Tag Archives: ლიტერატურა

ამონარიდები ივანე ტურგენევის მოთხრობებიდან…

„შენს თავს ეკუთვნოდე – აი ამაშია ცხოვრების მთელი ოინი”. – (პირველი სიყვარული)

ამონარიდები პაულ თომას მანის რომანიდან – „ავანტიურისტ ფელიქს კრულის აღსარება”

„ძონძებში გამოხვეულ მათხოვარს თავისი არსებობით ისეთივე წვლილი შეაქვს სამყაროს ფერადოვან სურათში, როგორიც დიდკაცს უძევს,

ამონარიდები კონსტანტინე პაუსტოვსკის მოთხრობებიდან…

„მიყვარს დილის საუბრები, დილაობით ჩვენი აზრები ისეთივე სუფთაა, როგორც ახალდაბანილი ხელები”. – (სრბოლა ჟამისა)

ამონარიდები თედორე დოსტოევსკის რომანიდან – „ყმაწვილი”

„ფულის მოთხოვნა, თუნდაც ჯამაგირისა – უსაძაგლესი ამბავია, თუ სადღაც, სინდისის კუნჭულებში, გრძნობ, რომ მაინცდამაინც არ დაგიმსახურებია ეს ფული”.

ამონარიდები ანტონ ჩეხოვის თხზულებებიდან…

„იწამეთ ღმერთი, სიცრუის გარეშე არ შეიძლება! როდესაც მე მართალს ვამბობ, არავინ არაფერს მაძლევს. სიმართლე შიმშილის კარებზე დაგაბამს და ღია ცისქვეშ გაიყინები!”. – (მათხოვარი)

ამონარიდები ალექსეი ტოლსტოის მოთხრობებიდან…

„დიდი უცნაური გრძნობა ყოფილა სიძულვილი, სიყვარულივით ვერც იმას ვერ გაუგებ ვერაფერს. მთელ ძალებს ერთად მოკრებს ხოლმე, გაამახვილებს და შენს სიცოცხლეს პაწაწინა სივრცეში მოაქცევს”. – (მთაზე)

ამონარიდი ივანე ბუნინის ნოველიდან – „შორეული”

„არსებითად ყველა ჩვენგანი, ამ ქვეყნად გარკვეულ ხანს რომ ვცხოვრობთ ერთად და ერთად განვიცდით ყველა ამქვეყნიურ სიხარულსა და მწუხარებას, ვუცქერით ერთსა და იმავე ცას, ყველას გვიყვარს და გვძულს ბოლოს და ბოლოს ერთი და იგივე და ყველანი სათითაოდ განწირული ვართ ერთი და იგივე სასჯელისათვის, – პირისაგან მიწისა ერთნაირად აღსაგველად,

ამონარიდები ანტონ ჩეხოვის მოთხრობებიდან…

„იცან თავი შენი” – მშვენიერი და სასარგებლო რჩევაა, ოღონდ სამწუხარო ისაა, რომ უძველესი ხალხი ვერ მიხვდა მიეთითებინა იმ საშუალებისათვის, როგორ უნდა ისარგებლოს კაცმა ამ რჩევით”. – (მოსაწყენი ამბავი)

ამონარიდები ალექსეი ტოლსტოის რომანიდან – „კოჭლი ბატონი”

„ზოგი ჩუმად, უსიტყვოდ მთელ სულსა და გულს შემოგწირავს, მერე წავა და დაიკარგება. მის მოგონებაზე სინდისი გქენჯნის და თავი უღირსად მიგაჩნია. ზოგიც გზნებით, სიხარულით და აღტაცებით გასწირავს თავს შენთვის და მთელი სიცოცხლე სინანულს დაგიტოვებს, რატომ აღარ გამეორდაო ეს წამი”.

ამონარიდები ვოლტერის ფილოსოფიური მოთხრობიდან – „ზადიგი ანუ ბედისწერა”

„დრო – არაფერია მასზე ხანგრძლივი, რადგან ის მარადისობის საზომია, არაფერია მასზე ხანმოკლე, რადგან ის არ გვყოფნის ჩვენი განზრახვების შესრულებისთვის;