Tag Archives: ისტორია

გაიუს იულიუს ცეზარ კალიგულას შესახებ…

ტანად მაღალი იყო,სახით – მეტისმეტად ფერმკრთალი,კისერი და წვივები ძალიან წვრილი ჰქონდა,თვალები და საფეთქლები – ჩაცვენილი,შუბლი – ფართო და კოპებშეკრული,თავზე თხელი თმა ჰქონდა,კეფაზე – სულაც მოტვლეპილი,ტანზე კი ხშირი ბალნით იყო დაფარული.ამიტომ მისი ჩასვლისას ვინმეს რომ ზემოდან გადმოეხედა ან რაგინდარა მიზეზით უბრალოდ სიტყვა “თხა” დასცდენოდა,მომაკვდინებელ დანაშაულად მიიჩნევდა.

მარია I-ის შესახებ…

პორტუგალიის დედოფალს ბრაგანსის დინასტიიდან მარია I-ს (1734-1816 წლები), ისტორიკოსები დღემდე „შეშლილად” მოიხსენიებენ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ იგი პირველი ქალი იყო პორტუგალიის ისტორიაში, რომელიც ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი გახდა.

შარლ IX-ს შესახებ…

ეკატერინე მედიჩისა და ანრი II-ს ვაჟი – შარლ-მაქსიმილიან დე ვალუა,იგივე შარლ IX (1550-1574 წლები),რომელიც საფრანგეთის სამეფო ტახტზე 1560 წელს ავიდა,ქვეყნის ისტორიაში მეტად წარუმატებელი მეფის სახელით შევიდა,რადგან სწორედ მისი მმართველობისას განვითარდა საფრანგეთში მრავალრიცხოვანი რელიგიური ომები,მათ შორის “ფრანგი ხალხის ისტორიის სირცხვილად” წოდებული “ბართლომეს ღამე” (1572 წლის 23 აგვისტო),

ერეკლე II-ეს “დატირება” სოლომონ ლიონიძის მიერ…

“დღეს ჩვენი ქვეყანა ჩვენი მწუხარების ტახტზე ზის და ფასდაუდებელ მსხვერპლსა სწირავს; დღეს ზეცა მეშურნედ დასცემია დედამიწას და წართმევია მისთვის სიმდიდრე,სიბრძნე,მხედართმთავრობა,გვირგვინოსნობა; მოკვდა ერეკლე,ჰერკულესი,უძლეველი და მძლეთამძლეველი მეფეთა შორის.

“ასასინები” – (ეპიზოდი)

როგორც ცნობილია – “ასასინების ორგანიზაციას” საფუძველი ჯერ კიდევ VIII საუკუნეში ჩაეყარა.მიუხედავად იმისა,რომ მათ მუდმივი ჯარი არ ჰყავდათ,შანტაჟისა და შეკვეთილი მკვლელობების დახვეწილი სისტემის წყალობით წარმოუდგენელი პოლიტიკური ძალაუფლება მოიპოვეს.

პეტრე III – “ეპიზოდი”

1743 წელს პეტრე I დიდის ქალიშვილმა და რუსეთის იმპერატორმა ელისაბედ I-მა ტახტის მემკვიდრედ – კარლ პეტერ ულრიხ ჰოლშტეინ-გოტორფი,იგივე პეტრე III (1728-1762 წლები) გამოაცხადა.მიუხედავად ამისა,უპრინციპო პეტრემ თავისი ოფიციალური ცერომონიალური კორონიზაცია სამეფო ტახტზე მაინც ვერ განახორციელა,

მონღოლეთის იმპერიის “მართლმსაჯულების სისტემა” – (ეპიზოდი)

რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,მონღოლთა უდიდესი იმპერიის კანონები ერთობ ლმობიერი და ჰუმანური გახლდათ.თუკი ჩინეთში ხშირად დამნაშავეს შუბლზე იმის მანიშნებელ სვირინგს ადებდნენ,რომ ამ კაცს დანაშაული ჰქონდა ჩადენილი,მონღოლები ასეთ ქმედებას კატეგორიულად კრძალავდნენ,რადგან მათთვის ადამიანის თავი სულის წმინდა სამყოფელად მიიჩნეოდა.

ქეთევან წამებულის პასუხი იმამყული-ხან უნდილაძეს…

საქართველოს დაუძინებელმა მტერმა აბას I-მა,რომელიც თავს იწონებდა იმით,რომ ქართული ენა იცოდა,იმამყული-ხან უნდილაძეს უბრძანა კახეთის სამეფოს დედოფალი - ქეთევანი (1565-1624 წლები) დაერწმუნებინა იმაში,რომ მას რწმენა შეეცვალა.ირანის შაჰი უნდილაძეს იქვე მიუთითებდა,რომ უკეთუ ქართველი დედოფალი არ აღასრულებდა მის ბრძანებას,მაშინვე სასტიკი წამებით მოეკლათ იგი.საყურადღებო და ნიშანდობლივია ის გარემოება,

ლევან სანიკიძის გენიალური ნაწარმოებიდან – “დედა ისტორია”

„ყველამ იცოდა,მეფე-დედოფლის შუამდგომლობით უნდა გამოეშვა ნადირ-შაჰს ხორასნის ტყვეობიდან დაბრმავებული ძმები – შანშე და იესე ერისთავები.ძმა გზაზე მოჰკვდომოდა შანშეს.მოდიოდა,კუბოში ჩასვენებული ძმისა და მისი უბედურების თანაზიარი ახლობლების თანხლებით.

“ბაზალეთის შავბნელი ბრძოლის” შემდგომ…

ბედუკუღმართი და ბედდამწვარი საქართველოს ისტორიის სისხლით გაჯერებულ ფურცლებზე ძმათამკვლელი ომების ქარიშხალი არაერთხელ არის აღწერილი.აღნიშნულ პოსტში შევეხები ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ავადსახსენებელი მოვლენის – “ბაზალეთის ბრძოლის” (1626 წლის გვიანი შემოდგომა) შემდგომ განვითარებულ ერთობ ამაღელვებელ,სამარცხვინო და ყურადსაღებ ფაქტს.მას შემდეგ,რაც ქართლ-კახეთის მეფის თეიმურაზ I-სა და გიორგი სააკაძის ძმათამკვლელი ბრძოლა დასრულდა,თეიმურაზს იმერელი ტყვეები მიჰგვარეს.