Tag Archives: იცით თუ არა

იცით თუ არა, რომ?!

1. „ძაღლის შვილები” – ასეთი მრავლისმეტყველი თიკუნით მოიხსენიებდა იმთავითვე მეხიკოს ველის აბორიგენი მოსახლეობა – აცტეკებს

იცით თუ არა, რომ?!

1. გერმანული ნაგაზი – ისტორიულ ხელნაწერებში პირველად მოხსენიებული იქნა VII საუკუნეში. მაშინ იგი მხოლოდ და მხოლოდ მეცხვარე (მწყემსი) ძაღლის ფუნქციას ასრულებდა.

იცით თუ არა, რომ?!

1. ანტიკურ ხანაში მოღვაწე გენიალურ ძველ ბერძენ პოეტს – ჰომეროსს, საშინლად სძულდა ლიბანის სანაპირო ზოლსა და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მობინადრე უძველესი ხალხი – ფინიკიელები, რომელთაც იგი თაღლით, ხარბ და ტყუილის მოყვარულ ერად ახასიათებდა ყოველთვის. მათ შორის, თავის უკვდავ ლიტერატურულ ქმნილებებშიც.

იცით თუ არა, რომ?!

1. „კავკასიასა და საქართველოში ნაყიდი მონების ბრბო”. – ასე დაახასიათა თავდაპირველად ეგვიპტელი მამლუქები ნაპოლეონ ბონაპარტემ. მოგვიანებით მას აბსოლუტურად შეეცვალა მამაც მამლუქებზე ადრეული წარმოდგენა და მათგან ცალკე ესკადრონიც კი ჩამოაყალიბა.

იცით თუ არა, რომ?!

1. გენიალურმა ფრანგმა მოქანდაკემ – ოგიუსტ როდენმა – 1916 წლის 13 სექტემბერს მთელი თავისი ნაშრომ-ნაღვაწი, მათ შორის – ყველა ქანდაკება, საყვარელ სამშობლოს – საფრანგეთს უანდერძა.

იცით თუ არა, რომ?!

1. „ – მე გილიოტინა მომისაჯეს, შეურაცხყოფა კი არ მოუსჯიათ!” – ასე მიმართა საფრანგეთის სიკვდილმისჯილმა დედოფალმა – მარი ანტუანეტამ მის საკანში უკანასკნელი აღსარების მისაღებად მისულ მოძღვარს. მოძღვარს, ვინაც თავისი თავხედური სიტყვით შეურაცხყო თვლაცრემლიანი დედოფლის ამაყი ღირსება.

იცით თუ არა, რომ?!

1. „იატაკი” ქართული წარმომავლობის მქონე სიტყვა არ გახლავთ. იგი აღმოსავლური სიტყვაა და „საწოლს” აღნიშნავს. ქართულად მას სინამდვილეში – „ფენილი” ჰქვია. შედეგად, იატაკი – ხეფენილია, ხოლო ქუჩა – ქვაფენილი.

იცით თუ არა, რომ?!

1. ესპანურ ინკვიზიციას საკუთარი ბიუჯეტი არ გააჩნდა. ამიტომაც იყო, რომ ინკვიზიტორები ცხოვრობდნენ იმ კონფისკირებული კერძო საკუთრების ხარჯზე,

იცით თუ არა, რომ?!

1. ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდად ქცეული პრეზიდენტი – რონალდ რეიგანი, თავდაპირველად „მაშველად” მუშაობდა. აღნიშნულ სამუშაოს იგი 6 წლის მანძილზე ეწეოდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში – 77 ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს.

იცით თუ არა, რომ?!

1. აცტეკების იმპერიის ლეგენდად ქცეული დედაქალაქი – ტენოჩტიტლანი, რომელიც 1521 წელს გაანადგურა ესპანელმა კონკისკადორებმა, იმ პერიოდის „ცივილიზებული” ევროპის ქალაქებისაგან განსხვავებით, იდეალური სისუფთავით გამორჩეული ქალაქი იყო. მის ქუჩებს ყოველდღიურად საგულდაგულოდ ასუფთავებდა ასეულობით მეეზოვე.