Tag Archives: საინტერესო ფაქტები

სერ ტომას შონ კონერი – “ეპიზოდი”

დიდი ოსკაროსანი შოტლანდიელი მსახიობი და პროდიუსერი - სერ ტომას შონ კონერი,რომელმაც კინოსამყაროში სახელი გაითქვა “ჯეიმზ ბონდის” როლის შესრულებით,ბავშვობიდანვე დიდი სიყვარულით გამოირჩეოდა ფეხბურთისა და ცხენოსნური სპორტის მიმართ.როგორც ცნობილია,მისი ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა,რამაც მოზარდი კონერი აიძულა ედინბურგში მერძევედ დაეწყო მუშაობა.

“მეწამული გული”-ს შესახებ…

“მეწამული გული” – წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების საპატიო სახელმწიფო ჯილდოს,რომელიც გადაეცემათ მხოლოდ იმ სამხედრო პირებს,რომლებიც დაიღუპნენ ან დაიჭრნენ სხვადასხცა სამხედრო ოპერაციებში მოწინააღმდეგის მოქმედებების შედეგად.აღნიშნული ორდენი დაარსებულ იქნა 1782 წელს პირადად ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდარული პრეზიდენტის – ჯორჯ ვაშინგტონის მიერ.

Verdingkinder – “საკონტრაქტო ბავშვები”

Verdingkinder – წარმოადგენდა 1960-იანი წლების ბოლომდე დასავლეთ ევროპაში არსებულ შვეიცარიის კონფედერაციაში დამკვიდრებულ ტერმნის,რომელიც ითარგმნებოდა,როგორც – “საკონტრაქტო ბავშვები” (ასევე შესაძლოა მოვიხსენიოთ,როგორც – “კაბალური ბავშვები”).

ლადო ასათიანი – “ეპიზოდი”

დიდი ქართველი პოეტი – ლადო ასათიანი (1917-1943 წლები),ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე სწავლობდა.ენათმეცნიერებას,ჯერ კიდევ სახელმოუხვეჭელ პოეტს,გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერი – გიორგი ახვლედიანი ასწავლიდა.ერთ-ერთი ლექციის დროს,მან ლადოს შენიშვნა მისცა,რამაც სტუდენტის გაღიზიანება გამოიწვია:

რევაზ ინანიშვილი – “ეპიზოდი”

ერთ-ერთი მონათხრობის თანახმად,დიდი ქართველი მწერლის – რევაზ ინანიშვილის დედამ,ქალბატონმა თამარ მამულაშვილმა,გარდაცვალების წინ,თავისი ოჯახის წევრებს ხუმრობანარევი სერიოზულობით,მთელი თავისი მოკრძალებული ქონება დაურიგა:

„ეჰ, სამწუხაროდ, ასეც ხდებოდა…”

XX საუკუნის ერთ-ერთი სამაგალითო და ჭეშმარიტი ქართველი მეცნიერი,ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე - ივანე ჯავახიშვილი (1876-1940 წლები),რომელმაც სხვა უდიდეს ქართველ მამულიშვილებთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ქართული საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთ უდიდეს ტაძარს – “თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს”,იმთავითვე ქცეული იყო კომუნისტების უმთვარეს სამიზნედ და მის დისკრედიტაციას ყოველნაირად ცდილობდა.

გაბრიელ ბონეერ “კოკო” შანელი – (ეპიზოდი)

საყოველთაოდ ცნობილი ფრანგი მოდის დიზაინერი - გაბრიელ ბონეერ “კოკო” შანელი (1883-1971 წლები),რომელმაც კოლოსალური გავლენა მოახდინა XX საუკუნის მოდაზე,თავისი კარიერის დასაწყისში დიდი ფინანსური პრობლემების წინაშე იდგა,რადგან ფირმის დაარსებასა და მაღაზიების გახსნას საკმაოდ დიდი ფული სჭირდებოდა,

თებელი ისმენიასის ბრძნული საქციელი…

ბეოტიაში მდებარე ძველი ბერძნული ქალაქის თებეს მაცხოვრებელი სიბრძნით განთქმული პოლიტიკოსი – ისმენიასი (ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნე),რომელიც ანტისპარტული პოლიტიკის გამტარებელი იყო,მშობლიურმა ქალაქმა ძვ.წ.აღ-ით 371 წელს სპარსეთის მეფესთან არტაქსერქსე II ოქოსთან ელჩად მიავლინა.

დემოსთენე – “ეპიზოდი”

ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი ორატორი – დემოსთენე (ძვ.წ.აღ-ით 384-322 წლები),რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს ენა-ბლუ იყო.როგორც ცნობილია,ძველ საბერძნეთში ორატორულ ხელოვნებას უდიდესი ყურადღება ექცეოდა,თუმცა დემოსთენეს მოღვაწეობის ჟამს ათენელები ორატორების მიმართ განსაკუთრებულად მომთხოვნები იყვნენ: მათ სიტყვით გამოსვლისას უნდა ჰქონოდათ შესანიშნავი ლექსიკა,

ცხოველების მოყვარული – ვილჰელმ რიხარდ ვაგნერი…

გენიალური გერმანელი საოპერო კომპოზიტორი,დირიჟორი და ფილოსოფოსი – ვილჰელმ რიხარდ ვაგნერი (1813-1883 წლები),ცოტამ თუ იცის,რომ ცხოველების დიდი მოყვარული გახლდათ.განსაკუთრებით უყვარდა ადამიანების ყველაზე ერთგული არსებები – ძაღლები და მთელი ცხოვრების განმავლობაში გვერდიდან თითქმის არც კი მოუცილებია ისინი.