Tag Archives: ფრაზეოლოგია

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ბრბო რეგვენია… მოგკლავენ, როგორც ეშმას და მერე… გიგლოვებენ, როგორც უცოდველს!”

ოთარ ჭილაძე წერდა…

„მშობლის მიერ ერთხელ უკვე განვლილ გზას, ძალიანაც რომ მოინდომოს, ძალაც რომ მოსდევდეს საამისოდ, ვეღარავინ გაივლის ხელმეორედ, თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, ამქვეყნიდან ყველა თავის გზიანად რომ ქრება”.

დავით კვიცარიძე წერდა…

„ღმერთი ვერაფერს გირჩევს, საკუთარი სინდისისა და კაცობის იმედი უნდა გქონდეს!”

ემენ დავითაძე წერდა…

„შეიძლება ბრძენის ჭკუა არ გქონდეს, მაგრამ ვირის მოთმინება მაინც უნდა გაგაჩნდეს, რამეთუ მოთმინებაც სიბრძნეა”.

Genia.Ge-ს დღის ციტატა…

„ცუდს თუ გააკეთებ, ცუდსაც გაგიკეთებენ. და, მერე – არ გაგიკვირდეს!”

Genia.Ge-ს დღის ციტატა…

„როცა კაცის სიტყვას ფასი არა აქვს, მაშინ ყველაფერია მოსალოდნელი”.

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„გზა არცთუ ისე გრძელია, როცა იცი, სად და რატომ მიდიხარ”.

ანა ანტონოვსკაია წერდა…

„ – გული ზღვაა, ენა კი – ნაპირი. როცა ზღვა ღელავს, ნაპირზე გამოყრის სწორედ იმას, რაც ზღვაშია…”

ანა ანტონოვსკაია წერდა…

„გოგირდის წყალი აბანოშია კარგი და არა საშინელი განკითხვის დღეს”.

ჩაკ პალანიკის მოსაზრებები…

„ვერავინ მიიღებს იმხელა აღფრთოვანებას ცხოვრებისგან, რამხელასაც ითხოვს”.