Tag Archives: ლიტერატურა

მიხეილ ჯავახიშვილის რომანიდან – “გივი შადური”

“საიდანღაც მოვალთ,ერთხელ ძლივს ამოვისუნთქვათ და ისევ ბნელ უკუნეთში ვიკარგებით. და ყველაზე საზარელი ის არის,რომ არავინ არ იცის, და ვერც ოდესმე გაიგებს – გესმით,ვერც ოდესმე გაიგებს-მეთქი! – საიდან მოვდივართ,ვის მოვყავართ და სად მივყავართ? საიდან,სად,რატომ და რისთვის?” 

ვიქტორ-მარი ჰიუგოს ნაწარმოებიდან – „გავროში”

„სამარის კარი შიგნიდან არ იღება”.

სერ კლაივ სტეიპლზ ლუისის ნოველიდან – „ქორწინების უარყოფა”

„თუ ღმერთი არ გიყვარს, შეუძლებელია სწორად გიყვარდეს ადამიანი”.

მარიო პიუზოს რომანიდან – “სიცილიელი”

“ოჰ,სიცილია! – გაიფიქრა ადონისმა, – შენ საუკეთესო შვილებს ანადგურებ და მტვრად აქცევ.შენს მიწაზე ანგელოზივით მშვენიერი ბავშვები იბადებიან და დემონებად გარდაისახებიან.ამ ნიადაგზე ბოროტების თესლი ბამბუკივით და მსხალივით ხარობს”.

ჯეიმს აუგუსტინ ალოიზიუს ჯოისის რომანიდან – “დუბლინელები”

“იესო ქრისტეს ესმოდა,რომ ყველა ადამიანი არ არის მოხმობილი რელიგიური ცხოვრებისათვის; რომ დიდი უმრავლესობა იძულებულია,იცხოვროს წუთისოფელში და, გარკვეულწილად,წუთისოფლისთვის”. 

კონსტანტინე გამსახურდიას გენიალური რომანიდან – “დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა”

“ეს იცოდე, ჭაბუკო, მაძღარი მონები ვერაფერს შეჰქმნიან კარგს. ეს ციხეები, ეს ეკლესიები და ეს სასახლეები მშიერების მიერაა აგებული”. 

ლევან სანიკიძის გენიალური ნაწარმოებიდან – “დედა ისტორია”

„ყველამ იცოდა,მეფე-დედოფლის შუამდგომლობით უნდა გამოეშვა ნადირ-შაჰს ხორასნის ტყვეობიდან დაბრმავებული ძმები – შანშე და იესე ერისთავები.ძმა გზაზე მოჰკვდომოდა შანშეს.მოდიოდა,კუბოში ჩასვენებული ძმისა და მისი უბედურების თანაზიარი ახლობლების თანხლებით.

მიხაილ ზომჩენკოს ნაწარმოებიდან – “გონებისათვის”

“ეს დიდი ხნის წინ მოხდა.ნადირობიდან ვბრუნდებოდი,გზაში მომწყურდა და ერთი ქოხისაკენ გადავუხვიე,მინდოდა რძე დამელია.წინკარში ჯვარი დავინახე,ჩვეულებრივი არყის ხის ჯვარი იყო,საფლავებზე რომ დგამენ ხოლმე,იმგვარი,ალბათ ქოხში მიცვალებული ესვენა და ეს ჯვარიც მისთვის გამოეთალათ.

ოტია იოსელიანის ნაწარმოებიდან – “მონადირე”

“შენ (მწერალი გულისხმობს ხარჯიხვებს) კი მხოლოდ ჩვენს ცაში ატყორცნილ მთებს შემორჩი.შენ,შენ ერთმა ისწავლე სიცივით თბობა,შიმშილით ძღომა და წყურვილით დაოკება წყურვილისა.

ლევ ტოლსტოის მოთხრობიდან – “ცხენის თავგადასავალი”

“იმ კაცთაგან ბევრი ვინმე,რომელიც,მაგალითად,მე თავის ცხენად მომიხსენიებდა,არც მიტარებია როდისმე,მაგრამ სხვებს კი დავატარებდი.ჭამითაც ისინი კი არ მაჭმევდნენ,სულ სხვა ხალხი მიურვებდა და მაჭმევდა.სიკეთეც მათ კი არ უქნიათ ჩემთვის,აი იმათ – თავიანთ ცხენად რომ მომიხსენიებდნენ,არამედ – ქუჩერებს,ბეითლებს,საერთოდ სულ გარეშე ხალხი მპატრონობდა.