Tag Archives: ისტორია

დიდი მესხი წინაპრების დარიგება ბრძოლაში მიმავალ მებრძოლებს…

“ბრძოლაში არ უნდა გაბრაზდე,ვერც სამშობლოს არგებ და თავსაც წააგებ.გახსოვდეს,გადამთიელზე ათი თავით მაღლა დგახარ იმიტომ,რომ კუთვნილს იცავ და ქართველის თავისუფლებას ეწირები!

ალექსანდრე მაკედონელის “დაკრძალვის ცერემონია”

ალექსანდრე,ვაჟი ფილიპესი და ოლიმპიადასი,რომელიც ამტკიცებდა,რომ ზევსის შვილი იყო,ბაბილონში მკვდარი იწვა.იმ დროს,როდესაც მისი მიმდევრები ტახტის მემკვიდრეობაზე კამათობდნენ,იგი იწვა და დასაფლავებას ელოდა,რისი იმედიც მათხოვრებსაც აქვთ.

“თერმოპილეს ბრძოლის” შემდეგ – (ეპიზოდი)

როგორც ცნობილია,სპარტელებსა და სპარსელებს შორის გამართული ლეგენდად ქცეული “თერმოპილეს ბრძოლის” (ძვ.წ.აღ-ით 480 წელი) შემდეგ,ქსერქე I-მა ბრძანება გასცა უმამაცესი და სახელოვანი ლეონიდესის (მისი სახელი აღნიშნავდა – ლომის ბოკვერს) გვამისათვის თავი მოეკვეთათ.

“შეგცოდეთ, – შეგვინდევ და გვაპატიე,ჩვენო დაუვიწყარო მამამთავარო!”

მშვიდობით თვენო უწმინდესობავ!

ეს ერთი კვირაა,შენი ანჩისხატი,მთელი მორწმუნე თბილისის ქართველობასთან ერთად,გულდათუთქული დაგქვითინებდა ტყვიით განგმირულ თვისს მამამთავარს.

ჰეროდოტე – “სკვითების ზნე-ჩვეულებები”

სკვითები შავიზღვისპირა თვალუწვდენელი ველის ერთი ბოლოდან მეორეში დაეხეტებოდნენ.მათ არც ქალაქები ჰქონდათ და არც სოფლები,არც ხნავდნენ,არც თესავდნენ – მესაქონლეობას მისდევდნენ.მათი კარვები ოთხთვალებზე იდგა და როცა უნდოდათ და საითაც უნდოდათ,იქით იზამდნენ პირს.მტერი ვერც დაეწეოდა და ვერც გაექცეოდა – უძლეველები იყვნენ.

ექვთიმე თაყაიშვილის და ნოე ჟორდანიას დიალოგიდან…

1912 წელი. მენშევიკებმა ბრძოლა წააგეს და ერთადერთი გამოსავალი ხელისუფლების დათმობა იყო.საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა ნოე ჟორდანიამ მოუწოდა დამფუძნებელ კრებას,დაუყონებლივ შესდგომოდნენ ევაკუაციას და მიეღოთ ზომები სამუზეუმო და საეკლესიო განძეულის თან წასაღებად. 

წმინდა იუსტინიანე I-ის შესახებ…

იუსტინიანე I (483-565 წლები) – რომელიც წარმომავლობით ბულგარელი იყო,ბიზანტიის იმპერატორის ტიტულს ატარებდა 527-565 წლებში.იგი გამოირჩეოდა უდიდესი რწმენით,რეფორმატული ნიჭით,ამბიციებითა და აღმშენებლობით.

წმინდა ილია მართალი – თამარ მეფის შესახებ წერდა…

“თუ წელში გამართულა როდესმე ქვეყანა,ეგ იმის მეფობის დროს გაიმართა.მზეს თუ საქართველო გაუნათებია და გაუთბია,იმის დროს ყოფილა;

თუკიდიდე ევროპაში გავრცელებული “შავი ჭირის” შესახებ წერდა…

“იხოცებოდნენ უპატრონოებიცა და ისინიც,ვისაც ზრუნვა და მოვლა-პატრონობა არ აკლდა.არ აღმოჩნდა არავითარი სამკურნალო საშუალება,ავადმყოფებისათვის რომ ეშველა: 

ექვთიმე თაყაიშვილის მიმართვა “ქართველი ემიგრაციისადმი”

“იყო დრო და ეს არც ისე დიდი ხანია, რაც ჩვენი ინტელიგენცია ერთობ გულგრილად უცქეროდა ქართულ საკულტო ნაშთებს და თავს არ იწუხებდა მათი შეგროვებისა ად გამოცემისათვის.ამ გულგრილობამ დიდძალი პირველხარისხოვანი ძეგლები დაგვიკარგა.რაც მამებს თავიანთ ძველ ოჯახებში დაგროვილი ჰქონდათ,შვილებმა დაკარგეს…