Tag Archives: სხვა

დეპრესიაში მყოფი დიდი ლიტერატორები წერდნენ…

“ვმალავ თოკს,რათა მარტოობის ჟამს ჩემსავე ოთახში თავი არ ჩამოვიხრჩო.სანადიროდ რომ მივდივარ,თოფი აღარ დამაქვს,მეშინია,ვერ გავუძლებ ცდუნებას და თავს მოვიკლავ.ასე მგონია,ჩემი ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ სულელური ფარსი იყო”. – ლევ ტოლსტოი

აკაკი წერეთელი – ალექსანდრე ყაზბეგის შესახებ წერდა…

გენიალური ქართველი მწერლის – ალექსანდრე ყაზბეგისადმი გამოჩენილი ქართველი საზოგადოების გულგრილობით შეწუხებაულმა აკაკი წერეთელმა,აღნიშნული საკითხის შესახებ შემდეგი სახის ჩანაწერი დაგვიტოვა:

მირზა გელოვანი წერდა…

„ესეც ბედია. ზოგი წიგნიდან სწავლობს ცხოვრებას და მაინც შორიდან წუხს განცდილზე. მე კი ყველაფერი ჩემი ძარღვებით გადამაქვს მუდამ და მაინც იმედიანი ვარ. ისინი სკოლებს ამთავრებენ, მე ცხოვრება მასწავლის თავად.

ექვთიმე თაყაიშვილი – “ეპიზოდი”

“საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესად” წოდებული დიდი ქართველი მამულიშვილი - ექვთიმე თაყაიშვილი (1863-1953 წლები),რომელიც მის მცირერიცხოვან თანამებრძოლებთან ერთად თავგამოდებით იბრძოდა ქართული ძეგლების და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნება-გადარჩენისათვის,დიდად სწუხდა იმაზე,რომ ქართველი ხალხის დიდ ნაწილში გასაოცარი უდარდელობა,უგულობა და ზოგჯერ უვიცობა სჭარბობდა ისეთი ეროვნული საკითხებისადმი,როგორებიც არის ერის ისტორია და მისი კულტურული მემკვიდრეობა.

ივანე ჯავახიშვილის დახასიათება თბილისის კლასიკური გიმნაზიის მიერ…

“მოწაფე ივანე ჯავახიშვილი შვილია ქართველი ხელმოკლე თავადისა,სასწავლებლის ზედამხედველისა.კეთილ პატრიარქალურ ოჯახს საუცხოო გავლენა მოუხდენია ჭაბუკზე,გაუზრდია იგი რელიგიოზური,ზნეკეთილი,თავაზიანი, და ალერსიანი.

პეტრე ჩაადაევმა რუსეთის შესახებ განაცხადა…

ცნობილი რუსი ფილოსოფოსი და პუბლიცისტი - პეტრე ჩაადაევი (1794-1856 წლები),რომელიც თავისი ქვეყნის ხელისფლებას შეურაცხადად ჰყავდა გამოცხადებული,თავისი სამშობლოს – რუსეთის შესახებ,ჯერ კიდევ 1854 წლის 15 იანვარს აცხადებდა:

დიმიტრი ყიფიანის უკანასკნელი მიმართვა აკაკი წერეთელს…

სტავროპოლში გადასახლებამისჯილმა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა და დიდმა ქართველმა მამულიშვილმა – დიმიტრი ყიფიანმა (1814-1887 წლები),აკაკი წერეთელთან თავისი უკანასკნელი შეხვედრის დროს,გენიალურ ქართველ მგოსანს შემდეგი სიტყვით მიმართა:

მერაბ კოსტავას ფილოსოფიიდან

“წინათ,რელიგიის სახელმწიფოსაგან განუყოფლობის ხანაში,თუ ის დოგმატურად განწყობილი ადამიანები,ღმერთი შურისმგებელ და დამსჯელ ძალად რომ წარმოედგინათ მხოლოდ და მისი სახელით მოყვასთა მიმართ ათასგვარ სისასტიკეს იჩენდნენ,არანაკლებ უსამართლობას სჩადიან დღეს იმის წყალობით,რომ ფიქრობენ:

ვლადიმერ ნაბოკოვი – “ვერ ვიტან…”

“ვერ ვიტან ტირანიას.ნებისმიერ რეჟიმს შევეგუები: სოციალისტურს,მონარქიულს იმ პირობით,რომ ჩემი სხეული და გონება თავისუფალი იქნება;

იოსებ იმედაშვილი წერდა…

“ჩვენი ხალხის ცხოვრებაში უცხო ნააზრევით გატაცების გამო სიტყვა და საქმე ერთმანეთს ვერ ეგუება,გაორჭოფებული მიზნებით ჩვენი ჩახლეჩილი ბედის გამოსწორებას სხვისი დახმარებით ელიან.ქართველობა ვიღაცისა და რაღაცის მოკრძალების გამო სხვათა საქმეს მისდევს და ვაი თუ ჩვენმა ხალხმა თავისი მონობის ახალი ბორკილები გამოსჭედოს…