Tag Archives: იცით თუ არა

იცით თუ არა,რომ

1. XIX საუკუნეში გამოჩენილმა ინგლისელმა პოეტმა და მთარგმნელმა – ედუარდ ფიცჯერალდმა სპარსული ენიდან ინგლისურ ენაზე თარგმნა გენიალური სპარსი პოეტის – ომარ ხაიამის რობაიები.

იცით თუ არა,რომ

1. დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე – ჯორჯ IV (1762-1830 წლები) ღვიისაგან დამზადებული სასმელების განსაკუთრებული მოტრფიალე გახლდათ.

იცით თუ არა,რომ

1. ძველ ბერძნული მითოლოგიის მიხედვით,მთელი მსოფლიოს განმგებელი ღმერთის – ზევსის საფლავად საბერძნეთის შემადგენლობაში შემავალ,ხმელთაშუა ზღვაში მდებარე კუნძულ – კრეტას ასახელებენ.

იცით თუ არა,რომ

1. პირველ მითოლოგოსებად გენიალური ძველ ბერძენი პოეტები – ჰომეროსი და ჰესიოდე მიიჩნევიან.

იცით თუ არა,რომ

1. როგორც ცნობილია,ფაშისტური გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა (რაიხსმარშალი) – ჰერმან გერინგი (1893-1946 წლები) ფუფუნების საგნებისადმი დიდი ტრფიალით გამორჩეული მიზანთროპი გახლდათ.

იცით თუ არა,რომ

1. როგორც ცნობილია,გენიალური მუსიკალური ქმნილება – “მთვარის სონატა” – სმენადაქვეითებულმა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენმა თავის მოსწავლესა და შეყვარებულ ქალს – ჯულიეტა გვიჩარდის მიუძღვნა.ცნობილია ისიც,რომ გვიჩარდიმ ბეთჰოვენს სხვა მამაკაცი,კერძოდ – რობერტ ჰალენბერგი არჩია.

იცით თუ არა,რომ

1. სპარსული, და შესაძლოა თამამად ითქვას,მსოფლიო პოეზიის მშვენება,ფოლოსოფოსი,მათემატიკოსი და ასტრონომი  - ომარ ხაიამი,საკუთარ თავს მეცნიერად უფრო მიიჩნევდა,ვიდრე პოეტად.

იცით თუ არა,რომ

1. ფინანსურ სკანდალში გახვეული საფრანგეთის რიგით 161-ე პრემიერ-მინისტრი – პიერ ბერეგოვუა ერთადერთი პრემიერი გახლავთ ქვეყნის ისტორიაში,რომელმაც 1993 წლის 1 მაისს პირადი მცველის იარაღით თვითმკვლელობის აქტი ჩაიდინა.

იცით თუ არა,რომ

1. ძველი რომაელები ფილოსოფიას “ბერძნების გამოგონებად” მიიჩნევდნენ,რის გამოც მის მიმართ არც თუ ისე კარგი დამოკიდებულება გააჩნდათ.

იცით თუ არა, რომ

1. ადოლფ ჰიტლერის პირად მზარეულს 1943 წლიდან ცნობილი დიეტოლოგი და მზარეული ქალი – კონსტანცია მარციანელი წარმოადგენდა,