Tag Archives: საინტერესო ფაქტები

არგიროსკოპი – (ვერცხლის მაყურებელი)

ქრისტიანთა დაუძინებელი მტრისა და რომის ოდიოზური იმპერატორის – გაიუს ავრელიუს ვალერიუს დიოკლეტიანუსის (245-313 წლები),იგივე – დიოკლეტიანეს ეპოქის ისტორიულ დოკუმენტებში მოხსენიებულია მეტად საინტერესო პროფესია,რომელსაც - “არგიროსკოპად” (ვერცხლის მაყურებელად) მოიხსენიებენ.

“წიგნების დაწვა-განადგურება”

გენიალურად აღუნიშნავს დიდ გერმანელ რომანტიკოს პოეტს,პუბლიცისტს,კრიტიკოსსა და ჟურნალისტს – ჰაინრიხ ჰაინეს: “იქ,სადაც წვავენ წიგნებს,საბოლოოდ,ადამიანებსაც დაწვავენო”.კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი და უიშვიათესი მონაპოვარი – ‘წიგნი”,ისტორიის სხვადასხვა ეპოქებში ისევე სასტიკად “ისჯებოდა” კაცთა მოდგმის მიერ,როგორც ჩვეულებრივი მოკვდავები ისჯებოდნენ.

“სიკვდილის აკრძალვა”

“სიკვდილის აკრძალვა” – წარმოადგენს რიგი ქვეყნების კანონმდებლობაში იურიდიულად გამყარებულ კანონს,რომლის თანახმადაც ადამიანებს განსაზღვრულ ადგილებში (ტერიტორიებზე) გარდაცვალება ეკრძალებათ. და თუკი ასეთი შემთხვევა მაინც დაფიქსირდება,გარდაცვლილის ოჯახი (ჭირისუფალი) იხდის სპეციალურად დაწესებულ ჯარიმას.

რუდოლფ კრისტიან კარლ დიზელი – “ეპიზოდი”

მას შემდეგ,რაც 1893 წლის 23 თებერვალს,დიდი გერმანელი ინჟინრის,გამომგონებლისა და “დიზელის ძრავის” შემქნელის – რუდოლფ კრისტიან კარლ დიზელის (1858-1913 წლები) მიერ წარდგენილ – “ახალ რაციონალურ სითბურ ძრავაზე” ბერლინში პატენტი გაიცა,აღფრთოვანებულმა  გამომგონებელმა,მიუნხენში მყოფ მეუღლეს,პატივმოყვარეობით აღსავსე წერილი გაუგზავნა:

ნაპოლეონ I ბონაპარტი – “ეპიზოდი”

ერთ-ერთი წვეულებისას,საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკურ ლიდერს,საფრანგეთის რევოლუციის ლიდერსა და “ფრანგთა იმპერატორს” - ნაპოლეონ  I ბონაპარტს (1769-1821 წლები) შეეკეთხნენ,თუ რომელი ქვეყანა უფრო კარგი და მშვენიერი იყო მთელ დედამიწაზე.

ჟან-ბატისტ პოკლენი (მოლიერი) – “ეპიზოდი”

მას შემდეგ,რაც 1664 წელს გენიალურმა ფრანგმა დრამატურგმა,კომედიოგრაფმა,თეატრალურმა მოღვაწემ და “მაღალი კომედიის” ჟანრის ფუძემდებელმა - ჟან-ბატისტ პოკლენმა (1622-1673 წლები) დადგა კომედიური ჟანრის მქონე პიესა – “ტარტიუფი” რელიგიური სიყალბის ელემენტებით,იგი უდიდესი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა.

ჯონ ევერეტ მილეს შესახებ…

გენიალური ინგლისელი პრერაფაელისტი მხატვარი და “პრერაფაელისტების საძმოს” ერთ-ერთი ფუძემდებელი - ჯონ ევერეტ მილე (1829-1896 წლები),სულ რაღაც სამი წლის იყო,როდესაც საბავშვო ბაღიდან გარიცხეს.ამის მიზეზი კი გახლდათ ის,რომ პატარა მილემ აღმზრდელ-მასწავლებელს საშინელი ძალით უკბინა ხელზე. 

პიერ ჟან ბერანჟე – “ეპიზოდი”

ერთ დღეს,პარიზის ქუჩებში მიმავალმა ხანდაზმულმა დიდმა ფრანგმა პოეტმა და სატირიკოსმა - პიერ ჟან ბერანჟემ (1780-1857 წლები),რომელიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა მოსახლეობაში,მოწყალება გაიღო და მოწყალების მთხოვნელს გამოწვდილ ქუდში სულ რაღაც ორი გროში ჩაუდო (მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფულის უმცირესი ერთეული – მონეტის სახით).

უილიამ გლადსტონის “სულისშემძვრელი სიტყები”

მას შემდეგ,რაც 1850 წელს გაერთიანებული სამეფოს რიგით 41-ე პრემიერ-მინისტრსა და მწერალს – უილიამ გლადსტონს (1809-1898 წლები),უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს და 4 წლის მცირეწლოვანი ქალიშვილი გარდაეცვალა,საკუთარ დღიურში,მორალურად განადგურებულმა მამამ,შემდეგი სულისშემძვრელი სიტყვები ჩაწერა:

“კლეოპატრას ხალიჩა”

“კლეოპატრას ხალიჩა” – წარმოადგენს ისტორიულ,ლიტერატურულ და ვიზუალურ გამოხატულებას,რომელიც დაკავშირებულია ეპიზოდთან,რა დროსაც ერთმანეთს პირველად შეხვდნენ ეგვიპტის ლეგენდარული და უკანასკნელი დედოფალი პტოლემეების მაკედონიური დინასტიიდან – კლეოპატრა VII ფილოპატორი (ძვ.წ.აღ-ით 69-30 წლები) და ძველი რომის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე,რომის დიქტატორი – გაიუს იულიუს კეისარი (ძვ.წ.აღ-ით 100-44 წლები).