Tag Archives: საინტერესო ფაქტები

შაპურ ბახტიარის შესახებ…

შაპურ ბახტიარი (1914-1991 წლები),გახლდათ მონარქისტული ირანის უკანასკნელი პრემიერ-მინისტრი,რომელიც “ირანის ისლამური რევოლუციის” შემდეგ (1978-1979 წლები) ემიგრირებულ იქნა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში,სადაც 1991 წლის 6 აგვისტოს მოკლული იქნა “ჰეზბოლას” ტერორისტული ორგანიზაციის წევრების მიერ.

პოლ ეჟენ ლუი დეშანელი – “საოცარი მოვლენა ფრანგულ პოლიტიკაში”

პოლ ეჟენ ლუი დეშანელი (1855-1922 წლები) – გახლდათ ფრანგი პოლიტიკოსი და საფრანგეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანმოკლე ვადით მყოფი პრეზიდენტი (1920 წლის თებერვლიდან – სექტემბრის ჩათვლით) “მესამე რესპუბლიკისა” (პოლიტიკური რეჟიმი საფრანგეთში 1870 წლის 4 სექტემბრიდან – 1940 წლის 22 ივნისამდე).

ჩარლ პიტ კონრადის მიერ წარმოთქმული სიტყვა მთვარეზე…

ჩარლზ პიტ კონრადი (1930-1999 წლები) ერთ-ერთი იმ უიშვიათესი კოსმონავტთაგანი გახლდათ 12 კოსმონავტთან ერთად,რომელმაც “მთვარეზე” დადგა ფეხი 1969 წელს.

არჩიბალდ გრეისი IV – “ტიტანიკის” მგზავრი მწერალი

არჩიბალდ გრეისი IV (1859-1912 წლები),გახლდათ ამერიკელი მწერალი,მოყვარული-ისტორიკოსი და უძრავი ქონების ინვესტორი,რომელიც გახლდათ მგზავრი იმ საზღვაო ლაინერისა,რომლის კატასტროფამაც 1912 წლის 14 აპრილს მსოფლიო შეძრა,ლაინერი სახელწოდებით “ტიტანიკი”.

ნაპოლეონ ბონაპარტი – “ეპიზოდი”

საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი,შემდგომში კი ქვეყნის იმპერატორი - ნაპოლეონ I ბონაპარტი (1769-1821 წლები),ეგვიპტის ლაშქრობამდე,1798 წლის 9 ივლისს ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ არქიპელაგზე მდებარე კუნძულ მალტაზე გადავიდა,სადაც ფრანგული წარმოშობის “მალტის ორდენის” რაინდები ბატონობდნენ.

“მეხის დაცემისაგან” გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები…

ერთ-ერთ უდიდეს ბუნებრივ მოვლენას – “ელვას” (გიგანტური ელექტრული განმუხტვა ატმოსფეროში,რომელსაც თან სდევს ქუხილი),დასაბამიდან უამრავი უბედურება დაუტეხია კაცობრიობისათვის და სამწუხაროდ უმსხვერპლია მრავალი ადამიანის სიცოცხლეც.აღნიშნულ პოსტში შემოგთავაზებთ იმ ცნობილ ადამიანთა მცირე ნუსხას,რომლებიც ამ საშინელ ბუნებრივ მოვლენას ემსხვერპლნენ:

ანტუან-ჯოზეფ “ადოლფ” საქსი – “ეპიზოდი”

ლეგენდარული ბელგიელი მუსიკალური ინსტრუმენტების დიზაინერი და მუსიკოსი,რომლის სახელიც დაკავშირებულია მუსიკალური საკრავის “საქსოფონის” გამოგონებასთან ანტუან-ჯოზეფ “ადოლფ” საქსი (1814-1894 წლები),რომელსაც დაარსებული ჰქონდა მუსიკალური ინსტრუმენტების დამამზადებელი ფირმა,კონკურენციას ვერ გაუძლო და გაბანკროტდა.

მარი-ანტუან კარემის ბიოგრაფიიდან…

მარი-ანტუან კარემი - დაიბადა 1784 წლის 8 ივნისს საფრანგეთში.იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი მზარეული არა მარტო საფრანგეთის მაშტაბით,არამედ მთელი ევროპის მაშტაბითაც კი.

გრეტა გარბოს შესახებ…

ლეგენდარული შვედური წარმომავლობის მქონე ამერიკელი მსახიობი ქალი - გრეტა გარბო (1905-1990 წლები),რომლის ნამდვილი სახელიც გახლდათ – გრეტა ლოვისა გუსტაფსონი,1954 წელს დაჯილდოებულ იქნა ამერიკული უმაღლესი კინოაკადემიის “ოსკარის” ჯილდოთი,კინოხელოვნებაში უდიდესი წვლილის შეტანისათვის.

“ბართოლომეო მიტრეს ბიოგრაფიიდან”…

არგენტინის სახელმწიფო მოღვაწე და ქვეყნის პრეზიდენტი 1862-1868 წლებში - ბართოლომეო მიტრე (1821-1906 წლები),გარდა იმისა,რომ არგენტინის პრეზიდენტი გახლდათ,იგი ავტორია ამ ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ისტორიოგრაფიის ნაწილისა (წიგნების),რომლების სახელწოდებაც გახლავთ: “ბელგრანოს ისტორია” (დაწერილი 1887 წელს) და “სან-მარტინის ისტორიის სამი ტომი”,რომლებიც გამოცემულ იქნა 1887,1888 და 1890 წლებში.