Tag Archives: იცით თუ არა

იცით თუ არა,რომ

1. იალტის ანტიჰიტლერული კოალიციის კონფერენციაზე,რომელიც იმართებოდა 1945 წლის 4 თებერვლიდან 11 თებერვლამდე,ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ფრანკლინ დელანო რუზველტმა იოსებ სტალინს ჰკითხა,თუ ვინ იყო ლავრენტი ბერია,რაზეც საბჭოთა ბელადისაგან მიიღო პასუხი: “ის ჩვენი ქიმერაა!” (ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით – ქიმერა წარმოადგენდა ცეცხლისმფრქვეველ ურჩხულს).

იცით თუ არა,რომ

1. გამოჩენილი რუსი მწერლის – მაქსიმ გორკის მიერ 1930 წლის 15 ნოემბერს გაზეთ “პრავდაში” გამოქვეყნებული სტატიის სათაური – “თუკი მტერი არ ნებდება – მას ანადგურებენ”,სტალინური რეპრესიების დევიზად იქცა.

იცით თუ არა,რომ

1. დედამიწაზე სულ რამდენიმე ქვეყანაა,სადაც მიუხედავად დროის ცვალებადობისა,საათის გადაწევა რელიგიური მოტივების გამო მიუღებელია.ასეთი ქვეყნებია – იაპონია,ჩინეთი,სამხრეთ კორეა და შუა აზიაში მდებარე კიდევ ხუთი ქვეყანა.აღნიშნულ ქვეყნებში მყარად არიან დარწმუნებული,რომ “დროსთან თამაში” ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება.

იცით თუ არა,რომ

1. გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორის – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის გარდაცვალებიდან ექვსი წლის შემდეგ,მისი მეუღლე – კონსტანცა დანიელ დიპლომატზე – გეორგ ნიკოლაუს ფონ ნისენონმზე დაქრწინდა.თუმცა ქორწინებიდან სამი წლის შემდეგ კონსტანცას მეორე მეუღლეც გარდაეცვალა.დანიელი დიპლომატის საფლავის ეპიტაფიად კი შემდეგი სიტყვები იქნა გამოყენებული – “ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ქვრივის ქმარი”.

იცით თუ არა,რომ

1. თანამედროვე ბრაზილიის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქი – რიო-დე-ჟანეირო,ისტორიაში ერთადერთი ევროპული დედაქალაქი გახლდათ,რომელიც ევროპის საზღვრებს გარეთ ტერიტორიაზე მდებარეობდა.კერძოდ, 1808-1815 წლებში იგი წარმოადგენდა გაერთიანებული პორტუგალიის სამეფოს დედაქალაქს.

იცით თუ არა,რომ

1. თანამედროვე სახანძრო სამსახურის ჩამოყალიბებამდე,პირველ მეხანძრეებს ხელფასებს არ უხდიდნენ.მიუხედავად ამისა,

იცით თუ არა,რომ

1. დიდი უნგრელი კომპოზიტორი,პიანისტი და დირიჟორი – ფერენც (ფრანც) ლისტი,გენიალური გერმანელი კომპოზიტორის – ვილჰელმ რიხარდ ვაგნერის სიმამრი იყო. ფერენც ლისტის ქალიშვილი – ფრანჩესკა გაეტანა კოზიმა ლისტი, რომელიც თავის მხრივ,

იცით თუ არა,რომ

1. საბჭოთა კავშირის იმპერიის ფუძემდებელი და ათეისტური ხედვებით ცნობილი ბელადი – ვლადიმერ ლენინი,სიკვდილის წინ მაგიდებსა და სკამებს შესთხოვდა ცოდვების მიტევებას.

იცით თუ არა,რომ

1. უძველესი ცივილიზაციის – ეტრუსკების დამწერლობა,მეტად უჩვეულო და თავისებური წერის სტილით გამოირჩეოდა.პირველი სტრიქონი მარცხნიდან მარჯვნივ იწერებოდა,მეორე – მარჯვნიდან მარცხნივ და ასე გრძელდებოდა უკანასკნელ სტრიქონამდე.

იცით თუ არა,რომ

1. მას შემდეგ,რაც 1840 წლის 27 მაისს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გენიალური იტალიელი კომპოზიტორი,მევიოლინე და გიტარისტი – ნიკოლო პაგანინი გარდაიცვალა,ქუჩებში ქალაქის მოსახლეობა გამოვიდა და ყვიროდა: ” – ის მონანიების გარეშე აღესრულა.სად არის,გვაჩვენეთ ეს ურჩხული.ეს გვამი შეარცხვენს ჩვენს ქალაქს!”