Tag Archives: საინტერესო ფაქტები

რა სიმბოლურ დატვირთვას ატარებს ნორვეგიელთათვის – სკრეპი?

1899 წელს ნორვეგიელი გამომგონებელის,საპატენტო ბიუროს კლერკისა და ინჟინრის – იუჰან ვოლერის (1866-1910 წლები) მიერ შექმნილი და დაპატენტებული ერთ-ერთი საკანცელარიო ნივთი – სკრეპი,ნორვეგიელთათვის უდიდესი სიმბოლური დანიშნულების მქონე საგანია.

ლეო XIII – “ეპიზოდი”

რომის კათოლიკური ეკლესიის იტალიელ საჭეთმპყრობელს ლეო XIII-ს (1810-1903 წლები),რომელმაც თავისი მოღვაწეობის განმავლობაში წინამორბედ პაპებზე გაცილებით მეტი – 88 ენციკლიკა გამოაქვეყნა (საჯარო წერილი,რომლითაც პაპი მიმართავს მთელ ეკლესიას სამოძღვრო,ზნეობრივ ან სოციალურ საკითხებზე) და რომელსაც ასევე ეკუთვნის რეკორდი რომის პაპთა შორის ყველაზე ხანგრძლივი სიცოცხლისა (93 წელიწადი იცოცხლა),განსაკუთრებით უყვარდა XIX საუკუნის ევროპასა და ამერიკაში ერთობ პოპულარული ღვინის – “მარიანი”-ს მირთმევა. 

ნიკიტა ხრუშჩოვი – “ეპიზოდი”

როგორც ცნობილია,საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი – ნიკიტა ხრუშჩოვი (1894-1971 წლები),ხელოვნების საკითხებში ერთობ გაუთვითცნობიერებელი პიროვნება გახლდათ.

ტომას ალვა ედისონი – “ეპიზოდი”

დიდ ამერიკელ გამომგონებელს ელექტრიფიკაციის სფეროში და მეწარმეს – ტომას ალვა ედისონს (1847-1931 წლები),მიჩიგანის შტატში მდებარე ქალაქის – პორტ-ჰურონის იმ სკოლის მასწავლებლები,სადაც იგი სწავლობდა,ახასიათებდნენ,როგორც შეზღუდული გონების მქონე ბავშვს და შენიშნავდნენ,რომ ტომასი ძალინ ბრიყვი იყო იმისათვის,რომ რაიმე განათლების მიღება შეძლებოდა.

რეი ბრედბერის რომანი – “451 გრადუსი ფარენჰაიტით” – (ეპიზოდი)

დიდმა ამერიკელმა მწერალმა – რეიმონდ დუგლას (რეი) ბრედბერიმ,თავისი ყველაზე ცნობილი სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის მქონე ანტიუტოპიური რომანის – “451º ფარენჰაიტით” დაწერა მას შემდეგ გადაწყვიტა,რაც გაეცნო უცნობი ავტორის მიერ დაწერილ გამოუქვეყნებელ თხზულებებს – “მეხანძრეები” და “ქვეითი”.

მერილინ მონრო – “ეპიზოდი”

ჰოლივუდის ერთგვარ “ხატად” და მოდის იდეალად აღიარებული ულამაზესი ამერიკელი მსახიობი ქალი – მერილინ მონრო (ნამდვილი სახელი და გვარი – ნორმა ჯინ მორტენსონი),გარდა იმისა,რომ წარმატებული – ბიზნეს-ლედი იყო,მხატვრული ლიტერატურისა და პოეზიის დიდი მოყვარულიც გახლდათ.

პაბლო რუის ი პიკასო – “ეპიზოდი”

ერთ დღეს,გენიალურ ესპანელ მხატვართან,სკულპტორთან და გრაფიკოსთან – პაბლოს რუის ი პიკასოსთან (1881-1973 წლები),რომელიც ბაზარში პროდუქტების შესაძენად იყო წასული,ერთი ახალგაზრდა ქალი მიიჭრა და აღფრთოვანებულმა შესძახა:

რომაული ციფრი IV – (ეპიზოდი)

საინტერესოა ის გარემოება,რომ დღეისათვის საყოველთაოდ ცნობილი და დამკვიდრებული რომაული ციფრი – “IV”,ხმარებაში შემოტანილი იქნა არა მაშინ,როდესაც პირველად იქნა გამოყენებული ეტრუსკების მიერ რომაული ნიშნების სისტემა რიცხვებისა (ძვ.წ.აღ-ით 500 წელს),არამედ მხოლოდ და მხოლოდ XIX საუკუნეში.

ნაპოლეონ ბონაპარტის რჩეული ცხენი – “მარენგო”

გენიალური ფრანგი მხედართმთავრის – ნაპოლეონ ბონაპარტის პირად თავლაში სულ 130 საუკეთესო ჯიშის ცხენი იმყოფებოდა,თუმცა მათგან,განსაკუთრებით,ჩია ტანის კორსიკელს,ჩია ტანისვე თეთრი ფერის არაბული რაში (ულაყი) – “მარენგო” უყვარდა.

ალექსანდრე დიუმას წინაპრების შესახებ…

გენიალური ფრანგი მწერალი,დრამატურგი და ჟურნალისტი - ალექსანდრე “უფროსი” დიუმა (1802-1870 წლები) – კვარტერონი გახლდათ (ადამიანი,რომელიც დაიბადა თეთრკანიანისა და მეტისის ქორწინების შედეგად).