Tag Archives: ისტორია

“ტეოპანტეკუანიტლანი”

“ტეოპანტეკუანიტლანი” - აღნიშნავს “წმინდა ადგილს”,სიტყვა-სიტყვით კი “იაგუართა წმინდა ადგილს”.იგი გახლავთ არქეოლოგიური ძეგლი კოლუბამდელი ცივილიზაციისა,მესოამერიკის ფორმაციული პერიოდის შუა ხანებისა.იგი მდებარეობდა თანამედროვე მექსიკის შტატ გერეროს ტერიტორიაზე,მდინარე ბალსას-ატოიაკის ხეობაში.

“ეპანაგოგა”

“ეპანაგოგა” - გახლდათ ბიზანტიის იმპერიის კანონთა კრებული IX საუკუნეში.იგი შედგენილ იქნა ბიზანტიის იმპერატორის – ბასილი I მაკედონელის (მმართველობის წლები – 867-886 წლები) და მისი შვილების,მომავალი იმპერატორების – ლეონის (ლეონ VI ბრძენი 866-912 წლები) და ალექსანდრეს (870-913 წლები) მიერ.

“მთვარის ტაძარი”

“მთვარის ტაძარი” - ადგილობრივები მოიხსენიებდნენ ასევე,როგორც “მთვარის უაკა”.იგი გახლდათ ტაძრის ნაგებობა ლა-ლიბერტადის რეგიონში,პერუს ჩრდილო-აღმოსავლეთით და განეკუთვნებოდა ერთ-ერთი უძველესი მოჩეს კულტურის ნაგებობას (მოჩეს კულტურა კოლუბამდელი კულტურა გახლდათ I საუკუნიდან VIII საუკუნის ჩათვლით).

მეფე არჩილი

არჩილი (მეფობდა VIII საუკუნეში) ძე იყო ქართლის ერისმთავარის სტეფანოზ III-ისა.ჯუანშერის მატიანეში იგი მოხსენიებულია მეფედ და იმავე მატიანეში მის საბრძანებელში შედიოდა ეგრისი,ხოლო აფხაზეთის ერისმთავარი ლეონ I მისი ყმადნაფიცი იყო.

უასკარი

უასკარი - დაიბადა 1500 წელს და გახლდათ ინკების იმპერიის მეთორმეტე მმართველი.იგი იყო ვაჟი ინკების იმპერიის მეთერთმეტე იმპერატორის უაინა კაპაკასი (1476-1527 წლები) და ძმა კიტოს რეგიონის მმართველის – ატაჰუალპასი (1497-1533 წლები).სწორედ ატაჰუალპა გახლდათ ის მმართველი,რომელიც მოგვიანებით,ჩაერთო აჯანყებაში ინკების კანონიერი იმპერატორის და მისი ძმის უასკარის წინააღმდეგ.

ელისაბედ კორტრაიტ მონრო

ელისაბედ კორტრაიტ მონრო - დაიბადა 1768 წლის 30 ივნისს ნიუ-ორკში.იგი გახლდათ ბრიტანული არმიის ოფიცრის ლოურენს კორტრაიტის და მისი მეუღლის ანა ასპინუილის ქალიშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მეხუთე პრეზიდენრის – ჯეიმზ მონროს (1758-1831 წლები,ცნობილი ასევე თავისი “მონროს დოქტრინით”) მეუღლე.

“ბაბილონური მსოფლიო რუკა”

“ბაბილონური მსოფლიო რუკა” - წარმოადგენს უძველეს თიხის ფირფიტას,გვიანდელი ბაბილონური პერიოდისა – შუამდინარეთიდან.მასზე გამოსახულია ცნობილი “ბაბილონური მსოფლიო რუკა” და შეიცავს,ისევე როგორც ნამდვილ გეოგრაფიულ ობიექტებს,ასევე მითოლოგიურ ელემენტებსაც.

ვახუშტი ბაგრატიონი (ბატონიშვილი) – “სახელი რით ეწოდა”

“ქვეყანა ესე იწოდების სახელითა ამითა: პირველად – საქართველო,მეორედ – ივერია,მესამედ – გიორგია. 

უინსტონ ჩერჩილის გამოსვლიდან (ციურიხი 1946 წელი)

“ჩვენ უნდა შევქმნათ რაღაც ევროპის შეერთებული შტატების მსგავსი.საერთო-ევროპული ოჯახის შექმნის პირველ ნაბიჯად უნდა იქცეს პარტრიონული ურთიერთობა საფრანგეთსა და გერმანიას შორის.

რაბან საუმას ბიოგრაფიიდან…

“რაბანი” აღნიშნავს “მასწავლებელს”,ხოლო “ბარსაუმა” – “პოსტის შვილს”.რაბან საუმა (დაახლოებით 1220-1294 წლები) გახლდათ ერთადერთი მაცხოვრებელი შუასაუკუნეების ჩინეთისა,