Tag Archives: ფილოსოფია

ადამანტეს მიმართვა – სოკრატეს…

 - ვინ გაბედავს,სოკრატე,რაიმე დაუპირისპიროს შენს მოსაზრებებს? მაგრამ თუ იცი,რას განიცდიან შენი მსმენელები,როცა საკუთარ აზრს გამოთქვამ?

გლავკონის ფილოსოფიიდან…

“ხალხის თვალში თუ უსამართლო ვჩანვარ,ვერავითარ სარგებელს ვერ ვეღირსები,პირიქით,სიმძიმილისა და ზარალის გარდა სხვა არაფერი მელის.ხოლო უსამართლო კაცს,რომელმაც იმდენი მოახერხა,რომ სამართლიანის სახელი მოიხვეჭა ხალხში,ბედი უღიმის და ღმერთივით უზრუნველად ცხოვრობს.

სოკრატეს ფილოსოფიიდან…

” – ვიდრე სახელმწიფოში არ გამეფდებიან ფილოსოფოსები,ანდა ისინი,ვისაც დღეს მეფეებსა და მბრძანებლებს უწოდებენ,ნამდვილ და კეთილშობილ ფილოსოფოსებად არ იქცევიან,

თრასიმაქეს ფილოსოფიიდან…

“სამართლიანი კაცი ყველგან წაგებული რჩება უსამართლოსთან შედარებით.უწინარეს ყოვლისა,ეს ეხება კერძო პირთა ურთიერთობას: როცა ორივე ერთსა და იმავე საქმეს ასრულებს,ვერსად ნახავ,რომ საბოლოო ანგარიშწორებისას სამართლიანი კაცი უსამართლოზე მეტს იღბდეს;

გლავკონის ფილოსოფიიდან…

“როგორც ამბობენ,ბუნების თანახმად,უსამართლობის ჩადენა კარგია,მისი ატანა კი – ცუდი; მაგრამ უსამართლობის ატანა გაცილებით უფრო ცუდია,ვიდრე მისი ჩადენაა კარგი.

სოკრატეს ფილოსოფიიდან…

“ღირსეული ადამიანები უარს აცხადებენ მმართველობაზე.მათ არც თქვენი ფული უნდათ და არც პატივი: მათ არ სურთ დაქირავებულად იწოდებოდნენ,აშკარად რომ იღებენ გასამრჯელოს, – და არც ქურდებად,მალულად რომ ითბობენ ხელს თავიანთი თანამდებობის წყალობით

კეფალეს ფილოსოფიიდან…

“კაცს,რომელიც გრძნობს,რომ სიკვდილი უკვე კარზე უკაკუნებს,შიში იპყრობს და იმნაირი აზრები უტრიალებს თავში,უწინ სიზმრადაც რომ არ მოლანდებია.

ბლეზ პასკალის ფილოსოფიიდან…

“ადამიანი ცთომითაა სავსე, და მისი ცთომა ბუნებრივია და წარუვალი ღვთაებრივი მადლის გარეშე.არაფერი არ უმჟღავნებს ჭეშმარიტებას,ყველაფერი ატყუებს მას.

ჯამპატისტა ვიკო

ჯამპატისტა ვიკო - დაიბადა 1668 წლის 23 ივნისს იტალიის ულამაზეს ქალაქ ნეაპოლში,წიგნებით მოვაჭრის ოჯახში.იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი ფილოსოფოსი “აღორძინების ხანისა” და ფუძემდებელი თანამედროვე ფილოსოფიის ისტორიისა.გარდა ამისა საფუძველი ჩაუყარა კულტურულ ანთროპოლოგიასა და ეთნოლოგიას.

მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიიდან…

“მტრის ხატი – ესაა დამანგრეველი ფსიქიკური ძალა,იმიტომ რომ,მტერი კი არ იწვევს ეჭვს,ეჭვი შობს მტერს.ეჭვი ჯერ უსაგნოდ არსებობს.ეჭვი ჩემი უძლურებაა.მე მესინია ყველაფრის,როცა უძლური ვარ.მტერი არის განსხეულება იმისა,რაც ჩემშივეა ფესვგადგმული,როგორც უძლურება”.