იულიუს შტრეიხერი,ალფრედ როზენბერგი და სხვები.

“აინზაცგრუპე”-ს შესახებ…

“აინზაცგრუპე” – წარმოადგენდა ფაშისტურ გერმანიაში დაარსებულ უშიშროების პილიციის განკარგულების ქვეშ მყოფ სპეცრაზმს,რომლის ფუძემდებლად მიჩნეულია ჰეინრიხ ჰიმლერის მარჯვენა ხელად წოდებული სს-ის ობერგრუპენფიურერი და პოლიციის გენერალი – რაინჰარდ ტრისტან ოიგენ ჰაიდრიხი (1904-1942 წლები).

“კორიუკოვკას საზარელი ტრაგედია”

მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას,კერძოდ – 1943 წლის 27 თებერვალს,უკრაინელი პარტიზანები თავს დაესხნენ უკრაინის ჩრდილოეთში მდებარე ჩერნიგოვის ოლქში განთავსებულ დიდ სოფელ – კორიუკოვკას.აღნიშნული თავდასხმის მიზანს წარმოადგენდა სოფელში განთავსებული ციხიდან გერმანელი ფაშისტების მიერ ტყვედ აყვანილი ადგილობრივი პარტიზანული რაზმის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ცოლ-შვილისა და რაიონული პარტიზანული აქტივისტების ახლობელთა განთავისუფლება.

ფრიდრიხ ვილჰელმ ერნსტ პაულუსის შესახებ…

1943 წლის 8 იანვარს სტალინგრადის მისადგომებთან მყოფ გერმანული მე-6 არმიის ხელმძღვანელსა და “ვერმახტის” გენერალ-ფედმარშლს - ფრიდრიხ ვილჰელმ ერნსტ პაულუსს (1890-1957 წლები) საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლობამ ულტიმატუმი წაუყენა:

“დამარტყი,ოღონდ შეისმინე!”

თერმოპილეს ლეგენდად ქცეული ბრძოლის შემდეგ,სახელგანთქმული ათენელი მხედართმთავარი და ათენური დემოკრატიის ერთ-ერთი ფუძემდებელი – თემისტოკლე (ძვ.წ.აღ-ით 524-459 წლები),ვარაუდობდა,რომ სპარსეთის არმიის წინააღმდეგ (რომლებმაც თავის მხრივ გაძარცვეს და გააცამტვერეს მოსახლეობისაგან დაცლილი ათენი) უმჯობესი იყო ზღვაზე ებრძოლათ,ვიდრე ხმელეთზე.

რატომ მოკლეს გაიუს სემპრონიუს გრაკქუსი?

გაიუს სემპრონიუს გრაქკუსი (ძვ.წ.აღ-ით 154-121 წლები) – წარმოადგენდა ხალხისათვის დამაშვრალ ერთ-ერთ საუკეთესო რომაელ პოლიტიკოსს,სახალხო ტრიბუნსა და მხედართმთავარს.

პეტრე III-ეს შესახებ…

რუსეთის იმპერატორი პეტრე III (1728-1762 წლები),იგივე – კარლ პეტერ ფონ ულრიხ შლეზვიგ ჰოლშტეინ-გოტორპი მეტად არაორდინალური და უცნაური ხასიათის მქონე პიროვნება გახლდათ.