Tag Archives: ისტორია

კიტა აბაშიძის ამაღელვებელი მიმართვა “რუს ადამიანებს”…

“რაც არ უნდა ვთქვათ,თანამედროვე არმიაც ხალხის წარმომადგენლად გვევლინება და მისი ნაკლოვანებანი,ნაწილობრივ მაინც მთელი ხალხის ნაკლოვანებებია.იმ საარაკო სიასტიკეს,იმ გაუგონარ სიმხეცეს,რომლითაც რუსულმა არმიამ ისახელა თავი უიარაღო,უმწეო,სრულიად უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომში,ალბათ,კაცობრიობის ისტორიაში არ მოეძებნება რაიმე შესატყვისი.

სპარტელთა აღზრდა…

გენიალური სპარტელი კანონმდებელი – ლიკურგე (ძვ.წ.აღ-ით IX-VIII საუკუნეები) ირწმუნებოდა: “ბავშვები სახელმწიფოს კუთვნილებაა და არა მამებისო”, – სწორედ ამიტომ სურდა მას,რომ სპარტის მომავალი მოქალაქეები საუკეთესო ადამიანებისაგან წარმოშობილყვნენ და არა შემთხვევითი პიროვნებებისაგან.მის მიერ შემოღებული კანონები სრულიად ბუნებრივად ესადაგებოდა სახელმწიფოს გაჯანსაღების საქმეს.

პერიკლეს მიერ თანამოქალაქეების დამოძღვრა…

დიდმა ძველბერძენმა სარდალმა,პოლიტიკურმა მოღვაწემ და ორატორმა - პერიკლემ (ძვ.წ.აღ-ით 494-429 წლები),საკუთარი თანამოქალაქეები  შემდეგი სიტყვებით დამოძღვრა:

კვინტუს ფაბიუს მაქსიმუს ვეროკოსუსი – “ეპიზოდი”

მას შემდეგ,რაც ერთ-ერთ უდიდეს რომაელ მხედართმთავარს და კონსულს - კვინტუს ფაბიუს მაქსიმუს ვეროკოსუსს (ძვ.წ.აღ-ით 280-203 წლები),მეგობრებმა მოახსენეს,რომ მის ღირსებას,გამოჩენილი სიფრთხილის გამო დასცინოდნენ,განაცხადა:

ბიძინა ჩოლოყაშვილის მიმართვა ქსნის ერისთავებს…

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად,მარტოდ მიმავალ ერთ კახელ ხუცესს გზად რამდენიმე თურქმანი შემოჰყროდა.”მტერთა მათ და მოშურნეთა ქრისტეს სჯულისათა შეკრეს ხუცესი იგი მძლავრებითა და შეამთხვიეს საქმე სიბილწისა,რომელ არს ცოდვა სოდომური, და განუტევეს”.წამოვიდა მღვდელი დუშეთს,მივიდა ზაალ ერისთავთან,დაუჩოქა,უამბო თავს გადახდენილი და უთხრა:

მინუციოსის მიმართვა – “ფაბიუს მაქსიმუსს”…

ერთ-ერთი უდიდესი ძველრომაელი პოლიტიკოსი,მხედართმთავარი,ხუთგზის კონსული და ორგზის დიქტატორი – კვინტუს ფაბიუს მაქსიმუს ვეროკოსუსი (ძვ.წ.აღ-ით 275-203 წლები),”მეორე პუნიკური ომის” დროს,ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე გახლდათ,რომის მოძულე,ლეგენდად ქცეული კართაგენელი მხედართმთავრის – ჰანიბალ ბარკასი (ძვ.წ.აღ-ით 246-183 წლები).

მესტრიუს პლუტარქე – “ესქინესა და დემოსთენეს” შესახებ…

მას შემდეგ,რაც ძვ.წ.აღ-ით 336 წლის ოქტომბრის თვეში შეთქმულების შედეგად მოკლულ იქნა მაკედონიის მეფე და ალექსანდრე მაკედონელის მამა – ფილიპე II მაკედონელი,ათენელებმა მყისვე შესწირეს კეთილუწყების მსხვერპლი და დაადგინეს,რომ პავსანია გვირგვინით შეემკოთ.

სერგეი ნეჩაევი – “რევოლუციონერების” შესახებ წერდა…

“რევოლუციონერი განწირული პიროვნებაა.მას არა აქვს პიროვნული ინტერესი,არ გააჩნია ემოცია,სხვებისადმი ერთგულება,ქონება და სახელი.მასში ყველაფერი შთანთქმულია რევოლუციის მოხდენის ერთადერთ აზრსა და ვნებაში.

“მონარქების” მკვლელობები – (ნაწილი I)

ანდერსენ სტიგო (XIII საუკუნე) – რომელსაც ასევე მოიხსენიებდნენ,როგორც – ჰვიდე,წარმოადგენდა იმ მდიდარ დანიელ დიდებულსა და ქვეყანაში ყველასათვის ცნობილ პიროვნებას,რომელმაც ფართოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად,დანიის მეფეზე – ერიკ V კლიპინგზე (1249-1286 წლები),შური იძია მეუღლის შეცდენის გამო. 

ნუმა პომპილიუსისა და რომის ელჩების დიდებული დიალოგი…

რომის დამაარსებლის (ტყუპისცალ ძმასთან – რემუსთან ერთად) – რომულუსის უცნაური გარდაცვალების შემდგომ,რომში მეფობის კანდიდატი არ იყო,რომაელი და საბინელი სენატორები ერთმანეთში ვერ რიგდებოდნენ თუ ვინ უნდა ყოფილიყო რომის შემდგომი მეფე.ისინი ერთმანეთის კანდიდატებს არ სცნობდნენ.