Tag Archives: ლიტერატურა

ამონარიდები გიორგი სიჭინავას მოთხრობიდან – „მოლოდინი”

„ვინც ცდილობს დაინახოს ის, რასაც ვერ ხედავს, ძალით ირთულებს ცხოვრებას. ხომ უმზერ მზეს, ვარსკვლავებს, მწვანე ბალახს, ზღვას… არ გეყოფა?..”

ამონარიდები გიორგი სიჭინავას მოთხრობიდან – „მოლოდინი”

„იყავ კეთილი, მაგრამ იცოდნენ, რომ ბოროტების ჩადენაც შეგიძლია”.

ამონარიდი გიორგი სიჭინავას მოთხრობიდან – „აღათია”

„ – საით მიდიხარ, შვილო? – ჰკითხა თევდორემ.

აღათია შეკრთა. არ მოელოდა მღვდელთან შეხვედრას. ის გაქვავებულივით იდგა და ვერ მოეფიქრებინა, რა ეთქვა.

ამონარიდები რამაზ კობიძის მოთხრობებიდან…

„ეს ქვეყანა და – სამართალი?” – (მიბრიდინე)

ამონარიდები რამაზ კობიძის მოთხრობებიდან…

„ამ ქვეყნად კარგ სახელზე გამძლე არაფერია. კარგი სახელი მარმარილოს ქანდაკებაზე უფრო დიდხანსა სძლებს”.

ამონარიდები ვაჟა ჩორდელის მოთხრობებიდან…

„ – შვილი მტრად კი არა, ათჯერ მტრად უნდა გაზარდო, თუ გინდა ოჯახსა და ქვეყანას მოყვარედ გამოადგეს. ეს სიტყვა ბარე მილიონზე მეტ კაცს ექნება ნათქვამი და რამდენიმეს შესრულებული”. – (როდის ამოდის მზე)

ამონარიდები რეზო ჭეიშვილის მოთხრობებიდან…

„ – საერთოდ, თქვენ თავზე არ მიიღოთ და, ყველა ჭკუას რომ გარიგებს, ცუდია”. – (წლევანდელი ზაფხული წყალტუბოში)

ამონარიდი თეიმურაზ ლანჩავას მოთხრობიდან – „ქათქათა პერანგი”

„ – ისე, კაცმა რომ თქვას, რა მოხდა, რა დაშავდა იმით, რომ კაცმა გული გადააყოლოს, თავის სითბო პაწია სხვასაც უზიაროს და ამქვეყნისაკენ გული შემოუბრუნოს. აჰა, თვითონ სახელწოდებას დააკვირდით, ბატონო: „სა-ყვა-რე-ლი”.

ამონარიდები ოთარ ჭილაძის რომანიდან – „რკინის თეატრი”

„ – კაცობრიობამ ამოწურა თავისი თავი, დაისი დაუდგა და ახლა კეთილშობილებისა და პატიოსნების იმედზე ყოფნა იგივეა, ქვის ცულითა და მშვილდისრით რომ გამოხვიდე ტყვიამფრქვევის, ზარბაზნისა და ტანკის წინააღმდეგ.

ამონარიდები ოთარ ჭილაძის რომანიდან – „რკინის თეატრი”

„მეორე კაცისთვის სწორედ ისაა ყველაზე ძნელი ასატანი და, იმავე დროს, ადვილი მოსასპობი, რაც შენთვის უხვად მოუცია ღმერთს”.