Tag Archives: საინტერესო ფაქტები

“ცხოველთა მსხვერპლი ცნობილი ადამიანები”

საბერძნეთის მეფე 1917-1920 წლებში - ალექსანდრე I (1893-1920 წლები),ათენის ცენტრიდან 27 კილომეტრის მოშორებით მდებარე სამეფო სასახლის – ტატოის ბაღში სეირნობისას (1920 წლის 2 ოქტომბერი),ბაღში მობინადრე მაიმუნის მიერ იქნა დაკბენილი. (ავტორი გენია.ჯი) 

რუდოლფ კრისტიან კარლ დიზელი – “ეპიზოდი”

რუდოლფ კრისტიან კარლ დიზელი (1858-1913 წელბი),წარმოადგენდა უდიდეს გერმანელ ინჟინერს და გამომგონებელს,რომელმაც პირველმა შექმნა და დააპატენტა “დიზელის ძრავი” 1892 წლის 23 თებერვალს.

ჟან ლერონ დ’ალამბერი – “ეპიზოდი”

გენიალური ფრანგი მათემატიკოსი,ფილოსოფოსი და ენციკლოპედისტი  - ჟან ლერონ დ’ალამბერი (1717-1783 წლები), რომელიც 1751-1757 წლებში დიდ ფრანგ მწერალთან და განმანათლებელთან – დენი დიდროსთან ერთად მუშაობდა “მეცნიერებათა, ხელოვნებათა და ხელოვანთა ენციკლოპედიის” შექმნაზე, განსაკუთრებით უსვამდა ხაზს და არ სცნობდა განსხვავებას სხვადასხვა სოციალური მდგომარეობის, წოდებისა თუ თანამდებობის მქონე ადამიანებს შორის, რასაც სასოწარკვეთილებამდე მიჰყავდა მისი პირადი საქმეთა მმართველი ქალი.

სალი მარგარეტ ფილდი – “ეპიზოდი”

დიდი ამერიკელი მსახიობი ქალი,მომღერალი რეჟისორი და პროდიუსერი - სალი მარგარეტ ფილდი,რომელმაც 1980-1985 წლებში ორჯერ მოიპოვა ამერიკის კინოაკადემიის უდიდესი პრემია “ოსკარი”,ასევე ორგზის მფლობელია “ოქროს გლობუსის” და სამგზის “ემი”-ს პრემიების.

“ეშმაკის კუნძული”

“ეშმაკის კუნძული” - წარმოადგენს ატლანტის ოკეანეში განთავსებული ილ-დიუ-სალიუს არქიპელაგში შემავალ კუნძულს,საფრანგეთის გვიანას სანაპიროებიდან 13 კილომეტრში,რომელსაც თავის მხრივ მიაკუთვნებენ საფრანგეთის გვიანას ადმინისტრაციულ ცენტრს – კაიენას.

“ანგელოზის მუხა”

“ანგელოზის მუხა” - ამ საოცარი სახელით მოიხსენიებენ ამერიკის შეერთებული შტატებში,კერძოდ სამხრეთ კაროლინის შტატის ქალაქ ჩარლსტონთან,კუნძულ ჯონზე მდებარე ღრმა ტყის (პარკი) მასივში მზარდ ულამაზეს მუხის ხეს,რომლის ასაკი სპეციალისტთა ვარაუდით არანაკლებ 1500 წელიწადია.

ამინა ვადუდი

ამინა ვადუდი - დაიბადა 1952 წლის 25 სექტემბერს მერილენდის შტატის დასახლებულ პუნქტში – ბეტესდაში (ამერიკის შეერთებული შტატები).იგი წარმოადგენს ფილოსოფიისა და თეოლოგიის პროფესორს,რომელიც პირველი ქალი გახლავთ ისტორიაში,რომელმაც ჩაატარა მუსულმანური რელიგიური ცერემონია “იმამის” რანგში

ჯორჯ უოკერ ბუშის და მისი ოჯახის საყვარელი კატა – “ინდია”

“ინდია” - რომელსაც ასევე მოიხსენიებდნენ,როგორც “ვილი”,წარმოადგენდა ამერიკის რიგით 43-ე პრეზიდენტის (2001-2009 წლები) – ჯორჯ უოლკერ ბუშის და მისი ოჯახის უსაყვარლეს კატას.იგი დაბადებულ უნდა ყოფილიყო დაახლოებით 1990 წელს და ბუშების ოჯახში 20 წლამდე პერიოდის მანძილზე იცხოვრა.

მაურიციო ჯულიანო – “გინესის რეკორდსმენი მოგზაური”

მაურიციო ჯულიანო - დაიბადა 1975 წლის 24 თებერვალს იტალიაში.იგი წარმოადგენს იტალიელ მწერალს,ჟურნალისტსა და  მსოფლიოში ცნობილ მოგზაურს,რომელიც “გინესის რეკორდების” წიგნში მოხვდა 2004 წელს,რადგან ერთადერთი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანია დღემდე,რომელმაც დედამიწაზე არსებული ყველა “სუვერენული სახელმწიფო” მოიარა,მათ შორის საქართველო.

მეიერ ლანსკი -”ეპიზოდი”

მეიერ ლანსკი (1902-1983 წლები) – რომელსაც ზედსახელად “მაფიის ბუღალტერს” უწოდებდნენ,წარმოადგენდა ებრაული წარმომავლობის მქონე იმ ერთ-ერთ ამერიკელ ლიდერს ამერიკული დამნაშავეთა სამყაროსი,რომელიც აქტიურად თანამშრომლობდა და პარტნიორობდა,საყოველთაოდ ცნობილ მაფიოზთან – ჩარლზ (ლაკი) ლუჩიანოსთან.