Tag Archives: ლიტერატურა

ამონარიდები აკაკი მუხურაძის რომანიდან – „გამჭირვალე ნიღბები”

„ქვეყანაზე სტუმრისთანა საყვარელი არაფერია! მაგრამ თუ ტრადიციულად დადგენილი ვადები დაირღვა, სტუმარი უკვე მოსაბეზრებელი ხდება, ხოლო სტუმრობა თუ ხიზნობაში გადაიზარდა… ღმერთმა დაგიფაროს!”

ამონარიდები რეზო ჭეიშვილის რომანიდან – „დალი”

„ვინ რისი შემძლეა, არავინ არ იცის ქვეყანაზე…”

ამონარიდები რევაზ ინანიშვილის მოთხრობებიდან…

„ეს არი ყოველგვარი უკუღმართობის სათავე – ჩემი ოჯახი, ჩემი გეჯა, ჩემი სალაფავი და შიგ ყურებამდე ჩარგული თავი, რომ სხვამ არ ჩაგვიკრას დინგი”. – (ჩიტების გამოსაზამთრებელი)

ამონარიდები დავით კვიცარიძის რომანიდან – „ნდობა”

„ღმერთმა ისე ნუ წაგვახდინოს, რომ ვთქვათ და არ ავასრულოთ”.

ამონარიდები ივანე ურჯუმელაშვილის რომანიდან – „ჯვარცმა”

„ქალისათვის იმაზე სანანებელი არაფერია, უღირსს, ჯაბან კაცს რომ მიუძღვნის გულსა და სიყვარულს”.

ამონარიდები ოტია იოსელიანის რომანიდან – „ქალი გამოვიდა საღალატოდ”

„სხვას ნუ გამოვეკიდებით, ცხოვრება რთულია და ვის ფეხი სად გადაუცდება, კოჭებში ნუ ჩავუსაფრდებით”.

ამონარიდები აკაკი მუხურაძის რომანიდან – „გამჭირვალე ნიღბები”

„არასოდეს არ გაერიო ბინძურ თამაშში. სიბინძურეს ყოველგვარ საგანს გააცლი კაცი, გარეცხავ, გაასუფთავებ, მხოლოდ სულს ვერა! სულში სიბინძურე წარუშლელ ლაქად რჩება და ისევე ხელშეუხებელია, როგორც გუშინდელი დღე!”

ამონარიდები მორის დრიუონის რომანიდან – „ძლიერნი ამა სოფლისანი”

„არავის ჰყოფნის დრო თავისი შრომის დასამთავრებლად”.

ამონარიდები ჯემალ ქარჩხაძის რომანიდან – „მდგმური”

„ადამიანის გამტყუნება ძნელია, მით უმეტეს, თუ შენ თვითონაც ადამიანი ხარ”.

ამონარიდები ბორის დავითაიას რომანიდან – „სიკვდილმისჯილნი”

„მართალია, შურისძიება გმუხტავს, გაძლევს იმ იმპულსს, სხვა დროს რომ არ გაგაჩნდა და ჩაგადენინებს ისეთს, სხვა შემთხვევაში რომ არ ჩაიდენდი.