Tag Archives: იცით თუ არა

იცით თუ არა, რომ?!

1. გენიალურმა ძველ ბერძენმა მათემატიკოსმა, ფიზიკოსმა და ინჟინერმა – არქიმედემ, დასმულ შეკითხვაზე, თუ ვინ იყო მისი ყველაზე ერთგული მეგობარი, შემდეგი პასუხი გასცა: „მათემატიკა”.

იცით თუ არა, რომ?!

1. დანიის სამეფოს შემადგელობაში, გარდა თავად დანიისა, გრენლანდია და ფარერის კუნძულებიც შედიან, თუმცა იმავე დანიისაგან განსხვავებით, არც გრენლანდია და არც ფარერის კუნძულები ევროკავშირში გაწევრიანებული არ არიან.

იცით თუ არა, რომ?!

1. როდესაც ბუდას უთხრეს, მთელი თავისი სწავლება ერთ სიტყვაში მოექცია, მან წარმოთქვა სიტყვა: „ცნობიერება”.

იცით თუ არა, რომ?!

1. გენიალური ფრანგი მოქანდაკის – ოგიუსტ როდენის მრავალრიცხოვანი საყვარლების შესახებ ლეგენდები დადიოდა პარიზში. ბოროტი ენები იმასაც კი ამბობდნენ, ხელოვანი სექსუალური მანიაკია და საკუთარი სახელოსნო ჰარემად აქვს გადაქცეულიო.

იცით თუ არა, რომ?!

1. კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ჩინელი ფილოსოფოსი – კონფუცი ირწმუნებოდა, რომ თავაზიანობა ყველა პროფესიის ადამიანისთვის აუცილებელი თვისება უნდა იყოს, მაგრამ განსაკუთრებით, თავაზიანობით, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ხალხი უნდა გამოირჩეოდნენო.

იცით თუ არა, რომ?!

1. პოლონური წარმომავლობის მქონე ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსმა, ერთ-ერთმა უდიდესმა ინგლისურენოვანმა რომანისტმა და სტილისტმა – ჯოზეფ კონრადმა (იუზეფ კოჟენიოვსკიმ), რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ინგლისური ენა 20 წლის ასაკამდე თითქმის არ იცოდა.

იცით თუ არა, რომ?!

1. რომის ტირანი იმპერატორი – დომიციანე, თავისი მმართველობის დასასრულს – უწესო ცხოვრებამ, მუდმივმა შიშებმა და ადამიანისადმი სადისტურმა სიძულვილმა, ფიზიკურად და სულიერად სავსებით გაანადგურა.

იცით თუ არა, რომ?!

1. აფრიკის ცხელ კონტინენტზე მობინადრე ზულუს ხალხი იმთავითვე დიდ პატივს სცემდა ხელოსნებს. ამ საქმეში განსაკუთრებით დახელოვნებულ ოსტატებს ისინი – „ინიანგის” წოდებას ანიჭებდნენ, რაც თავის მხრივ, ისეთივე საპატიო წოდებად იყო მიჩნეული, როგორც ჩვენში – აკადემიკოსის წოდებაა.

იცით თუ არა, რომ?!

1. გენიალური ფრანგი მხატვარ-უნივერსალისტის – ედუარ მანეს მიერ დახატულმა ორმა შედევრმა-ტილომ – „პიკნიკი ველად” და „ოლიმპია”, რომლებიც პარიზის გამოფენაზე იყო წარმოდგენილი 1863 წელს, დამთვალიერებელმა ამორალური და უხამსი სიუჟეტის მქონე ნამუშევრებად მიიჩნია.

იცით თუ არა, რომ?!

1. 1845-1847 წლებში არქტიკის კვლევებში ჩართული „ჯონ ფრანკლინის ექსპედიციის” წევრების ტრაგიკულად გარდაცვალება უმეტეს წილად განპირობებული იყო შიმშილით,