Tag Archives: სხვა

დილის კარგი განწყობისთვის…

“გათენდა პეტრე-პავლობის დილა,გწყალობდეთ,ჩემო ბატონო მთავარ მოციქულთა მადლი!.. ღამის ბინდ-ბუნდი ჯერ კიდევ სრულიად არ ახდოდა დედამიწას.გამოველ სახლიდან,შევჯექ ცხენზე და გავწიე სოფელ ნაზვრევისკენ.ამ სოფელში ცოტაოდენი საქმე მქონდა,მაგრამ ისე ეს საქმე არ იზიდავდა ჩემს ყურადღებას,როგორც სურვილი იმ მხარის ნახვისა.წინააღმდეგ ქართული ანდაზისა,განვიზრახე ერთი სროლით ორი კურდღლის მოკვლა.

დიმიტრი ყიფიანი წერდა…

“ხომ გაგიგონია,ჩვენში რომ კაცი გადმოვარდნილა საიდანმე და თავისი ენა გადავიწყებია, – გადარჯულებულიაო,იმისას იტყვიან, – და გადარჯულებული მთელს ქვეყანაზედ ისე მიაჩნიათ,არავინ რას დაჰსდევს,ყურს არავინ ათხოვებს და თუ ხმა ამოიღო სადმე,ეს ვიღა ოხერიაო,იტყვიან.

ძველ ბერძენ გენიოსთა ნაკვესები…

“თუ არ გიმტყუნებს მეხსიერება,გულმოდგინება და მოთმინება,თუკი არ დაგღლის ნიადაგ შრომა,სიარული და ძილნაკლულობა, და თუკი ყინვა ვერას დაგაკლებს და ვერც შიმშილი დაგაჩოქებს,

გრიგოლ ორბელიანი – “სიტყვა არის…”

“სიტყვა არის პირველი მიზეზი სწავლისა და განათლების მოფენისა ქვეყანაზე: სიტყვამ გამოიყვანა კაცი ველურისა მდგომარეობისაგან: სიტყვამ დაუმშვიდა მას მხეცური გული,ჰყო იგი ლმობიერ,მოსცა შებრალება და აღიყვანა სახიერებისა სიმაღლედ,სადაც სუფევს მეუფება სიყვარულისა და მოწყალებისა!

რა სიტყვებით იწყებდნენ ქართველი გლეხები თესვას?!

ჩვენი წინაპარი გლეხები თავის საღმრთო საქმეს – თესვას,ერთობ მაღალი გრძნობით იწყებდნენ.ისინი ჯერ პირჯვარს გადაიწერდნენ,შემდეგ ღმერთს ახსენებდნენ,მარცვლებს მარჯვნივ და მარცხნივ მიმოაბნევდნენ და ბოლოს იტყოდნენ:

აკაკი წუხდა…

“ამას წინათ,თბილისში,ბაზარში შევიარე,თბილისელი კაცი ქართლელი გლეხისაგან რაღაცას ყიდულობდა.ჩანს,ვერ მორიგდნენ და გაბრაზებულმა ქართლელმა გლეხმა მეორეს მიმართა: ვინაა ეს კაცი,ქართლელია თუ იმერელიო? ამის გამგონე იქვე გავშეშდი,ვიფიქრე,ჩავერევი-მეთქი საუბარში,მაგრამ უხერხულად ჩვთვალე და

ილია ჭავჭავაძე ამბობდა…

” – რანი ვართ,რანი? ათასი გიორგი მუხრანსკი,ათასი ლუკა ისარლიჩი,ათასი გამცემი გვაზის თავზე… ეს ავი დრო მაჯლაჯუნასავით დასწოლია ჩვენს აზრსა და სიტყვას და საძრაობას არ აძლევს… არ ვიცით ბრძოლა,არა!

ჯეიმზ ჯოისი ირლანდიელების “სტუმარ-მასპინძლობის” ტრადიციის შესახებ წერდა…

გენიალურმა ირლანდიელმა მწერალმა,პოეტმა და მოდერნიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელმა – ჯეიმზ ჯოისმა (1882-1941 წლები) ირლანდიელ ხალხში გავრცელებული და დამკვიდრებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტრადიციის – “სტუმარ-მასპინძლობის” შესახებ საკუთარ დღიურში მეტად საინტერესო ჩანაწერი გააკეთა: 

ოლდოს ლეონარდ ჰაქსლი წერდა…

“რა თქმა უნდა,არ არსებობს არავითარი მიზეზი იმისათვის,რომ ახალი ტოტალიტარული რეჟიმები თავიანთი წანამორბედების მსგავსი იყოს,მიუხედავად მათ ხელთ არსებული ხელკეტებისა და სპეცრაზმებისა,ხელოვნურად გამოწვეული შიმშილობების,დაპატიმრებებისა და მასობრივი დეპორტაციებისა.

ამონარიდი იესე ბარათაშვილის ისტორიულ-ლიტერატურული ძეგლიდან – “ცხოვრება-ანდერძი”

“შვილნო,გაწყენთ თავს და მოგახსენებთ: ჩემის ცოდვით ისეთი ხომ არავინ გამოხვედით,რომ მეცნიერება მიგეღოთ,მაგრამ ეს ხომ ბუნების წესია: იცოდეთ: სიტყვიერნი დავიბადენით და სიტყვიერს გონებაც უნდა ჰქონდეს და გონებიანს ხომ ეს შვენის,თავის სარჩო და სასიცოცხლო მოიგონოს და ეცადოს,