Tag Archives: სხვა

ლევან სანიკიძე იოსებ სტალინის შესახებ წერდა…

“პოლიტიკოსი არც მეცნიერია,არც მწერალი,არც სხვა რამ ხელოვანი და მისი გამსოფლიოება ათასეულობით და მილიონობით ადამიანთა სიცოცხლის შეწირვას მოითხოვს, და ისტორიაც ნეტარებით ნერწყვმორეული აღწერს ყოველი ცალკეული კოსმოფაგის აღზევებისათვის გაჩაღებული კაცთაკვლის სერიებს.

ნინო ჭავჭავაძის შესახებ…

როგორც თანამედროვენი ამტკიცებენ,ქართველი თავადი პოეტის – ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილი და რუსი პოეტის – ალექსანდრე გრიბოედოვის მეუღლე – ნინო ჭავჭავაძე (1812-1857 წლები) თავისი დროის ულამაზესი ქალი ყოფილა.

ტიციან ტაბიძის გენიალური მოსაზრებები…

“სიყვარული,სიყვარული! ყოველი ასო ამ სიტყვისა ადამიანის სისხლით არის ჩაწერილი მატიანეში,ცხოვრება შეჩერდებოდა,ის რომ არ ამოძრავებდეს!

იოსებ სტალინის სიტყვით გამოსვლიდან…

“ზოგჯერ კითხულობენ,ხომ არ შეიძლება რამდენადმე შევანელოთ ტემპები,შევაკავოთ მოძრაობა.არა,ამხანაგებო,არ შეიძლება! არ შეიძლება ტემპების შემცირება!.. ტემპების შენელება ჩამორჩენას ნიშნავს.ჩამორჩენილებს კი სცემენ.ჩვენ კი არ გვინდა ნაცემი ვიყოთ.არა,არ გვინდა!

ელიზბარ ჯაველიძე წერდა…

“როცა ქართულზე მწყრალათ ვართ,როცა საკუთარ ქმნილებებსაც ძლივს “ვჩორკნით” და ვაჯახირებთ,როცა ენათმეცნიერების თანამედროვე დონეზე ელემენტარული წარმოდგენაც არა გვაქვს,მაშინ იმის შეგნება მაინც უნდა გვქონდეს,

დოქტორი პოლ უაიტი ველოსიპედით სარგებლობის შესახებ წერდა…

“კუნთების პასიურობისა და გულის სისუსტის გამო იჩაგრება პირველყოვლისა თავის ტვინი,ვინაიდან იგი საკმარისად არ იკვებება ჟანგბადით.როგორც ექიმი,ვურჩევ ჩემ პაციენტებს,სულ უფრო ხშირად ისეირნონ ველოსიპედით.

ჟიულ გაბრიელ ვერნი წერდა…

“ადამიანებს მოსწონთ ირწმუნონ საოცრებანი.ოდესღაც ამ რწმენამ წარმოშვა ალქიმიკოსები.მაცდუნებელი რამ იყო რაღაც “ფილოსოფიური ქვის” პოვნა,რომელიც რკინას ოქროდ აქცევდა!

ბიკენტი ვერესაევის წიგნიდან – “ექიმის ჩანაწერები”

“უძველეს დროში კბილები ადამიანს ესაჭიროებოდა ზომიერი და მაგარი საჭმლის სახრავად,საგლეჯად და საღეჭად.ახლა ადამიანი რბილ,ძალიან ცხელ და ძალიან ცივ საჭმელს ჭამს;

სამსონ ფირცხალავა წერდა…

“ჩვენ არ შეგვიძლია ვიოცნებოთ წარსულის დაბრუნებისთვის,ეს ხომ შეუძლებელიცაა.მაგრამ წარსულში იყო ბევრი რამ ჭეშმარიტად ბრწყინვალე და სასიქადულო: იქ ჰყვავის ძლიერი სული,მაღალი ნიჭი,მდიდარი შემოქმედება; ჩვენს წინაპრებს თამამად შეუძლიათ საპატიო ადგილი დაიკავონ კაცობრიობის ისტორიაში,ეს ჩვენი სიამაყეა.

ილია ჭავჭავაძე რუსეთის რევოლუციის მოსალოდნელი შედეგების შესახებ წინასწარმეტყველებდა…

“მაინცა და მაინც არაფერი მწამს რუსეთის რევოლუციის.რუსეთი გლეხობის ქვეყანაა ჯერ-ჯერობით და დიდხანს დარჩება ასეთ ქვეყნად ჩამორჩენილ სასოფლო-მეურნეობით,სიღარიბით,უვიცობით.გლეხობა,ნამეტურ რუსის გლეხობა,თაყვანსა სცემს და აღმერთებს მეფეს; თავის მტრად მეფე-კი არ მიაჩნია,არამედ ჩინოვნიკობა და ამასთან ერთად ინტელიგენციაც.