Tag Archives: “ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„აივანზე, რა თქმა უნდა, ყველაზე მაღლა ვარ… ეს კი შეიძლება სიმბოლურიც იყოს. მაგრამ აკი სწორედ სხვებზე მაღლა დგომაა რაღაც-რაღაცებს რომ გიკრძალავს… იცით რა? თითოეულ თქვენგანზე მაღლა დგომა, გაგიხარიათ, ჩემთვის სასიამოვნო იყოს, მაგრამ ვაითუ პატარ-პატარა და აუცილებელმა სიხარულებმა ამ სიმაღლეზე ვერ ამოაღწიოს?”

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„თუკი ლოცულობ, სულერთია რომელ საკანში იქნები – ციხის თუ მონასტრის”.

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„როცა ადამიანი თავისი ცხოვრების უკეთ მოწყობას ცდილობს, ულმობელია ხოლმე”.

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ამაო შრომას გასწევს კაცი, თუკი იმ პაიკების გადაადგილებას შეეცდება, ბედისწერა რომ ათამაშებს. დიდი ჭკუა უნდა გქონდეს, ბედისწერის საქმეში ჩამრევს!”

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ორი სამშობლოს მაძებარი კაცი დაღუპულია, ყოველ არსებას ერთი სამშობლო აქვს, მითუმეტეს, ადამიანს. დიახ, ის, ვინც ორ სამშობლოს ეპოტინება, ვერც ერთს ვერ შეიყვარებს გულით”…

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„რაც უფრო დიდი და უჩვეულო საქმის აღმოჩენას მოინდომებ, მით უფრო პროზაულსა და უბრალო ამბებს შეგახვედრებს ცხოვრება”.

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„მთელი თავისი სიმახინჯის მიუხედავად, დამარცხება შეიძლება აღორძინების ერთადერთ გზად იქცეს”.

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ბუნებამ მოგვცა ერთი გამოსავალი – ყველაფერს მოვუძებნოთ გამართლება”.

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ყოველ დროში ამბობდნენ და იმეორებდნენ, ადამიანო, შეიცანი თავი შენიო. იშვიათი მოთხოვნაა, რაც დღემდე ვერავის შეუსრულებია და ვერც ვერასოდეს შეასრულებს სრულყოფილად”.

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ამდენი გნიასი და ღრიანცელი იმის შედეგია, რომ ყველას სურს ყველაფერი იყოს”.