Tag Archives: ლიტერატურა

ამონარიდები ოტია იოსელიანის ლიტერატურული ქმნილებიდან -„ მუხლზე დაწერილი ბარათები”

„ხალხს ცუდი დღეს რომ დაუმალო. ხვალ მაინც ეცოდინება, ავი გულში რომ ჩაიდო და იფიქრო, გუნებაში რა მიდევს, ვინ რა იცისო, ავ ფიქრს ავი საქმე მოჰყვება, და საქმე ავი კი არა, კარგი არ იმალება”.

ამონარიდები ოტია იოსელიანის მოთხრობიდან – „მდინარე ნამდინარევში”

„ტყუილი ნედლ, აყვავებულ ხეს გაახმობს, აშენებულს დაანგრევს… წმიდათაწმიდას წაბილწავს… კაცს კაცის ნდობას დაუკარგავს, მომავალს გაგვირყვნის…”

ამონარიდები ოტია იოსელიანის მოთხრობიდან – „ჯიხვი და მონადირე”

„ქვეყანა მსუქანი დუმაა, რამდენს ითაღლითებ, იმდენს აათლი, კადრება მითხარი, შენ, თორემ!” 

ამონარიდები მიხეილ ჯავახიშვილის რომანიდან – „კვაჭი კვაჭანტირაძე”

„სიმართლის სამსახური დონ კიხოტის საქმეა. რა იცოდა უბედურმა, რომ ხალხისათვის სიყალბეც და სიმართლეც თანაბრად საჭირო ყოფილა”.

ამონარიდები ოტია იოსელიანის ავტობიოგრაფიული ნოველებიდან…

„თუ კეფის შიგნით ჭკუაა, უკანაც ხედავს, გვერდებზეც და წინ ხომ ხედავს და ხედავს. და იმასაც ხედავს, რასაც თვალი ვერ სწვდება…” – (ჩემი ქართულის მასწავლებელი)

ამონარიდები რეზო ჭეიშვილის რომანიდან – „ჩემი მეგობარი ნოდარი”

„ყარაულის ძილი არ გამიგია მე!”

ამონარიდები ვაჟა ჩორდელის მოთხრობებიდან…

„წელში ოთხად მოკეცილი ბებერი გინდა მეფის ტახტზე დასვი და გინდაც ბუხართან, ერთი ოხერი იქნება!” – (როდის ამოდის მზე)

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„კაცია რჯულად გასაწყვეტი, ქალი დაანახვე და მუნჯი ოქროპირად გადაიქცევა”. – ოტია იოსელიანი (ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი)

ამონარიდები გივი კარბელაშვილის რომანიდან – „მგზნებარებით ჩაფერფლილი გულები”

„ადამიანური არ უნდა ეუცხოვოს არავის… გარდა ბრიყვისა”. 

ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „მაკიზარებთან”

„კაცის სიცოცხლე არც ისე მოკლე ყოფილა და ერთხელ ჩადენილი სიავკაცე, მართლაც, ბევრჯერ გამოგიქროლებს წინ!”