Tag Archives: საინტერესო ფაქტები

მიხეილ ლერმონტოვის ბიოგრაფიიდან…

ერთ-ერთ გამოჩენილ რუს პოეტსა და პროზაიკოსს - მიხეილ ლერმონტოვს (1814-1841 წლები), რომელიც ახალი დაბრუნებული გახლდათ კავკასიიდან, 1840 წლის 16 თებერვალს გრაფინია ლავალის სასახლეში გამართული ბალის დროს,შელაპარაკება მოუვიდა საფრანგეთის ელჩის დე ბარანტას ვაჟთან – ერნესტოსთან.

შარლ პიერ ბოდლერი – “ეპიზოდი”

დიდმა ფრანგმა პოეტმა,კრიტიკოსმა და კლასიკოსმა არა მარტო ფრანგული,არამედ მსოფლიო ლიტერატურისა - შარლ პიერ ბოდლერმა (1821-1867 წლები),პარიზში ცხოვრების მანძილზე 40-ჯერ შეიცვალა საცხოვრებელი მისამართი.

“მოგზაური” – ჟიულ გაბრიელ ვერნი

დიდი ფრანგი მწერალი,სათავგადასავლო ჟანრის კლასიკოსი და ერთ-ერთი ფუძემდებელი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრისა - ჟიულ გაბრიელ ვერნი (1828-1905 წლები),არასოდეს ყოფილა “კაბინეტის” მწერალი,რადგან ის მისი ცხოვრების დიდ დროს მოგზაურობაში ატარებდა და უამრავი ქვეყანაც მოიარა თავისი იახტებით: “სენ-მიშელ I”,”სენ-მიშელ II” და ‘სენ-მიშელ III”-ით.

მარკ ტვენის ბიოგრაფიიდან…

ერთ-ერთი უდიდესი ამერიკელი მწერალი,სატირიკოსი და იუმორისტი,რომელიც ავტორია ისეთი შესანიშნავი ნაწარმოებისა,როგორებიც არიან: “ტომ სოიერის თავგადასავალი”,”ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი”,”ადამის დღიური” და სხვა ნაწარმოებები - მარკ ტვენი,ნამდვილი სახელი სემუელ ლენგჰორნ კლემენზი (1835-1910 წლები),ცხოვრების უკანასკნელ პერიოდში უდიდესი ტრაგედიების მოწმე გახლდათ.

ჯოზეფ რედიარდ კიპლინგის ბიოგრაფიიდან…

ერთ-ერთი უდიდესი ინგლისელი მწერლისა და ნოველისტის - ჯოზეფ რედიარდ კიპლინგის (1865-1936 წლები),შესახებ ინგლისური ჟურნალი „მასონური ილუსტრაციები” წერდა, რომ კიპლინგი  მასონური ლოჟის წევრი გახდა 1885 წელს,20 წლის ასაკში და მისი ინიცირინება ლოჟაში მოხდა N 782-ით (იმედი და დაჟინებულობა).

ფაქტები დელფინების შესახებ…

1. დელფინი წარმოდგება ბერძნული სიტყვა “დელფოსისაგან”,რომელიც თავის მხრივ აღნიშნავს – “ძმას”.

ენრიკო კარუზოს ბიოგრაფიიდან…

მსოფლიო ოპერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული იტალიელი ტენორი - ენრიკო კარუზო (1873-1921 წლები),მიუხედავად იმისა,რომ უდიდესი საოპერო მომღერალი გახლდათ,სასცენო შესრულების მხრივ ოსტატობა მართლაც არ გააჩნდა.ამ თემის ირგვლივ – თედორე შალიაპინი წერდა:

ელისაბედ II – “ეპიზოდი”

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალს - ელისაბედ II უინძორს,პირადი პასპორტი არ გააჩნია.მიუხედავად ამისა მისი გადაადგილება ნებისმიერ ქვეყანაში შეუზღუდავად ხორციელდება.

“ჰაი-ვაიკომბის საოცარი ტრადიცია”…

ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ჰაი-ვაიკომბში,რომლის მოსახლეობაც დღესდღეობით შეადგენს 92,000 მაცხოვრებელს,დამკვიდრებულია ტრადიცია,რომლის მიხედვითაც ყოველი ახლადარჩეული ქალაქის თავი (სქესს მნიშვნელობა არა აქვს) ვალდებულია,ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დამონტაჟებულ სპეციალურ სასწორზე აიწონოს.

პირველი ნაბეჭდი წიგნი – “ჯიკჯი”

“გუტენბერგის ბიბლია”,დიდი ხნის განმავლობაში მიჩნეული იყო ტიპოგრაფიული საშუალებების გამოყენებით,პირველ ნაბეჭდ წიგნად,წიგნის ბეჭდვის ისტორიაში (დაბეჭდილ იქნა 1452-1457 წლებში).აღნიშნული თემის თაობაზე,ბევრი დავაც მიმდინარეობდა სპეციალისტებსა და ისტორიკოსებს შორის.