Tag Archives: ფლორა და ფაუნა

მანული

მანული - გახლავთ მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი,კატისებრთა ოჯახისა.მოიხსენიებენ ასევე,როგორც – “პალასას კატა”.პირველად იგი აღმოჩენილ იქნა ცნობილი გერმანელი ნატურალისტის – პეტერ სიმონ პალასას (1741-1811 წლები) მიერ XVIII საუკუნეში,კასპიის ზღვის სანაპიროებზე.

კინკაჟუ

კინკაჟუ - ენოტისებრთა ოჯახის მტაცებელი ძუძუმწოვარაა.სხეულის ზომებით ჩვეულებრივი კატის ზომისაა და ერთადერთი სახეობაა კენკაჟუს სახეობისა.მას აქვს მომრგვალებული თავი და მრგვალი ფართო ყურები.ასევე გააჩნია საკმაოდ გრძელი და მოქნილი კუდი,რომელიც მას ხის ტოტიდან ტოტზე გადაადგილებისას დიდ დახმარებას უწევს.

ტროგონი

ტროგონი - ტროგონისებრთა ოჯახის ფრინველია,რომელთა სიგრძე 23 სანტიმეტრიდან – 40 სანტიმედრამდეა.ფრთები მოკლე აქვს,კუდი გრძელი,ნისკარტი ფართო და განიერი.ასევე გააჩნია ღია-ნათელი და საკმაოდ ლამაზი ფერთა გამა.

პოდოკარპუსი

პოდოკარპუსი” - ლათინურ ენაზე – “Podocarpus”,გახლავთ მრავალწლოვანი წიწვოვანი მცენარე პოდოკარპისებრთა ოჯახისა.დღესდღეობით ამ მცენარის ასამდე სახეობაა გავრცელებული მსოფლიოში.ძირითადად კი იგი გავრცელებულია დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროს ტროპიკულ ნაწილებში (იაპონია,მექსიკა და სხვა ქვეყნები) და მიეკუთვნება სწარფადმზარდ მცენარეთა სახეობებს.

რატუფა – “გიგანტრური ციყვი”

რატუფა - იგივე “გიგანტური ციყვი”,წარმოადგენს მღრნელისებრთა გვარის,ციყვისებრთა ოჯახის ერთ-ერთ სახეობას.ძირითადად ბინადრობენ სამხრეთ აზიის ტროპიკულ ტყეებში.

კარაკალა

კარაკალა - გახლავთ მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი კატისებრთა ოჯახისა.მას ასევე მოიხსენიებენ როგორც “სტეპის ფოცხვერს”.გარეგნულად მართლაც ძალიან ჩამოჰგავს ფოცხვერს,თუმცა ფიზიკურად მათგან განსხვავებით,შედარებით მცირე ზომის არიან.

მანცინელა

მანცინელა - მოიხსენიებენ ასევე, როგორც “მანშინელა”. იგი გახლავთ ტროპიკული მცენარე რძიანისებრნთა ოჯახისა, რომელიც გავრცელებულია ცენტრალურ ამერიკაში, კოლუმბიაში, ვენესუელაში, მექსიკასა და კარიბის ზღვის კუნძულებზე.

ტურაკო

ტურაკო - გახლავთ ფრინველი,გუგულისნაირისებთა სახეობის,ტურაკოსებრთა ოჯახისა,რომლებიც  გავრცელებული არიან მხოლოდ და მხოლოდ აფრიკის კონტინენტის ტროპიკულ მხარეებში (ძირითადად ბინადრობენ ტყის მასივებში).

ჩვეულებრივი კონოლოფი

ჩვეულებრივი კონოლოფი - გახლავთ ხვლიკი იგუანისებრთა ოჯახისა,რომელიც ძირითადად გავრცელებული არიან გალაპაგოსის არქიპელაგის კუნძულებზე (კუნძულთა ჯგუფი წყნარ ოკეანეში,სამხრეთ ამერიკის კონტინენტის დასავლეთით,სანაპიროდან 965 კილომეტრის მოცილებით),სან-სალვადორის,სანტა-კრუსის,ისაბელასა და ფერნანდინის კუნძულები.

ტრინიდადის მორიელი – (გინესის რეკორდსმენი წიწაკა)

ტრინიდადის მორიელი - წარმოადგენს მცენარეს ჩილური წიწაკისებრთა ოჯახისა,რომელიც ძირითადად გავრცელებულია კუნძულ ტრინიდადზე და ვენესუელის ჩრდილოეთ ნაწილში.